თვალები

 თვალები

ფრაგმენტი ფილმიდან "მომლაპარაკებელი"

 

ცნობილი გამოთქვამი „თვალები სულის სარკეა’’ ნეიროლიგვისტურ პროგრამირებაში (NLP) განსაკუთრებული როლი აქვს. იმის მიხედვით საით არის მიმართული მზერა NLP-ის მიმდევრები საუბრობენ იმაზე სიმართლეს ამბობს თუ ტყუის ადამიანი და ა.შ. (Byron Lewi, Frank Pucelik - Magic of NLP. Metamorphous Press P.O. Box 10616 Portland, OR 97210-0616, Ninth Printing, October 1993, pp. 116 - 125).
თუ ადამიანი საუბრისას იყურება მარცხნივ და ზემოთ (ჩვენგან მარჯვნივ და ზემოთ) ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი რაღაც ვიზუალურ შინაარსს იხსენებს. ცდილობს ვიზუალურად აღადგინოს და გაიხსენოს ადრე ნანახი სიტუაცია, მოვლენა, ადამიანი და ა.შ. ასეთ დროს აღწერილი ვითარება სინამდვილეს შეესაბამაბა - ადამიანი მართალს ამბობს.
 
მართალს ამბობს 
 
თუ ადამიანი საუბრისას იყურება მარჯვნივ და ზემოთ (ჩვენგან მარცხნივ და ზემოთ) ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი რაღაცას იხსენებს. ცდილობს ვიზუალურად კონსტრუირება გაუკეთოს, ააგოს სასურველი სიტუაცია ან მოვლენა, და ა.შ. ასეთ დროს აღწერილი ვითარება სინამდვილეს არ შეესაბამაბა და ადამიანი იტყუება.
 
 იტყუება
 
თუ ადამიანი საუბრისას იყურება მარცხნივ და ჰორიზონტალურად (ჩვენგან მარჯვნივ და ჰორიზონტალურად) ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ცდილობს გაიხსენოს ადრე მოსმენილი ხმა მაგ.: ადამიანის, ქარის, წვიმის, ზღვის ტალღების ხმა ან გაიხსენოს მელოდია. ასეთ დროს მისი მონათხრობი სინამდვილეს შეეფერება. მაგ.: ადამიანი დაკითხვისას იხსენებს რა მელოდია ისმოდა დანაშაულის ადგილას მყოფი მანქანიდან - ეს იმ კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის სიმართლეს ამბობს.
 
სიმართლეს ამბობს
 
თუ ადამიანი საუბრისას იყურება მარჯვნივ და ჰორიზონტალურად (ჩვენგან მარცხნივ და ჰორიზონტალურად) ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ცდილობს ხმის კონსტრუირება მაგ.: ადამიანის, ქარის, წვიმის, ზღვის ტალღების ხმას ან რაიმე მელოდიას. ასეთ დროს მისი მონათხრობი სინამდვილეს არ შეეფერება. მაგ.: ადამიანი დაკითხვისას თხზავზს როგორი ხმები იყო დანაშაულის ადგილას - ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ტყუის.
 
იტყუება
 
 როდესაც ადამიანი სუბრისას მარცხნივ და ქვემოთ იყურება ის იხსენებს რაიმე სუნს ან შეხებას.
 იხსენებს სუნს ან შეხებას

როდესაც საუბრისას ადამიანი მარჯვნივ და ქვემოთ იყურება ამ დროს მას შინაგანი დიალოგი აქვს საკუთარ თავთან, საკუთარ თავს ელაპარაკებიან საუბრის დროს იმავდროულად რაღაცაზე ფიქრობს.
ესაუბრება თავის თავს
 
როდესაც ადამიანი გიყურებთ სათვალის ზემოდან ან ცხვირს ზემოთ ისე, რომ ჩანს თითქოს თქვენ „თეთრი თვალები“ გიყურებთ - ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ადამიანს თქვენს მიმართ აგრესია აქვს.
 გამოხატავენ აგრესიას
 
არსებობს ე.წ. თვალებით მისალმება ე.წ. „ფლეში“ - როდესაც ხალხმრავალ ადგილას თქვენ ვერ მიდიხარ ნაცნობთან მისასალმებლად შესაძლოა გააკეთოთ ე.წ. „ფლეში“ თითქოს თვალებით მიანათოთ თქვენს ნაცნობს, რაც იმას ნიშნავს - რომ თქვენ ის დაინახეთ და ესალმებით მას.
 

რიჩარდ ნიქსონის ცნობილი ფლეში 


თვალები სულის სარკეა

ადამიანის თვალების საშუალებით შგვიძლია გავიგოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს თანამოსაუბრეს ჩვენს მიმართ. ამისათვის საკმარისია დავაკვირდეთ თვალის გუგებს: თუ ადამიანი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია და მას ჩვენ მოვწონვართ თვალის გუგა ფართოვდება, ისე როგორც ფართოვდებიან თვალის გუგები სიბნელეში.

          როდესაც ადამიანს ნეგატიური დამოკისებულება აქვს და ჩვენს მიმართ აგრესიულია მისი თვალის გუგები ვიწროვდებიან ისე - როგორც ეს კაშკაშა სინათლი დროს ხდება.

 
          სწორედ ამ თავისებურებას უკავშირდება ნახევრად ჩაბნელებული სიტუაცია კაფე-ბარებში - რაც ერთგვარ ინტიმურ გარემოს ქმნის. დაბალი სინათლის გამო ერთმანეთის წინ მჯდომ წყვილებს სინათლის ზეგავლენით თვალის გუგები უფართოვდებათ, რაც წმინდა ფიზიკურ კანონზომიერებას ექვემდებარება, არაცნობიერად კი ორივე მათგანი აღიქვამს რომ მის წინ მჯდომს ის მოსწონს.

როდესაც თქვენი თანამოსაუბრის მზერა თქვენს თვალებსა და პირს შორის მოძრაობს ასეთ მზერას საქმიანი (სოციალური) ეწოდება.
  
 
როდესაც თქვენი თანამოსაუბრის მზერა თქვენს თვალებსა და მკერდს შორის მოძრაობს ასეთ მზერას ინტიმური ეწოდება. 

 
როდესაც თქვენი თანამოსაუბრის მზერა თქვენს თვალებსა და შუბლს შორის მოძრაობს (გიყურებენ ე.წ. მესამე თვალის ადგილას) ასეთ მზერას ძალაუფლების ეწოდება (ასე უყურებენ ხელმძღვანელი პირები დაქვემდებარებულებს). ასეთი მზერა განსაკუთრებით წამგებიანია პოლიტიკოსებისათვის, რადგან ამგვარი მზერა არაცნობიერად ზემოდან ყურებად და ზედმეტად ქედმაღლურად აღიქმება.
 
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий