ემოციები და მათი ამოცნობა (განრისხება)

განრისხება

ჩვეულებრივ განრისხება წარმოადგენს გაღიზიანების, წყენის, გაბრაზების უარყოფით განცდას. განრისხება ერთ-ერთი ყველაზე საშიში ემოციაა იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ალბათობით ის შესაძლებელია აგრესიულ ქცევაში გადაიზარდოს.

პოლ ეკმანის მიხედვით, განრისხება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აღმოცენდეს:
  1. ფრუსტრაციით, რაც გამოწვეულია მრავლობითი წინააღმდეგობებით და დაბრკოლებებით, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანს თავის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციაში (ბარიერს წარმოადგენენ ამა თუ იმ მოტივის დაკმაყოფილებისათვის);
  2. ფიზიკური საფრთხით. ასეთ დროს აღმოცენებულ განრისხებას თქვენ აუცილებლად მოწინააღმდეგისკენ მიმართავთ.  ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი გაფრთხილება, მუქარა, შეშინება, თავდასხმა. გარკვეულ შემთხვევაში, თუ თქვენ შეგეშინდათ და გაიქეცით, განრისხების განცდა არ გაქრება (შენარჩუნდება);
  3. როდესაც თქვენ გაყენებენ არა ფიზიკურ, არამედ მორალურ ზიანს. ეს შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, თქვენი გრძნობების მიმართ უპატივცემულობის დემონსტრაციული გამოხატვა.
  4. როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი აკეთებს ისეთ რამეს, რაც კარდინალურად განსხვავდება თქვენი ნორმებისა და ღირებულებითი ორიენტაციებისაგან (მორალური პრინციპებისგან);
  5. როდესაც ადამიანი არ ამართლებს თქვენს იმედებს. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებმნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ის უშუალო ზიანს თქვენ არ გაყენებთ;
  6. სხვა ადამიანის განრისხებისას თქვენს მიმართ. ზოგ ადამიანს ახასიათებს გაბრაზებაზე გაბრაზებითვე პასუხი. ასეთი განრისხება ყველაზე ხშირად ვლინდება მაშინ, როცა არ არსებობს თქვენზე გაბრაზების აშკარა მიზეზები. ან თქვენ ვერ ხედავთ ასეთ მიზეზს.
განრისხებას, ისევე როგორც ყველა ემოციას ახასიათებს  ინტენსიობის დონე: დაწყებული მცირე გაღიზიანებით (განაწყენებით) და დამთავრებული გამძვინვარებით (გაშმაგებით).


როგორ გამოიყურება განრისხება

ზოგადი დახასიათება

განრისხების დროს მატულობს არტერიული წნევა. სახე ხშირად წამოწითლებულია. თავი იწყებს ნერვიულ ტოკვას. ვენები საფერთქლების მიდამოში მკვეთრად არის გამოხატული. გამოხედვა დაბღვერილი. კისრის ვენები „დაბერილია“. სუნთქვა გახშირებულია. კუნთები იძაბება. სხეული სწორდება და იხრება წინ „დამნაშავისკენ“. ხმის ტონი მყვირალაა, ზოგჯერ  ღრენასაც შეიძლება წააგავდეს.




  
წარბები, თვალები და ქუთუთოები

     შეჭმუხნული, ქვემოთ დაშვებული. ორივე წარბი ერთმანეთისკენ "მიისწრაფის" (უახლოვდება ერთმანეთს). ზოგჯერ წარბების რკალზე ჩნდება ტეხილი, კუთხით ზევით.  
      განრისხების დროს წარბებს შორის  აუცილებლად უნდა ჩანდეს ვერტიკალური ნაოჭები, რომლებიც ხანდახან იმდენად "მასიურია", რომ შეიძლება ცხვირის ზემოთ შუბლამდეც აღწევდეს.
      შუბლზე ჰორიზონტალური ნაოჭები არ ჩნდება. თუ შუბლზე განრისხების დროს რაიმე ამგვარი ნაოჭები ჩანს,ისინი აუცილებლად მუდმივ ნაოჭებს წარმოადგენს.
     ქუთუთოები დაძაბულია. ზედა ქუთუთოები უფრო ხშირად ქვემოთ ეშვება იმის გამო, რომ წარბები ქვემოთაა დაშვებული.
        მზერა დაჟინებული, თვალები გაშტერებული. თვალები თითქოს ბუდეებიდან არის ოდნავ გამოსული (თითქოს უნდა ამოვარდნენ).


