ძალაუფლების ჟესტები დავოსში

ძალაუფლების ჟესტები დავოსში

      დავოსი, სამთო-სათხილამურო კურორტი შვეიცარიის ალპებში, 1971 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს (გამონაკლისი იყო 2002 წელი, როდესაც 9/11 ტერაქტთან დაკავშირებით, აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად, ფორუმი ნიუ-იორკში გაიმართა). ოთხი დღის განმავლობაში დედამიწის მიზიდულობის ცენტრი დავოსში ინაცვლებს, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, რომლებიც  განიხილავენ კაცობრიობისათვის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. მონაწილეთა შორის არიან უმსხვილესი ნაციონალური და ტრანსნაციონალური კომპანიების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და პოლიტიკოსები, მონარქები და სამეფო დინასტიების წარმომადგენლები, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ინტელექტუალები და ჟურნალისტები და ა.შ.

       
       ამ ფორუმზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეალური ძალაუფლების მქონე, გავლენიანი, ქარიზმატული ადამიანები იკრიბებიან. მათი ფსიქოლოგიური პროფილის (საუბარია იმ ზოგად პროფილზე, რომელიც დიდი ალბათობით ამ კატეგორიის ადამიანებისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი) ძირითადი კომპონენტებია:
                                                      1) თავდაჯერებულობა;
2)   ძლიერი ნებისყოფა;
3) მიღწევის ძლიერი მოტივაცია - სირთულეების დაძლევის სურვილი.  სიტუაციის, იდეების, ადამიანების მართვა ან მათით მანიპულირება. შეჯიბრი, როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან (Murray H.A. - Explorations inpersonality. New York; Oxford Press, 1938);
4) ძალაუფლების მოთხოვნილება - უფლებამოსილების, ძალაუფლებისა და გავლენის ფლობის სურვილი (David C. McClelland- HumanMotivation. Cambridge UniversityPress, 1988).
        ამ მოთხოვნილების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს პიროვნულ და ინსტიტუციონალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, დევიდ მაკლელანდი (David McClelland)  და დევიდ ბერნჰემი (David Burnham)  ძალაუფლებით მოტივირებულ მენეჯერების ორ კატეგორიას გამოყოფენ: ა) ისინი ვინც ეძებენ პიროვნულ ძალაუფლებას და ბ) მენეჯერები, რომელთათვის მთავარია ინსტიტუციური ძალაუფლება. მენეჯერების ორივე ეს ტიპი, ძლიერი მორალური სულიკვეთების შთაგონების წყაროს წარმოადგენენ.  „პირადი-ძალაუფლების მენეჯერები“ საკუთარი თავის მიმართ ლოიალობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს - მაგ. გენერალი ჯორჯ პატონი, მაშინ როცა „ინსტიტუციონალური ძალაუფლების მენეჯერები“ აღვივებენ ორგანიზაციისადმი ლოიალობას - მაგ. გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი (John Baldoni - Great Motivation Secrets Of Great Leaders, McGraw Hill Professional, 2005).
           ხშრად ამგვარი ფსიქოლოგიური პროფილის ონტოგენეზში განმსაზღვრელ როლს  სხვადასხვა კომპლექსები (მაგ. არასრულფასოვნების კომლექსი)  თამაშობდნენ (Harold D. Lasswell,Psychopathology and politics. Chicago : University of Chicago Press, 1977),  მაგრამ ამჯერად ეს საკითხი ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.
       ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, დავოსის ფორუმის მონაწილეთა სავარაუდო, ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე, რამდენად გავს ერთმანეთს  მათი არავერბალური კომუნიკაციის ენა (სხეულის ენა) და როგორ ჟესტებს იყენებენ ისინი.

ყველაზე ხშირად გამოყენებული ჟესტები

   
     ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათების ანალიზი, რომელებზეც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებია აღბეჭდილი მოწმობს, რომ ჟესტები, რომლითაც ფორუმის სტუმრები ოპერირებენ ძირითადად ძალაუფლების გამომხატველი ჟესტებია მიუხედავად მათი (ჟესტების) ნეგტიური თუ პოზიტიური კონოტაციისა.
     აღსანიშნავია, რომ გავლენიანი ადამიანების არავერბალური ენა იდენტურია. ისინი ერთი და იგივე ჟესტებს იყენებნ  და ამ თვალსაზრისით არავთარი მნიშვნელობა არ აქვს მათ ეროვნულ თუ რელიგიურ კუთვნილებას.
 

