III. PR-ის ისტორიული წანამძღვრები


PR-ის ისტორიული წანამძღვრები


           PR-ი, როგორც საზოგადოების განვითარების ბუნებრივი ელემენტი, თან გასდევს კაცობროიობის მთელ ისტორიას. პრიმიტიულ საზოგადოებაშიც კი, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში გარკვეული დონის თანხმობისთვის უნდა მიეღწიათაქედან გამომდინარე, მათ, თუნდაც ჩანასახოვანი ფორმით, უნდა ჰქონოდათ ურთიერთდარწმუნების გარკვეული უნარ-ჩვევები. 
            აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობები, მიუხედავად იმისა რომელ ფორმაციასთან გვაქვს საქმე, იერარქიულობით ხასიათდება. ყველა ეპოქაში, საზოგადოების დომინირებული ფენებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას, ამ იერარქიულობის შენარჩუნება და განმტკიცება წარმოადგენდა. პრიმიტიული საზოგადოებების მმართველ კასტებს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, უხდებოდათ მათთვის სასურველი პრინციპების დამკვიდრება და დაცვა. მოგვიანებით, ძალისმიერი მეთოდების პარალელურად, დაიწო უფრო დახვეწილი და ეფექტური ფორმების გამოყენება.
          ადამიანთა ფართო მასების კონტროლისათვის „ელიტებმა“ სულ უფრო და უფრო ხშირად დაიწყეს ზებუნებრივი ძალებისა და მათი ღვთაებრივი ნებით აპელირება. დაიწყო ლეგენდებისა და ისტორიების შექმნა, რომლებიც მმართველი კასტების ღვთაებრივ წარმოშობასა და მათ მიმართ მორჩილებას ქადაგებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამგვარად, კაცობრიობის გარიჟრაზე საფუძველი ჩაეყარა  ადამიანებზე  ზემოქმედების ინფორმაციულ მეთოდებს.
            უძველესი კედლის ნახატები, შამანის რიტუალური როკვა, სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, ბელადის მიერ წარმოთქმული სიტყვა ტომის წინაშე, აკლდამები, პირამიდები და ა.შ. სოციალური კომუნიკაციის გარკვეულ ფორმებს წარმოადგენენ. ისინი თანამედროვე PR-ის შორეულ ნაირსახეობას წარმოადგენენ.
მიქერინის, ხეფრენისა და ხეოფსის
პირამიდები გიზაში
ტეოტიუკანის მზის პირანიდა 
მექსიკაში
აფრიკელი შამანები

               
                  აბუ სიმბალის ტაძარი

 
სპარსთა მეფის დარიოს I-ის აკლდამა
           იგივე შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ძირითადი რელიგიური მიმართულებების, წმინდა წიგნებზეც. „...წმინდა წიგნები ამა თუ იმ ფორმით შეიცავენ საზოგადოებსთან ურთიერთობის ელემენტებს. სწორედ ამ გზით ახდენდნენ უძველესი გადამწერები რელიგიური შეხედულებების გავრცელებას და ცდილობდნენ ფართო მასებისთვის ხმა მიეწვდინათ საკუთარი რწმენის მისი მნიშვნელობის შესახებ. კომუნიკაციის ეს ტიპი კიდევ უფრო ძველია, ვიდრე პირველი ბერძნული ან რომაული სარეკლამო განცხადებები, რომლებმაც ფრაგმენტულად (ნაწყვეტების სახით) მოაღწიეს  ჩვენამდე, როგორც ცნობებმა მონების გაყიდვის ან კოლიზეუმში გასამართი სანახაობების შესახებ“ (Frank Jefkins - Public Relations FT Prentice Hall Pub., 5 edition, 1998).
            კომუნიკაციის თანამედროვე მეთოდებს საოცარი ისტორიული ანალოგები აქვს. მაგალითისთვის ავიღოთ ბრენდინგი, როგორც კომუნიკაციის ფორმა. ლოგოტიპი, გამოყენებული ფერთა გამა, მათი განლაგება ერთმანეთთან მიმართებაში და ა.შ. გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და კომუნიკაციის პროცესს წარმოადგენს. წარმოუდგენელია ვინმეს სტადიონზე ერთმანეთში აერიოს „რეალის“, „ბარსელონას“ და „ბაიერნის“ გულშემატკივარი. ან აეროპორტში რომელიმე მგზავრს შეეშალოს რომელია Lufthansa-ს, British Airways-ის ან Air France-ის ლაინერი, ბორტგამცილებელი, პილოტი, ავიოკომპანიის მგზავრთა რეგისტრაციის ადგილი და ა.შ. ყველა ავიაკომპანიას მკვეთრად გამოხატული და ადვილად აღქმადი საფირმო სტილი აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი თანამშრომლების ჩაცმულობის,  ატრიბუტიკის, ლოგოტიპისა და ეკიპაჟის წევრების უნიფორმის სახით. 