პირი


        განრისხების დროს ერთ ვარიანტში პირი შესაძლებელია მჭიდროდ მოკუმული (დამუწული) იყოს, ხოლო მეორე შემთხვევაში გაღებული.
    პირი ტუჩებთან ერთად მოკუმულია მაშინ, როდესაც ადამიანი ფიზიკურ ძალადობას მიმართავს და უტევს განრისხების სუბიექტს. ან როდესაც ადამიანი ცდილობს გააკონტროლოს განრისხების ვერბალური (ხმოვანი) გამოვლინება და თავი შეიკავოს ყვირილისაგან ან შეურაცმყოფელი სიტყვებისაგან.
       განრისხების დროს პირი ღიაა მაშინ, როდესაც ადამიანი ცდილობს გამოხატოს ემოცია ვერბალურად (სიტყვებით) ან ყვირილით.          

ყბები

          განრისხების დროს ყბები იძაბება და კბენის პოზას ღებულობს. ხშირად ქვედა ყბა წინ არის წამოწეული (შესაძლებელია კბილებიც ჩანდეს).
 
      ამ შემთხვევაში განრისხებითან ერთად გამოსახულია ზიზღის ემოციაც.

ხელები

ხშირად ხელები თეძოებზე შემოიწყოს ან თავს უკან (კეფისკენ) წაიღოს - ორივე ეს პოზა ადამიანს თითქოს ზომაში ზრდი. ასე იქცევა ცხოველების უმეტესობა, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში ემუქრება მოწინააღმდეგეს და აჩვენებს, რომ თავდასხმისათვის ემზადება.


მტევნები მუშტად იკვრება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მაგიდასთან (ან მსგავს საგანთან) იმყოფება, შესაძლებელია მან მასზე მუშტები (ან  ხელები მტევნებით ქვემოთ) დაარტყას.




 

 

 

 

 

 

 

 

 




ანატომია






             ვიდეო

               კონგრესმენი ენტონი ვინერი


         რესპუბლიკელი კონგრესმენის ენტონი ვინერის (Anthony Weiner) გამოსვლა წარმომადგენლობით პალატაში. გამძვინვარებული კონგრესმენის რისხვა მიმართულია  საკუთარი თანაპარტიელების მიმართ.
რესპუბლიკელები ჩაგდებას უპირებდნენ (საბოლოოდ ჩააგდეს კიდეც) კანონპროექტს, როლიც მათთვის, ვინც  9/11-ის ეპიცენტრში ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად დაზარალდა, უფასო სამედიცინო დაკვირვებას და მკურნალობას ითვალისწინებდა.
კონგრესმენის სხეულის ენის ყველა კლასტერი, მიმიკა, ჟესტი, ილუსტრატორი იმდენად თვალსაჩინოდ გამოხატავს მის ემოციას (განრისხებას), რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს.


რონალდ რეიგანი ბერკლის უნივერსიტეტში (1969 წელი)



              ზემოთ მოყვანილ ვიდეოში, დეტალურადაა აღწერილი, როგორ გამოხატავს რეიგანის სხეულის ენა მის განრისხებას.  
ეს არის რონალდ რეიგანის ბერკლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ისტორიული შეხვედრის ფრაგმენტი. შეხვედრა ბერკლიში გაიმართა მას შემდეგ, რაც რეიგანმა სტუდენტების მიერ გამართული საპროტესტო აქციების დასაშოშმინებლად საუნივერსიტეტო ქალაქში ჯერ პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები, შემდგომ კი ეროვნული გვარდია გააგზავნა
2006 წელს საქრთველოს ისტორიაში მანამდე არნახული რამ  მოხდა: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიცია შეიჭრა. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, საპროტესტო აქციები იყო. ამ მოვლენამ საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მხარდამჭერ საზოგადო მოღვაწეებსა და ექსპერტებს ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილების გასამართლებლად ბერკლის მაგალითი მოჰყავდათ და ანალოგს ავლებდნენ ამ ორ მოვლენას შორისმათი პათოსი დაახლოებით ასეთი იყო: რა მოხდა თუ პოლიცია თსუ-ში შევიდა?! რეიგანმა, როცა საჭირო იყო,  გვარდია შეიყვანა ბერკლის უნივერსიტეტშიმაშინ არავის არ უხსენებია თუ რა მოხდა  ბერკლიში, რადგან საუბარი იმის შესახებ,  რაც რეიგანმა შორეულ 1969 წელს ბერკლის კამპუსში მოიმოქმედა, აღარ გამოდგებოდა თსუ-ში შესვლის გასამართლებლად.

