სახის მიმიკური ჟესტები - გაჟონვები ("ტუჩის შიდა რულონი", "ტუჩზე კბენა", "ენის შოუ")

1. "ტუჩის შიდა რულონი"

     სხეულის ენის (არავერბალური კომუნიკაციისაღნიშნული ჟესტი "ემოციური გაჟონვის" ან .. "მანიპულატორების(Manipulator/adaptor/pacifier - MAP) კატეგორიას განეკუთვნება.      
     როგორც წესი, "ტუჩის შიდა რულონი" ასახავს სუბიექტის მიერ ურყოფითი ემოციების დაფარვას, შენიღბვას, დეპრივაციას. აღნიშნული ნეგატიური ემოციები შეიძლება იყოს:
  1. შეშფოთება (შფოთი) და სტრესი;
  2. უხერხულობის განცდა;
  3. უკმაყოფილების განცდა;
  4. გაბრაზება ან განრისხება;
  5. მწუხარება.  
  "ტუჩის შიდა რულონი" (Inward Lip Roll) ხშირად სხვა მანიპულატორ კლასტერებთან (სიგნალებთან) კომბინაციაში სხვადასხვა მიმდევრობით გამოისახება. ყველაზე მეტად კი ეს ტუჩებთან და ენასთან დაკავშირებული შემდეგი კლასტერებია:
  1. "ტუჩების საფულე" (Lip Purse);
  2. ტუჩზე კბენა მარცხნივ, მარჯვნივ ან შუაში (Lip Biting);
  3. ტუჩების შეკუმშვა (Lip Compression);
  4. "ენის შოუ" (Tongue Show, Lizard Tongue).
      ვიდეოში მოყვანილია კომბინირებული კლასტერების დემონსტრირების რამოდენიმე მაგალითი
  1. ნიუ-იორკის კარდინალის ტიმოთე დოლანის ინტერვიუს დროს
  2. ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის მექსიკაში G20-ის სამიტზე შეხვედრის დროს
  3. ბილ კლინტონის მიერ დიდი ჟიურისათვის ჩვენების მიცემისას (Clinton's grand jury testimony).


განმარტებები ვიდეოსათვის


გუბერნატორი რიკ პერი (Governor Rick Perry)


     2012 წლის 19 იანვარს ტეხასის გუბერნატორმა, რიკ პერიმ გამოაცხადა, რომ ხსნის კანდიდატურას ნიუტ გინგრიჩის (Newt Gingrich) სასარგებლოდ. ჩვენს მიერ მოყვანილ ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია "ტუჩის შიდა რულონზე", რომელსაც გუბერნატორი ზუსტად მაშინ აკეთებს, როდესც ამბობს "მე ვწყვეტ საარჩევნო კამპანიას".       პერის სიტყვებსა და სხეულის ენას შორის არსებული დისონანსი იმაზე მეტყველებს, რომ გუბერნატორი უკმაყოფილოა იმით, რომ ეთიშება საარჩევნო მარათონს და ცდილობს დაფაროს (დამალოს) უარყოფითი ემოცია.
 

     "ტუჩის შიდა რულონამდე" რამოდენიმე  წამით ადრე და შემდეგ პერის მარცხენა წარბი და მარცხენა შუბლი ზემოთ იწევა, რაც მის  სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.  
     ნიუტ გინგრიჩზე ნათქვამი პოზიტიური სიტყვების პარალელურად მარცხენა წარბის და შუბლის მაღლა აწევა არავერბალურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ გუბერნატორს ბოლომდე არ ჯერა იმისა, რასაც გინგრიჩზე ლაპარაკობს.
 
გამოსვლის საწყის ეტაპზე რიკ პერის წარბები და შუბლი სიმეტრიულია

როგორც კი რიკ პერი მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე იწყებს საუბარს მარცხენა წარბი და შუბლი ზემოთ იწევენ, რაც სკეპტიციზმზე მიანიშნებს

   
 

ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მექსიკაში

       2012 წელს 19 ივნისს მექსიკის  ქალაქ ლოს-კაბოსში მიმდინარე G 20 სამიტზე შედგა ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, რომელზეც  მხარეებმა  სირიისა და ევროპაში  რაკეტსაწინააღმდეგო  სისტემების განლაგების საკითხები განიხილეს, პრესისათვის განცხადებები გააკეთეს. 
       ბრიფინგის დამთავრებისას  ობამასა და პუტინს შორის ერთობ საინტერესო, არავერბალური პაექრობა გაიმართა:
       ობამამ, რომელიც შეხვედრაზე მარცხენა მხარეს იჯდა,  პუტინს ხელი  ჩამოსართმევად გაუწოდა. იმის გამო, რომ პუტინი ობამასაგან მარჯვნივ იყო ობამას შესაბამისად ხელის გაწვდომა მარჯვნივ მოუხდა - ასეთ დროს ხელის გული ბუნებრივად ზემოთ არის 
მიმართული.
 