   სწორედ ასეთი უნდა იყოს კომუნიკაცია, რათა ადვილად აღვიქვათ და სწრაფად მივხვდეთ ვისთან გვაქვს საქმე. კომუნიკაციის ეს ხერხი, რომელიც საფირმო სტილს უკავშირდება სულაც არ არის თანამედროვე იდეა.
ვიკინგების გემი
ფინიკიელთა გემი
       მრავალი საუკუნის წინ, როდესაც ფინიკიელები და ვიკინგები ახალი მიწების აღმოსაჩენად და დასაბყრობად მიემგზავრებოდნენ, ისინი საკუთარი გემების იალქნებს ცხოველების და ფრინველების გამოსახულებებით ამკობდნენ. 
        ან კიდევ, იმ პერიოდში, როდესაც საბრძოლვევლად მიმავალ არმიას ტრადიციულად წინ მეფე მიუძღვოდა მის ფარს ექსკლუზიური, სამეფო ემბლემა ამშვენებდა. ასე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ზოგიერთ ხერხს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ხოლო თავად საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც მოვლენა ისეთივე ძველია, როგორც თვით ცივილიზიცაია.   საზოგადოებასთან  ურთიერთობის  ჩანასახოვან  ფორმებს  ვხვდებით  ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში, შუმერებში, აცტეკებში, მაიას ტომებში და ა.შ.                                              

ანრი II დე ვალუას ფარი
მეფე ართურის ფარი
კარლ V ჰაბსბურგის ფარი



ძალაუფლებისადმი საჯაროობის მინიჭება და ქარიზმატულო მე-20 
საუკუნის გარნიზონულ სახელმწიფოებში


(მონუმენტალიზმი  და პროპაგანდა)


         თუ  ძველ  სამყაროში  გრანდიოზული  ნაგეგებობების, როგორც სოციალური კომუნიკაციის ფორმის  ძირითად  ვექტორს, უმაღლესი ხელისუფალისათვის ღვთაებრივი ძალაუფლების მინიჭება წარმოადგენდა, XX საუკუნეში მან პროპაგანდისტული დატვირთვა მიიღო.
1937 წელს ელიტების შესწავლის პროცესში იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაროლდ დუაიტ ლასუელმა შემოიტანა “გარნიზონის სახელმწიფოს” ცნება (Harold D. Lasswell  - The Garrison State. The American Journal of Sociology, Vol. 46, N 4. Jan. 1941. pp. 455-468).
           ეს ისეთი სახელმწიფო და საზოგადოებაა,  სადაც ყველაზე  გავლენიან,  დომინატ ჯგუფს ძალადობის  განხორციელების სპეციალისტები წარმოადგენენ. ისინი ძალაუფლების განხორციელების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ.  ასეთი  ელიტები,  როგორც  წესი ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს აყალიბებენ, რადგან მართვის ამგვარი ფორმები მაქსიმალურად აკმაყოფილებენ მათ ინტერესებს. 
         ამ  ახლი ტიპის პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის, ისევე როგორც ძველი სამყაროს "ელიტებისათვის",  პრინციპულ საკითხს წარმოადგენდა მათ მიმართ მოსახლეობის ავტორიტარულ-კონფორმისტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად კი ყველაზე ხშირად აპელირება ხელისუფლების ქარიზმატულობასა და მისი მნიშვნელობის ჰიპერტროფირებულ წარმოჩენაზე კეთდებოდა. მოსახლეობის ფართო მასები დარწმუნებული უნდა ყოფილიყო იმაში, რომ მათი ლიდერები იმდენად ბუმბერაზი პიროვნებები არიან, რომ მათ, როგორც წინამძროლებს და იმ ბედნიერი მომავლის შენების დოქტრინებს, რომლებზეც ისინი ქადაგებენ ბრმად შეიძლება გაჰყვეს საზოგადოება.
    პოლიტიკური ლიდერების და მათი იდეების განსადიდებლად მე-20 სუკუნის დასაწყისიდან სათავეს იღებს ე.წ. მონუმენტალისტური პროპაგანდა, რომელსაც განსაკუთრებული აქცენტი გადააქვს ზემოქმედების ვიზუალურ ასპექტებზე.   
      1918 წლის  18  აპრილს რუსეთის (რსფსრ) სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტით დაიწო ლენინის მიერ ინიცირებული მონუმენტალური პროპაგანდის იდეის რეალიზაცია. გეგმა მიზნად ისახავდა მეფის რუსეთისა  და რუსეთის იმპერიის დროს დადგმული ძეგლებისა და მონუმენტების დემონტაჟს  და მათ ნაცვლად სოციალისტური რევოლუციის პროპაგანდისთვის საჭირო არქიტექტურული პროექტების დამუშავებასა და ინსტალაციას. დეკრეტის მიღებისთანავე ბოლშევიკებმა მყისიერად დაიწყეს ძველი არქიტექტურული ძეგლების დემონტაჟი და მათი ახალი, მონუმენტალური პროპაგანდის ნიმუშებით ჩანაცვლება. 
     1918 წლის მაისში ფრანგი მეწარმის ჟიულ გუჟონის მოსკოვის მეტალურგიული ქარხნის (მოგვიანებით, ექსპროპრიაციის შემდგომ ქარხანას "ნამგალი და ურო" ეწოდა) მუშებმა მოსკოვის ტვერის მოედანზე თვითნებურად დაშალეს 1912 წელს გენერალ-ადიუტანტის სკობელევის მონუმენტი, რომლის ადგილას ხუთ თვეში აღიმართა საბჭოთა კონსტიტუციისადმი მიძღვნილი 25 მეტრიანი ობელისკი.