და მაინც, რა მოხდა ბერკლიში?
ეს ისტორია 1967 წლიდან იღებს სათავეს. იმ წელს კალიფორნიის უნივერსიტეტმა, 10 წლის წინ მიღებული გრანტის თანხიდან, 1300000 დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნაკვეთზე საუნივერსიტეტო ნაგებობები და სპორტული მოედნები უნდა აშენებულიყო.
ნაკვეთის შეძენისას იქ განთავსებული იყო ბარაკის ტიპის (თხელი ფიცრებით გადახურული გაულესავი) სახლები, რომლებშიც 100-ზე მეტი სტუდენტი და ჰიპი ცხოვრობდა. თავდაპირველად იქ მცხოვრებ სტუდენტებს უთხრეს, რომ შეეძლოთ დარჩენილიყვნენ 1968-ის ივნისამდე, სასწავლო წლის დასრულებამდე. იმავე წლის მარტში უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები გამოასახლა, შენობები კი დაანგრია.
არასასურველი შენობებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, უნივერსიტეტმა მშენებლობები აღარ გააგრძელა. მიტოვებული ტერიტორია ნაგავსყრელად, მაწანწალა ცხოველების თავშესაფრად და ანტისანიტარიის კერად გადაიქცა.
ერთი წლის თავზე ანტისანიტარიისაგან შეწუხებულმა მოსახლეობამ და სტუდენტებმა ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს (everything2 - People's Park, Berkeley, California, September 17, 2000).
ტერიტორია, რომელზეც პარკის 
 აშენება გადაწყდა
13 აპრილს ბერკლის ცეტრში მდებარე სკვერში, რომელსაც იმ დროს „წითელ სკვერს“ ეძახდნენ, შეიკრიბნენ ბერკლის თემის წევრები, აზრის ლიდერები, სტუდენტები, ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები, რომლებმაც კოლექტიურად განიხილეს მიტოვებული ადგილის გამოყენების შესაძლო ვარიანტები.
ბერკლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მაიკლ დელაკურმა (Michael Delacour) წამოაყენა იდეა მიტოვებულ მიწაზე სახალხო (საზოგადოებრივი)  პარკის გაშენების შესახებ. იდეამ  ყველა მონაწილე მხარის მოწონება დაიმსახურა. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
„Berkeley Barb“ 
შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ პარკის მშენებლობისთვის საჭირო ფონდების მოძიების, საზოგადოების ინფორმირებისა და საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით   ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთისათვის „Berkeley Barb“ (კონტრკულტურული მიმართულების გაზეთი) მიემართათ.
გაზეთის კორსპონდენტი, ანტი-ვიეტნამის ომის კომიტეტის (Vietnam Day Committee) ვეტერანი და „ახალგაზრდობის საერთაშორისო პარტიის“ (Yippies - Youth International Party) თანადამფუძნებელი სტიუ ალბერტი (Stewart Edward "Stew" Albert) დათანხმდა დაეწერა სტატია სახალხო პარკის მშენებლობის შესახებ და თანამოქალაქეებისათვის ამ პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის მოეწოდებინა.
1969 წლის 18 აპრილს სტიუ ალბერტის სტატია „Berkeley Barb“-ში დაიბეჭდა.  ორი დღის შემდეგ კი, კვირას,  20 აპრილს  200-ზე მეტი მოხალისე გამოვიდა სახალხო პარკის მშენებლობის დასაწყებად. მათ შორის იყვნენ: სტუდენტები, უნივერსიტეტის პედაგოგები და კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თემის წევრები ოჯახებთან ერთად.  მოხალისეები მოდიოდნენ საკუთარი ინსტრუმენტებით, საკვებითა და სასმელით.