      პუტინმა აღნიშნული პოზიციური უპირატესობა კარგად გამოიყენა და ობამას ხელი ისე ჩამოართვა, რომ მისი ხელის მტევანი ობამასას ზემოდან მოექცა. არავერბალურ ენაზე ხელის ჩამორთმევისას სწორედ ისაა დომინატი ვისი ხელის მტევანიც ზემოთაა მოქცეული. 
 
          რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია (რაზეც მისი სახის გამომეტყველება მიანიშნებს), არავერბალური ორთაბრძოლა მოგებულია. თუმცა ორთაბრძოლა ამით არ ამოწურულა. ობამამ კარგად იცის, რომ ხელის ჩამორთმევის ეპიზოდი წააგო (ამერიკელი პოლიტიკოსების უმეტესობა, როგორც წესი სპეციალურად ემზადება და გადის ტრენინგს არავერბალურ კომუნიკაციაში). 
          სიტუაციის გასანეიტრალებლად ობამას შეეძლო მარცხენა ხელი მაჯაზე დაედო, მაგრამ პუტინი მარჯვენა ხელზე საათს ატარებს (არ არის გამორიცხული, რომ სპეციალურად) და ამდენად ნეიტრალიზაციის ეს ხერხი პუტინთან მიმართებაში არ გამოდგებოდა. 
          ობამა სხვანაირად მოიქცა - მაშინ როცა ხელის ჩამორთმევა დამთავრდა, ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს მარჯვენა ხელი მხარზე მოუთათუნა.
 
     საბოლოო სიტყვა არავერბალურ ენაზე ობამას მხარეს დარჩა: "აქ ბატონ-პატრონი მე გახლავართ", დაახლოებით ასე კონვერტირდება ობამას ჟესტი.
           რუსეთის პრეზიდენტი აშკარად არ ელოდა სიტუაციიის ამგვარ განვითარებას. ობამას მიერ გაკეთებული ჟესტი (მხარზე ხელის მოთათუნება) ბევრში, ბავშვების ან თინეიჯერების წასახალისებლად, მხარზე ხელის წამორტყმის ასოციაციას გამოიწვევდა. ალბათ სწორედ ამან გამოიწვია პუტინის გაბრაზება - მის სახეზე ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა უკმაყოფილების, შეშფოთების და გაბრაზების რამდენიმე კლასტერი: ორჯერ "ტუჩის შიდა რულონი", "ენის შოუ" და უნებლიედ მარცხენა ხელის ზემოთ აწევა.





2. "ტუჩზე კბენა"

       ტუჩზე კბენა ცალსახად არ ინტერპრეტირდება. ის ე.წ. კონტექსუალურ კლასტერებს განეკუთვნება.  მათი მნიშვნელობა დამოკიდებულია “არავერბალური წინადადების” სხვა სიგნალებზე. ტუჩზე კბენა “ემოციური გაჟონვის” იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც  მიანიშნებენ ადამიანის:
ა) დაბნეულობაზე; 
ბ) მორიდებულობაზე;
გ) შიშზე ან დაუცველობის განცდაზე;
ე) ნერვიულობაზე.
        ტუჩზე კბენის საშუალებით ადამიანი ცდილობს დაფაროს ჩამოთვლილი ემოციური განცდები.
        შიძლება გამოვლინდს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი ცდილობს:
1) თავი შეიკავოს სპონტნურად, დაფიქრების გარეშე რაიმეს თქმისგან 
(მოსაზრება, იდეა, რეპლიკა) ან კითხვაზე პასუხის გაცემისაგან;
2) თქვას სიცრუე, ტყუილი (ახასიათებთ "გამოუცდელ მატყუარებს").
     ზოგჯერ, სხვა არავერბალურ  ჟესტებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით ქალებში ტუჩზე კბენა ფლირტის, სექსუალური ლტოლვის, ვნების გამოვლინებას წარმოადგენს.