გენერალ-ადიუტანტის სკობელევის მონუმენტი
(მოსკოვი, ტვერის მოედანი)



საბჭოთა კონსტიტუციის ობელისკი
(მოსკოვი, ტვერის მოედანი)


         მონუმენტალისტური პროპაგანდის  კიდევ ერთი  ნიმუში 1918 წლის 7 ნოემბერს მოსკოვში, რევოლუციის მოედანზე, გაიხსნა. კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის მონუმენტი თავად ბოლშევილების ბელადმა ვლადიმერ ლენინმა გახსნა.
  
ვლადიმერ ლენინი მონუმენტის  გახსნაზე

     მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან გარნიზონის ტიპის დიქტატურულმა სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით ფაშისტურმა გერმანიამ და იტალიამ, წარმატებით აითვისეს ლენინის მონუმენტალური პროპაგანდის მეთოდები და დაიწყეს მათი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება. 




მესამე რაიხი

ადოლფ ჰიტლერი და
ალბერტ შპეერი
      მესამე რაიხის მონუმენტალური პროპაგანდის სულის ჩამდგმელი, შარლოტენბურგის (ბერლინი) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის კურსდამთავრებული, არქიტექტორი ალბერტ შპეერი იყო.  1933 წელს შპეერმა, იოზეფ გებელსის დავალებით, განახორციელა პროპაგანდის სამინისტროს რეკონსტრუქცია. იმავე წელს მას დაევალა მიუნჰენში ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინის რეკონსტრუქცია.
28 წლის, ახალგაზრდა, ენერგიული არქიტექტორის ორგანიზაციულმა ნიჭმა რაიხსკანცლერის ყურადღება მიიქცია.  
1934 წელს, პაულ ლუდვიგ ტროოსტის გარდაცვალების შემდეგ,  გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის (NSDAP) მთავარი არქიტექტორის პოსტი ალბერტ შპეერმა ჩაიბარა.  ძალიან ჩქარა შპეერი ადოლფ ჰიტლერის ფავორიტი და მისმი პირადი არქიტექტორი გახდა.
           მთავარი არქიტექტორის რანგში შპეერმა არნახული მასშტაბების მშენებლობები დაიწყო ნიურნბერგში.  1938-1939 წელს მან დაამუშავა ბერლინის  რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა, რომელიც მიხედვითაც ბერლინი უნდა გამხდარიყო ახალი სამყაროს დედაქალაქი მონუმენტალური არქიტექტურის სტილში. 

ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ყრილობათა დარბაზი ნიურნბერგში
ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ყრილობათა დარბაზის მშენებლობის პროცესი (1933-1938)
ჰიტლერი ინსპექტირებას  უკეთებს მშენებლობას




1935-1937  ლებში შპეერის პროექტით და უშუალო ხელმძღვანელობით  ნიურნბერგში აშენდა ცეპელინის მოედანი და ტრიბუნა. ეს იყო 13 ჰექტარზე (დაახლოებით 12 ფეხბურთის მოედანი) ტრიბუნებით გარშემორტყმულია ნაცისტური ღონისძიებების ჩატარების ადგილი. მთავრი ტრიბუნა გაკეთებული იყო ანტიკური საბერძნეთის ქალაქ პერგამონში მდებარე "პერგამონის  საკურთხეველის" მიხედვით. ტრიბუნები 70 000, ხოლო მოედანი  320 000 კაცს იტევდა.

სახელი მოედანს გრაფ  ფერდინად  ფონ  ცეპელინის  საპატივცემულოდ  ეწოდარომელიც 1909  წელს  ამ  მოედანზე  თავისი  დირიჟაბლით  (Zeppelin LZ 6) დაეშვა.   

ცეპელინის მოედანი და ტრიბუნა



პირველი "ლაზერ შოუ" - ცისკენ აღმართული პროჟექტორებით გარშემორტყმული ცეპელინის მოედანი (ალბერტ შპეერის იდეა)







ფაშისტური იტალია







                                                                











                          

                               ძველი ეგვიპტე

         მასებზე ზემოქმედების, ძალაუფლებით მანიპულირების, იმიჯმეიკინგის, ძალაუფლებისათვის  საჯაროობის მინიჭების მეთოდები და სხვა მრავალი ხერხი, რომლებსაც  თანამედროვე PR-ტექნოლოგები  იყენებენ, იცოდნენ ძველ ეგვიპტეშიც. 
        უძველესი ეგვიპტური ტაძრები, აკლდამები, პირამიდები,  სტელები, ქანდაკებები ინფორმაციის მატარებლებს წარმოადგენდნენ. მათი საშუალებით ტრანსლირებული ინფორმაცია კი ეგვიპტის  მოსახლეობისათვის იყო განკუთვნილი. მმართველი კასტა, როგორც წესი, ამ პომპეზურ ნაგებობებსა  და სიმდიდრეს საკუთარი ღვთაებრივი ძლევამოსილების და ქარიზმატულობის  წარმოსაჩენად იყენებდა,  რაც  ეგვიპტის მოსახლეობის  ლოიალობის  და  მორჩილების  ფსიქოლოგიურ  წინაპირობას წარმოადგენდა.
      ფარაონები, როგორც  აბსოლუტური ძალაუფლების მქონე მონარქები, ძველი ეგვიპტის პრაქტიკულად ყველა გრანდიოზული მშენებლობის ინიციატორები იყვნენ. სწორედ მათი ღვთაებრივი წარმომავლობის დასტურად შენდებოდა კარნაკის, ლუქსორისა და აბუ-სიმბელის ტაძრები, ხეოფსის, ჯოსერისა და ხეფრენის პირამიდები, დიდი სფინქსი, მეფეთა ველი და ა.შ.
          გრანდიოზული ნაგებობების გარდა ძველ ეგვიპტეში ადამიანზე ზემოქმედების საშუალებად გამიყენებოდა კედლის ნახატები და ტექსტები, რომლებიც სრულიად რეალისტურად განმარტავენ გამოსახულების საზრისს. ეს ნახატები  და ტექსტები თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ერთგვარ წინაპრებს წარმოადგენენ და ამა თუ იმ სამიზნე აუდიტორიისათვის იყვნენ განკუთვნილნი.
ეხნატონი
(ამენჰოტეპ 
IV)
   ფარაონები, საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებისა და დემონსტრირებისათვის მხოლოდ ტაძრების, გიგანტურ პირამიდების და  აკლდამების მშენებლობით არ შემოიფარგლებოდნენ. ხშირად საკუთარი იდეებისა და შეხედულებების რეალიზაციის მიზნით, ისინი კარგად ორგანიზებულ, თანამედროვე პროპაგნდისტული კამპანიების მსგავს ღონისძიებებს ატარებდნენ (ბუნებრივია, ზემოქმედებისა და კომუნიკაციის იმ საშუალებების გამოყენებით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო ხელმისაწვდომი).
          დაახლოებით  3300  წლის წინ ეგვიპტის ფარაონმა ეხნატონმა (ამენჰოტეპ IV) არნახული რელიგიური რეფორმა მოახდინა. ეხნატონის  რეფორმას,  რომელმაც 17  წელი  გასტანა, თან ახლდა კარგად ორგანიზებული PR და პროპაგანდისტული კამპანია.
       სხვაგვარად წარმოუდგენელია იმ მასშტაბების სახელმწიფოებრივი და რელიგიური ცვლილებების გატარება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1353-1336 წლების ეგვიპტეში. 
     იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვაჩინოთ PR და პროპაგანდისტული კამპანიების როლი ეხნატონის რელიგიურ რევოლუციაში, აუცილებელია მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი იმდროინდელ ეგვიპტეში.