პარკის მშენებლობა
1000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, მუშაობდა პარკის მოწყობაზე. გაკეთდა შეწირულობები, დაიგო გაზონი, დაირგო ხეები და ყვავილები, გაკეთდა ლაგუნა, მოეწყო სცენა... (World History Project - Ronald Reagan Cracks Down on People's Park Protests at UC Berkeley; http://worldhistoryproject.org). 
მაშინ როცა სახალხო პარკის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა, მოვლენებმა მოულოდნელი ხასიათი მიიღეს. ბერკლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა, გამოაცხადა, რომ პარკის მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, რადგან მიწა, რომელზეც პარკი კეთდებოდა უნივერსიტეტის საკუთრებას წარმოადგენდა.
Earl F.Cheit
28 აპრილს უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე-კანცლერმა ერლ ჩეიტმა (Earl F.Cheit) უნივერსიტეტის გეგმა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც სახალხო პარკის ადგილას სპორტული კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ჩეიტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი გეგმა კონფლიქტში მოდის სახალხო პარკის აქტივისტების გეგმებთან, ის პარკის მშენებლების გაფრთხილების გარეშე, არ დაიწყებს არავითარ მოქმედებებს.
Roger W. Heyns
6 მაისს უნივერსიტეტის კანცლერი როჯერ ჰეინსი (Roger W. Heyns) შეხვდა სტუდენტებს, სახალხო პარკის კომიტეტის წევრებს და ეკოლოგიური დიზაინის კოლეჯის პედაგოგებს. კანცლერმა მათ სამ კვირიანი ვადა მისცა, პარკის ახალი გეგმის მოსაფიქრებლად, რომელსაც რეგენტთა საბჭო განიხილავდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტი წინასწარი გაფრთხილების გარეშე  არანაირ მშენებლობას არ დაიწყებდა.
შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე, 13 მაისს კანცლერმა პრეს-რელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტი იწყებდა პარკის შემოღობვას, რათა ყველასთვის შეეხსენებინა, რომ ეს ადგილი უნივერსიტეტის საკუთრებაა. პრეს-რელიზში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ ამჯერად უნივერსიტეტი მზად არის ნაკვეთის ასათვისებლად. უძრავი ქონება, რომელზეც სახალხო პარკი კეთდება, კალიფორნიის უნივერსიტეტის რეგენტთა საკუთრებაა და ვერ იქნება ხელმისაწვდომი არაუფლებამოსილი პირებისათვის.
15 მაისის გამთენიისას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  განკარგულებით და პოლიციის მხარდაჭერით დაიწყო სახალხო პარკის ბულდოზერებით გადათხრა  და მისი შემოღობვა.
სტუდენტებმა Sproul Plaza-ზე საპროტესტო აქცია გამართეს, საიდანაც შეძახილებით: "ჩვენ გვინდა პარკი" ინციდენტის ადგილსაკენ გაემართნენ. პარკისკენმიმავალ გზაზე სტუდენტებს ბერკლის მოსახლეობაც შეუერთდა.