ხელების ჟესტი "შპილი"

   პოზიტიური ჟესტებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება "შპილი" და მისი ნაირსახეობა "კალათბურთის შპილი". ეს ჟესტი თავდაჯერებულობასა და ავტორიტეტს გამოხატავს. ადამიანებმა, რომლებიც ამ ჟესტს იყენებენ, კარგად იციან საკუთარი თავის ფასი. 
    საინტერესოა, რომ "შპილის" კიდევ ერთ ნაირსახეობას, ე.წ. "პისტოლეტის შპილს", რომელიც ნეგატიური ჟესტების რიგს განეკუთვნება და თავდაჯერებულობის გარდა გადაჭარბებულ აგრესიულობაზე მიანიშნებს, დავოსში იშვიათად იყენებენ.


ჩვეულებრივი "შპილი"












 
 
"კალათბურთის შპილი"











 

 

 

 

 

 

 

 

 

საჩვენებელი თითი


       საჩვენებელი თითის ჩვენება (საჩვნებელი თითით მითითება) ერთ-ერთი ყველაზე აგრესული ჟესტია. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში იგი ნეგატიურად აღიქმება და ადამიანების უმრავლესობას აღიზიანებს მათკენ გაშვერილი საჩვენებელი თითი. ეს ჟესტი ადამიანისკენ მიმართული პატარა დაშნის ასოციაციას იწვევს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელი წინ და უკან არ მოძრაობს. ხშირად საჩვენებელი თითის ჩვენებას თან ახლავს ხელის ზევით-ქვევით ქნევა, რითაც ერთგავარი მინიშნება კეთდება იმაზე,  თითქოს ვიღაცას ჯოხს ურტყამენ. ალან პიზი საჩვენებელი თითის ჩვენებას ხელკეტს ადარებს, რომლითაც ადამიანის დამორჩილებას ცდილობენ (Allan Pease - Body Language: How to Read Others' Thoughts by TheirGestures, SheldonPress, 1984).
        მიუხედავად ამგვარი ნეგატიური კონოტაციისა გავლენიანი ადამიანები, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, უმაღლესი რანგის მენეჯერები არაცნობიერად, ხშირად მიმართავენ ამ ჟესტს. როგორც ჩანს ამ კატეკორიის ადამიანებში არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული, ერთგვარი არაცნობიერი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ეს ჟესტი ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. რეალურად ეს ჟესტი უფრო იმ იარაღს ჰგავს, რომელიც მფლობელს უფრო ვნებს, ვიდრე მოწინააღმდეგეს აყენებს ზიანს.
           დავოსის ფორუმის მონაწილეები ინტენსიურად ხმარობენ აღნიშნულ ჟესტს. როგორც ჩანს ისინი ამ ჟესტის უარყოფით მხარეებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არავერბალური კომუნიკაციისადმი ამგვარი დამოკიდებულება აშკარად მოძველებულია და ძალიან წააგავს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყეებულ პროპაგანდისტულ პარადიგმებს.
         1914 წელს დიდ ბრიტანეთში გაკეთდა პროპაგანდისტული პლაკატები, რომელზეც გამოსახული იყო იმჟამინდელი სამხედრო მინისტრი ჰერბერტ კიტჩენერი (Field Marshal Horatio Herbert Kitchener). პლაკატიდან ფელდმარშალი, საჩვენებელი თითით და სერიოზული (დრამატული) გამოხედვით, მოუწოდებდა ბრიტანელებს სამხედრო სამსახურისკენ. 
          მოგვიანებით 1917 წელს ამერიკელმა მხატვარმა ჯეიმს მონტგომერი ფლეგმა (James Montgomery Flagg) ინგლისური პლაკატის "რემეიქი" გააკეთა. პლაკატის ამერიკულ ვარიანტში "ბიძია სემი" (Uncle Sam), რომლის როლშიც თავად მხატვარი გამოვიდა, საჩვენებელი თითით და მრისხანე სახით მიმართავს ამერიკელებს: "მე შენ მინდიხარ შეერთებული შტატების არმიისათვის".  ფლეგის მიერ შექმნილი "ბიძია სემის" იმიჯი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ მას  მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც აქტიურად იყენებდნენ.

"საჩვენებელი თითი"






Комментариев нет:

Отправить комментарий