ეგვიპტე 

(ჩვ.წ-მდე XIV საუკუნე)


           მსოფლიო იმპერია, რომლის შემადგენლობაში შედის ან მისი ვასალია აზიის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი. მართავს ფარაონთა მე-18 დინასტია. თუთმოს IV-ის გარდაცვალების  შემდეგ 1391 ჩვ.წ-მდე ტახტზე ადის ფარაონი ამენჰოტეპ III. მას ხელთ უბყრია აბსოლუტური ძალაუფლება და წარმოადგენს ორსახოვანი ბუნების მბრძანებელს: ერთი მხრივ სრულად ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას და მეორე მხრივ არის შუამავალი ადამიანებსა და ღვთაებრივ სამყაროს შორის. 
ამენჰოტეპ III
     ფარაონს, როგორც სახელმწიფო მეთაურს ჰყავს ორი მთავარი ვეზირი (პრემიერმინისტრი), რომლებიც განაგებენ ზემო და ქვემო ეგვიპტეს. მუშაობს   უზარმაზარი ადმინისტრაციული აპარატი: კლერკები, მწერლები, ბუღალტრები,   არქიტექტორები, მებაჟეები. ამ აპარატის კომპეტენციაში შედის ქვეყნის  ყოველდღიური ცხოვრების მართვა: ტრანსპორტი, მომარაგება, გადასახადების ამოღება. არმია და პოლიცია უშუალოდ ფარაონს ექვემდებარება.
        ევროპა ამ დროს ჯრ კიდევ მეგალითების ხანაშია. ძველ ბერძნთა პართენონის აშენებამდე ათი საუკუნე, ხოლო ძველი რომის ისტორიის დასაწყისამდე 600 წელია დარჩენილი.
   
       ეგვიპტის პოლიტიკურ დედაქალაქს  თებე, რელიგიურ ცენტრს კი თებეში არსებული კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები წარმოადგენდნენ. ადმინისტრაციული ცენტრი ჩრდილო ეგვიპტეში მდებარე იმდროინდელი მეგაპოლისი მემფისია (მოსახლეობა - 100 000).
           ეგვიპტის პანთეონი მრავალ ღმერთს აერთიანებს. ყველა ქალაქს საკუთარი, მთავარი ღვთაება ჰყავს. მრავალფეროვნების და სხვადასხვა  წარმომავლობის მიუხედავად  ღმერთები მშვიდობიანად  თანაარსებობენ.