პოლიცია შეეცადა დემონსტრანტებისთვის გზა გადაეკეტა. სტუდენტებსა და პოლიციელებს შორის  შეტაკებები დაიწყო. დემონსტრაცია თანდათან სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ბუნტში გადაიზარდა. პოლიციელებმა სტუდენტებს თოფებების სროლა დაუწყეს. თავიდან საფანტს ესროდნენ, მოგვიანებით კი როცა საფანტი გაუთავდათ „კარტეჩის“ სროლა დაიწყეს.

       
ერთ-ერთმა პოლიციელმა, ჯეიმს რექტორს, რომელიც შენობის  სახურავიდან ადევნებდა თვალს მოვლენებს,  "კარტეჩი" ესროლა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ჰოსპიტალში მოათავსეს.
საღამოს რონალდ რეიგანის ბრძანებით ქალაქში ეროვნული გვარდიის 49-ე ბრიგადის სამი ბატალიონი შევიდა.  აიკრძალა შეკრებები, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი. ბერკლი ფაქტობრივად სამხედროების ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
19 მაისს ბერკლის ჰოსპიტალში „სისხლიან ხუთშაბათს“  მიღებული ჭრილობებისგან ჯეიმს რექტორი გარდაცვლა.   
21 მაისს  მისი ხსოვნის პატივსაცემად  ბერკლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ და იქვე მდებრე Sproul Plaza-ზე ათასობით სტუდენტი  შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. გვარდიამ პროტესტანტებს ალყა შემოარტყა და უმოწყალოდ დაარბია. გამოიყენეს მომწავლელი გაზი სი-ესი, რომელიც ბერკლის თავზე ვერთმფრენით მოაფრქვიეს (ეს ის ნივთიერებაა, რომელიც საბჭოთა არმიამ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენა).




მომდევნო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებდა საგანგებო წესები და ადგილი ჰქონდა მასობრივ დაპატიმრებებს, საპროტესტო აქციები არ შენელებულა.
ბერკლი იმპროვიზირებული ბრძოლის არენად გადაიქცა: სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოება - გვარდიისა და პოლიციის წინააღმდეგ. სტუდენტები დ მათი მხარდამჭერები ქალაქის სხვადასხვა კუთხეებში რგავდნენ ხეებს და ყვავილებს, გვარდია და პოლიცია კი ამ ნარგავებს ბულდოზერებით ანადგურებდა.
28 მაისს სან-ფრანცისკოში Winterland Arena-ზე  გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, სახალხო პარკის მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობდნენ:  Jefferson Airplane, Grateful Dead, Creedence Clearwater Revival, Santana და სხვა როკ მუსიკოსები. კონცერტიდან შემოსული თანხა People's Park Bail Fund-ში ჩაირიცხა.
ორი დღის შემდეგ კი 30 მაისს, 30 000 კაცი საპროტესტო მარშით დაიძრა სახალხო პარკისკენ. ზოგი ფეხით, ზოგიც ველოსიპედით, მოპედით, მოტოციკლეტით. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ქალაქის გვარდიის მიერ ოკუპაციას და პარკის წართმევას. პროტესტანტებმა საბოლოო ჯამში სახალხო პარკთან მოიყარეს თავი. აქცია მშვიდობიანი იყო - გოგოები ეკლიან მავთულხლართებს ყვავილებს  უკეთებდნენ, გვარდიელებს კი ირაღის ლულებში უდებდნენ. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს თავშეყრა იკრძალებოდა, სამხედროებმა და პოლიციამ დარბევა ვერ გარისკეს (Rob Kirkpatrick  - 1969, The Year Everything Changed. Skyhorse Publishing, 2009).

  

სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ბერკლის მოსახლეობა, ყველა ადგილობრივი თემი, მცირე მოვაჭრეები, რომ აღარაფერი ვთქვათ სტუდენტებზე, პარკის შენარჩუნების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ 6 მაისს უნივერსიტეტში ჩატარებული რეფერენდუმის  მიხედვით სტუდენტების 90% პარკის შენარჩუნების მომხრე იყო, რეგენტთა საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პარკის იდეას.
პარკის მოწინააღმდე იყო კალიფორნიის გუბერნატორიც. რონალდ რეიგანი სახალხო პარკს  მემარცხენეების გამოწვევად აღიქვამდა. უფრო მეტიც, რეიგანი ბერკლის  „კომუნისტების მხარდამჭერთა, მომიტინგეთა და სექსუალურად გარყვნილთა თავშესფარს“ ეძახდა (CJ Becker - The Confessions of a Shade-Tree Mechanic: Berkeley the 60S and 70S, Publisher: iUniverse, 2008 (Page 190)).
ამ უმძიმეს ფონზე რეიგანი ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და პროფესურას შეხვდა. შეხვედრა მძიმე გამოდგა. პედაგოგებმა აშკარად სტუდენტების მხარე დაიკავა. ერთ-ერთ პედაგოგთან მკვახე შელაპარაკებების შემდეგ კი, უკმაყოფილო და განრისხებულმა რეიგანმა შეხვედრა დატოვა.

განრისხეუბლი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები



Комментариев нет:

Отправить комментарий