ჟესტების კლასიფიკაცია

ჟესტი ადაპტორები

ადაპტორები განეკუთვნება ჟესტების კლასს, რომელის საშუალებითაც ხდება სტრესის ან სტრესული სიტუაციის მიმართ ადაპტირება. ამგვარი ჟესტები ძირითადად თვითდამშვიდებას ემსახურება და როგორც წესი არაცნობიერ დონეზე ხორციელდება. ამგვარ ჟესტებს ხშირად აუტოკონტაქტურ ქცევასაც უწოდებენ.
ადაპტორები არსებობს ორი ტიპის:
) თვითადაპტორები - ეს არის ჟესტები, რომლებიც საკუთარი სხეულის შეხებას უკავშირდება.
) მანიპულატორები - რომლებიც სტრესულ სიტუაციებში ტანსაცმლის გასწორებას  ან საგნებით მანიპულირებას  (გამოყენებას) უკავშირდება;
 
პრინცი ჩარლზის საფირმო ჟესტი მანიპულატორი, როდესაც ის სტრესის, მორიდების ან ნერვიულობისას როგორც წესი იწყებს მანჟეტების გასწორებას და უარყოფით ემოცია გადააქვს პერანგის ან ქურთუკის სახელოზე. 


გორდონ ბრაუნის ჟესტი მანიპულატორები, რომლის საშუალებითაც ის ნერვიულობის, სტრესის ტრანსფერს (გადატანას) ახდენს ფურცლებზე (კლასიკური ვარიანტი).

გ) თვითადაპტორები:
ზოგადად ადაპტორების, კონკრეტულად კი ჟესტი-თვითადაპტორების სათავეს ადრეული ბავშობა წარმოადგენს. ყველა ჩვენთაგანს ბავშვობაში მშობლები და ახლობლები გვეფერებოდნენ.
ბავშვებს  თავზე ხელს უსვამენ ან გულში იკრავენ, როდესაც მას რაღაცის ეშინია ან რაღაც იტკინა, ეფერებიან ძილის წინ და .. მოფერების საშუალებით მშობლები (ახლობლები) აწყნარებენ, ამშვიდებენ პატარებს, რომლებსაც ამ დროს დაცულობის განცდა უჩნდებათ და ნეგატიური ემოცია პოზიტიურით იცვლება.
მას შემდეგ, რაც ბავშვობა დასრულდა და სტრესულ სიტუაციაში და საყვარელი მშობლების ხელები ზრდასრულ ადამიანს როგორც წესი აღარ ეფერებიან  და ვეღარ ეხმარებიან მას სტრესის მოხსნაში ხდება მშობლების ხელების საკუთარი ხელებით ჩანაცვლება. სტრესის ან უარყოფითი ემოციის დასაძლევად უფროსები იწყებენ თვითდამშვიდებას, რასაც  სხეულზე საკუთარი ხელების შეხებით აღწევენ. აქედან გამომდინარე ადაპტორები ძირითად ადამიანისთვის სულიერი სიმშვიდის დაბრუნებას, ემოციური დისკონფორტის მოხსნას და სტრესის დაძლევას ემსახურებიან.
ჩვენ სტრესულ სიტუაციებში ადაპტორების საშუალებით არაცნობიერად ვიწყებთ საკუთარი თავის დამშვიდებას. ამგვარად აღმოცენდებიან ჟესტი ადაპტორები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ბავშვობის გამოცდილების ფსიქიკურ ექვივალენტს წარმოადგენენ

გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების დებატებში ნერვიულობის (სტრესის) დაფარვას ცდილობს ჟესტი თვითადაპტორების საშუალებით. სტრესი გადააქვს ხელებზე (კლასიკური ვარიანტი). 

ჟესტი ემბლემები

მეტყველებისგან დამოუკიდებელ ჟესტებს ემბლები ეწოდებათ. ისინი დამოუკიდებელი ავტონომიური ჟესტები არიან. ეს ჟესტები არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს არამედ მთლიან ფრაზებსაც კი ცვლიან - ამიტომ მათ ხშირად ჟესტ-შემცვლელებსაც ეძახიან. ისინი არ არიან იმასთან კავშირში, რასაც ადამიანები ამბობენ და საკუთარი ლინგვისტური მნიშვნელობა აქვთ. ხშირად ამ ტიპის ჟესტებს ემოციურ გაჟონვებს ან იმ შემთხვევაში, როდესაც ჟესტი არასრულად არის წარმოდგენილი - ემბლემატორულ წაცდენებს უწოდებენ. ასეთ წაცდენებს ადგილი აქვს ტყუილის თქმის დროს. აგრეთვე მაშინ, როდესაც ადამიანი ძალიან ნერვიულობს და ცდილობს ეს უკანასკნელი დამალოს.
ემბლემები სოციო-კულტურულ გარემოში ყალიბდებიან და ეთნოკულტურულ ელფერს
ატარებენ: ერთი ემბლემას ერთ კულტურაში შეიძლება პოზიტიური ტრანსკრიფცია ჰქონდეს - სხვა ქვეყანაში ან კულტურაში კი ნეგატიური.


ობამა - კასტროს შეხვედრისას საინტერესო არავერბალური დუელი გაიმართა: პირველი, პრესკონფერენციის დამთავრებისას ხელის ჩამორთმევისას მოხდა. ობამამ ხელის ჩამორთმევისას სცადა თავისი მარცხენა ხელი (ობამა ცაციაა) კასტროს იდაყვის ზემოთ, მხარზე წამოერტყა, რასაც ობამა სისტემატურად აკეთებს საკუთარი დომინანტობის წარმოსაჩენად - თუმცა კასტომ ამის საშუალება არ მისცა, თავად სწვდა ხელში ობამას და ზემოთ ასწია. კასტრო შეეცადა ე.წ. ჟესტი ემბლემა გაეკეთებინა, რომლის ვერბალური თარგმანი იქნებოდა : "ყველაფერი კარგადაა - ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ". ობამამ კასტროს მიერ აწეული ხელის მტევანი ქვემოთ ჩამოაგდო და მტევნით "ლიფტი" გააკეთა, რითაც ერთსულოვნების და მეგობრობის ტრადიციული ჟესტი ემბლემა გააფუჭა და აჩვენა, რომ კუბასა და აშშ-ს შორის მიუხედავად ურთიერთუბის დათბობისა ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად არ არის;

დუელის მეორე რაუნდი დარბაზიდან გასვლისას გაიმართა: ობამამ გასასვლელშიც სცადა ხელი მოეკიდა კასტროსთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში კასტრომ უხეშად მოუქნია ხელი და ობამა არ მიიკარა (მონტაჟი ეკა მენაღარიშვილისა).

Комментариев нет:

Отправить комментарий