ტუჩზე კბენა ფლირტის ან სექსუალური კონოტაციით


ხშირად ქალის მიერ ტუჩზე კბენა წარმოადგენს ვნების აღმძვრელ, სექსუალურ სიგნალს. ის ზოგ შემთხვევაში არაცნობიერად ვლინდება და გაჟონვას, ზოგჯერ კი გამიზნულ, დასწავლილ ილუსტრატორს წარმოადგენს.       
      ტუჩზე კბენა განსაკუთრებით ახასიათებთ მსახიობებს და შოუბიზნესის  წარმომადგენლებს (იშვიათად მამაკაცებს).  იმ შემთხვევაში, როდესაც ტუჩზე კბენასთან ერთად ადგილი აქვს სხვა სექსუალურ სიგნალებს, რომლეთა ერთობლიობა კლასტერს ქმნის, მაშინ ტუჩზე კბენა როგორც წესი ფლირტს აღნიშნავს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის  კლასტერის  შუა ნაწილშია. 
      თუ ტუჩზე კბენისას თვალებში არ “იკითხება” მიმზიდველობის და ცდუნების აღმნიშვნელი გამოხედვა, მაშინ ეს არ არის ფლირტის აღმნიშვნელი კლასტერი. 

ასეთ დროს სავარაუდოდ საქმე გვაქვს ნერვიულობასთან ან რაიმე საქმის კეთებაზე კონცენტრაციასთან. სექსუალური "ტონალობის" მქონე ტუჩზე კბენას ხშირად თან ახლავს  ენის ტუჩებზე გადატარება.
 

 



3. "ენის შოუ" 

        “ენის შოუ” (“ენის გამოყოფა”, “ქვეწარმავლის ენა”, “გველის ენა”) წარმოადგენს მანიპულატორთა რიგის კლასტერს, რომელიც ემოციურ გაჟონვაზე მიანიშნებს და წარმოადგენს არავერბალური უთანხმოების უნივერსალურ ნიშანს.
 “ენის შოუ” კონტექსტიდან გამომდინარე გამოხატავს:
1. უკმაყოფილებას;
2. უნდობლობას;
3. მტრულ დამოკიდებულებას.
                   ხშირად ამ კლასტერს შეუძლია საპირისპირო მიმართულებით შეცვალოს ვერბალურად მიწოდებული ინფორმაციის აღქმა.


მაგალითად, როდესაც ადამიანი აცხადებს: “დიახ, მე თანახმა ვარ” და ფრაზის ბოლოს ვხედავთ “ენის შოუს”, მსმენელის ან თანამოსუბრის მიერ ეს ფრაზა აღიქმება, საპირისპიროდ: “არა, მე თანახმა არ ვარ”.
           საჯარო გამოსვლების, კამერის წინ, მოლაპარაკებების დროს “ენის შოუ” ვლინდება მაშინ, როდესაც ორატორი (რესპონდენტი, მოლაპარაკების მონაწილე) უკმაყოფილოა საკუთარი გამონათქვამით. ასეთ შემთხვევაში კლასტერი აღნიშნავს: “რა ცუდად გამომივიდა”, “დავიწვი”, “ჩავვარდი”, “დამიჭირეს”, “რა სისულელე გამომივიდა”...




განმარტებები ვიდეოსათვის

1) ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსონის ტელედებატები:

            1969 წელს გაიმართა პირველი სატელევიზიო დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. 70 მილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე  ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და სენატორი ჯონ კენედი.
 