     სატახტო ქალაქისა და სამეფო დინასტიის მფარველი ღმერთია ამონი (ამონ-რა). ამიტომ იმ პერიოდის ეგვიპტის მთავარ კულტს ამონის კულტი წარმოადგენს. ამონის ქურუმები, როგორც სამეფო დინასტიის მფარველი ღვთაების მღვდელმთავრები, განუსაზღვრელი პრივილეგიებით სარგებლობენ. უმაღლესი სამღვდელოება მეფის კართან დაახლოებული, არისტოკრატული ოჯახების წარმომადგენლები არიან. ისინი აურაცხელ სიმდიდრეს ფლობენ და უფლება აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ, სამეფო კარისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციის საშუალებით, განკარგონ ეს სიმდიდრე.
    ამენჰოტეპ მესამის ზეობის მიწურულისთვის ამონის ქურუმები ძალაუფლებისა და გავლენის ისეთ დონეს აღწევენ, რომ სურვილის შემთხვევაში მათ უკვე ძალუძთ, ამონის კულტის სახელით, დაემხონ თვით ფარაონი. ამენჰოტეპ III კარგად იცის ისტორია. მისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ამონის ქურუმების პოლიტიკური ამბიციები.
            ყოველთვის, როდესაც ეგვიპტის ტახტზე სუსტი ხელმწიფე  ადიოდა, ქურუმებს პოლიტიკური მადა ეხსნებოდათ და ინტრიგების ხლართვას იწყებდნენ. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც ქურუმებმა ისარგებლეს თუთმოს პირველის მემკვიდრეთა შორის არსბული ქიშპით და თუთმოს II-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე თუთმოს III აიყვანეს, რომელსაც კანონით ხელმწიფის ტახტი არ ეკუთვნოდა. ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, თუთმოს I-ის ქალიშვილს, ფარაონ თუთმოს II-ის მეუღლეს (გარდა მეუღლისა ის ფარაონის ნახევარდა იყო) ახალგაზრდა ხელმწიფის რეგენტის სტატუსი ხვდა წილად (http://www.britannica.com/EBchecked/topic/594493/Thutmose-III#toc7245).  
           მოგვიანებით, სავარაუდოდ მმართველობის მე-7 წელს, ამონის უმაღლესმა ქურუმმა ჰაპუსენებმა მისდამი ნაკლები ლოიალობის გამო თუთმოს III ტახტიდან ჩამოაგდო და გვირგვინი ჰატშეპსუტს დაადგა (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия, Москва, 2006. გვ.23-24).
         ამენჰოტეპ III, როგორც გამოცდილი და ბრძენი ფარაონი შიშობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ შესაძლოა ისტორია განმეორდეს. იმისათვის, რომ სიტუაციის ამგვარი განვითარება გამოირიცხოს საჭიროა ამონის  ქურუმების გავლენის შესუსტება და მათ დაბალანსებლად დამატებითი ბერკეტების ამოქმედება.

თოტი
ამონი
 
მენჰოტეპ III-ის 
დედა მუტემუია
 
       ამენჰოტეპ მესამე, ისევე, როგორც   ყველა მისი წინამორბედი, ღვთაებრივ სტატუსს ატარებს (შუამავალია ღმერეთებსა და ადამიანებს შორის), მაგრამ მას საკუთარი მემკვიდრისა და დინასტიის უსაფრთხოების მიზნით 
უფრო მეტი, ლეგიტიმური და რაც მთავარია ღვთაებრივი ძალაუფლება ესაჭიროება.
    მმართველობის უკანასკნელ წლებში ამენჰოტეპ მესამე საკუთარი თავის გაღმერთების კამპანიას იწყებს და თავს ამონის შვილად აცხადებს. იქმნება ლეგენდა, რომლის თანახმადაც უმაღლესმა ღვთაებამ ამონმა გაანაყოფიერა ამენჰოტეპ III-ის დედა, რომელსაც ღვთაებრივმა თოტმა აცნობა, რომ მუცლად  ამონის ვაჟიშვილს  ატარებს  და  რომ ეს  ბავშვი ეგვიპტის ფარაონი გახდება (Akhetaton, 1350 avant JC. Palette Production and Arte France 2005 (By Patric Jean).

           ამენჰოტეპ III–ის მიერ ამონის კულტთან იდენტიფიცირების დასტურს ფრანგი ეგვიპტოლოგი  ლუკ გაბოლი ლუქსორის  ტაძრის კედლებზე არსებულ გამოსახულებებს მიიჩნევს (Akhenaten and Nefertiti: The Royal Gods of Egypt. BBC, 2002,  By Tilman Remme).

         ლუქსორის გრანდიოზული ტაძრის კედელზე, რომელიც ამენჰოტეპ მესამემ კარნაკის მახლობლად, ამონის სადიდებლად ააგო, ერთმანეთის გვერდიგვერდ გამოსახულნი არიან ამენჰოტეპ III და ამონი.
          ის, რომ ამენჰოტეპ III გამოსახულია რქით, რომელიც ამონის ღვთაებრივ სიმბოლოს განასახიერებს, ხელმწიფის გაღმერთერბის კამპანიის დასაწყისს წარმოადგენს - მიიჩნევს გაბოლი.  აშკარაა, რომ  ფარაონი იწყებს  ამონის  ხვთაებისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტის საკუთარ თავზე მიწერას (გადატანას).