ეს არჩევნები და ტელედებატები გახდა გადამწყვეტი მომენტი პოლიტიკოსების სხეულის ენით (არავერბალური კომუნიკაციით) დაინტერესებით.   კენედი-ნიქსონის "დიდი დებატების" შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ არჩევნებში წარმატების მისღწევად  კანდიდატის ყურადღება მის ვიზუალურ, არავერბალურ მანერებზე უნდა კონცენტრირდეს.  
  ტელედებატების წინ ნიქსონმა, რომელიც ვაჟკაცური ყაიდის ადამიანად ითვლებოდა, იუარა გრიმის გაკეთება. კენედი ყოყმანის გარეშე დათანხმდა გრიმირებას, რითაც დებატების დაწყებამდე ფორა მიიღო. საქმე იმაშია, რომ იმდროინდელ სტუდიებში, განათების აპარატურიდან გამომდინარე, აუტანელი სიცხე იდგა. ბუნებრივია ნიქსონი, რომელიც გრიმის გარეშე შევიდა სტუდიაში, მთელი დებატების განმავლობაში სახიდან ოფლის მოწმენდით იყო დაკავებული. კენედი ამგვარ პრობლემას არ შეუწუხებია. 
    ტელედებატების ფრაგმენტში, რომელიც ვიდეოშია მოყვანილი აშკარად ჩანს, როგორი დაძაბული და უკმაყოფილოა ნიქსონი. ნიქსონის მიერ მიყოლებით გაკეთებული “ენის შოუ”, "ტუჩის შიდა რულონი" და ბოლოს ისევ "ენის შოუ" აშკარად მიუთითებს ერთის მხრივ უკმაყოფილებაზე საკუთარი თავის მიმართ, და მეორეს მხრივ კენედის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე.                       
             ამას გარდა, "ენის შოუებს" შორის გაკეთებული "ტუჩის შიდა რულონი" მიანიშნებს იმაზე, რომ ნიქსონი ცდილობს ჩაახშოს  უარყოფითი ემოციები (სავარაუდოდ შფოთი და შიში, რომელსაც ის დებატების დროს განიცდის).
      დებატების შემდეგ ჩატარებულმაგანმარტებები ვიდეოსათვის გამოკითხვებმა  აჩვენა,  რომ მათ, ვინც რადიოს საშუალებით  უსმენდა  პრეზიდენტობის  კანდიდატების  პაექრობას,  უპირობო გამარჯვება ნიქსონს მიანიჭეს. ხოლო რესპონდენტებმა,  რომლებიც  ტელევიზიის საშუალებით ადევნებდნენ თვალს დებატებს გამარჯვება კენედის მიაკუთვნეს.

2) სენტორი ლინდსი გრემის გამოსვლა სენატში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მოსმენზე:
     2013 წლის 31 იანვარს აშშ-ს სენატში გაიმართა მოსმენა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ჩაკ ჰეიგელის დასამტკიცებლად. მოსმენაზე მწვავე კრიტიკით გამოვიდა რესპუბლიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრემი.
         ვიდეოში მოყვანილ, სენატორის გამოსვლის ფრაგმენტში გრემი აკრიტიკებს ჰეიგელს იმის გამო, რომ ამ უკნანასკნელმა, თავის დროს, ხელი არ მოაწერა ისრაელის მხარდამჭერ წერილს  მეორე ინტიფადას პერიოდში.
ფრაგმენტის ბოლოს აშკარად ჩანს „ენის შოუ“ და მის პარალერულად თვალების ჩვეულებრივზე დიდი ხნით მოხუჭვა. 
       სენატორის  ვერბალური ინფორმაცია (კრიტიკა) და სხეულის ენა (გაჟონვის კლასტერები ანუ მანიპულატორები) ერთმანეთან კონფლიქტში მოდიან. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ლინდსეი გრემი თვლის, რომ სისულელე გააკეთა, როცა „თავს დაესხა“  ჩაკ ჰეიგელს.
            მანამდე სენატორი გრემი აკეთებს მრავლობით არავერბალურ მოქმედებებს: იღებს წერილს ხელში, აფრიალებს. შემდეგ  დებს  მას მაგიდაზე, მაგრამ მყისიერად ისევ ადებს ხელს.  შემდგომ ხელი ისევ მაგიდაზე დადებულ წერილთან მიაქვს და ოდნავ ასწორებს მას. შემდგომ იმავე ხელით გადადის მიკროფონზე და ასწორებს მას.  ბოლოს ისევ მაგიდას უბრუნდება და კვლავ ასწორებს მის მიერ დადებულ წერილს. 
             ეს ყველაფერი დაახლოებით 17 წამი გრძელდება. აღნიშნული მოქმედებები ერთი მხრივ სენატორის ძლიერ ნერვიულობაზე მიანიშნებენ და ემოციურ გაჟონვას წარმოადგენენ, მეორე მხრივ კი სენატორი ცდილობს დათრგუნოს ძლიერი უარყოფითი ემოცია და მოემზადოს მომავალი კრიტიკული ფრაზის სათქმელად.


      

Комментариев нет:

Отправить комментарий