ლუკ გაბოლი
ამონის ღვთაებრივი სიმბოლო - რქა













         


     აღნიშნული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ამენჰოტეპ III-ის უახლოესი გარემოცვის წევრები. მათ შორის განსაკუთრებული როლი ჰქონდა ამენჰოტეპ III-ის ცოლის ძმას, ხელმწიფის კარზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე წარჩინებულს, მომავალი დედოფლის, ნეფერტიტის მამას - ეიეს (ეიე ხეპერ-ხეპრუ-რე, Kheper-khepru-re Ay), რომელიც ფარაონ ტუტანჰამონის გარდაცვალების შემდეგ თავად გახდა ეგვიპტის ფარაონი (Aidan Dodson  and Dyan Hilton  - The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2004).
          ფარაონის გეგმა  ბოლომდე  ვერ  იქნა მიყვანილი.  38 წლიანი ზეობის შემდეგ,  ჩვ.წ-მდე 1353 წელს ამენჰოტეპ III გარდაიცვალა. იმავე წელს სამეფო ტახტს მისი შვილი, ეგვიპტის ახალი ფარაონი ამენჰოტეპ IV იკავებს.
         როგორც  მოსლოდნელი  იყო  ამენჰოტეპ IV აგრძელებს ტრადიციას და  კარნაკში ამონის ტაძრის  მშენებლობას იწყებს. თუმცა მოულოდნელად ამონის ტაძრის მშენებლობა წყდება და მის ნაცვლად, იქვე, კარნაკში იწყება ოთხი ახალი ტაძრის მშენებლობა, ოღონდ ამჯერად ტაძრები ამონის კულტის ნაცვლად ატონის კულტს ეძღვნება.
ეიე
         ახალადაღზევებულმა ფარაონმა, რომელიც არა ამონს, არამედ მზეს (რა-ჰორახტეს სახით) სცემდა თაყვანს, მამის გეგმაში კარდინალური ცვლილებები შეიტანა. ახალი გეგმის მიზნს არა ამონის კულტის ქურუმების ძალაუფლების და გავლენის შესუსტება, არამედ მათი ეგვიპტის რელიგიური და პოლიტიკური ავანსცენიდან საერთოდ ჩამოცილება წარმოადგენდა.
    ახალი რელიგიური დოქტრინა, რომელიც ამენჰოტეპ IV ცეცხლითა და მახვილით გაატარა მონოთეისტურ რელიგირ რევოლუციად მოიხსენიება. აღნიშნული დოქტრინა კი ამონის კულტისთვის და მისი ქურუმებისთვის ეგვიპტის პოლიტიკურ ავანსცენაზე ადგილს აღარ ტოვებდა.
       ისევე, როგორც ამენჰოტეპ III-ის, მისი მემკვიდრის მთავარი მოკავშირე და მრჩეველი ეიე ხეპერ-ხეპრუ-რე (Kheper-khepru-re Ay) გახდა, რომელმაც ამენჰოტეპ  IV-ის კარზე მრავალი ტიტული მიიღო: “ღვთაებრივი მამა”, “მარაოს მარჯვენა მხარეს მატარებელი”, “ხელმწიფის მთავარი მეგობარი”... სავარაუდოდ სწორედ ეიეს  უნდა ეკუთვნოდეს PR და პროპაგანდისტული გეგმა, რომელიც  ეხნატონის რელიგიური რეფორმის დროს განხორციელდა.


ამენჰოტეპ IV-ის მიზანი


            როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამენჰოტეპ VI-ის მიზანს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება წარმოადგენდა, რისთვისაც საჭირო იყო ამონის უმაღლესი ქურუმების ეგვიპტის პოლიტიკური და რელიგიური ავანსცენიდან მოშორება. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელი იყო ამონის კულტის სხვა კულტით ჩანაცვლება.
       ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სამყარო ღმერთების ოჯახის მიერ იყო შექმნილი. ღმერთებს ჰყავდათ თაობები და ჰქონდათ შესაბამისი გენიოლოგიური ხე. 
             სამყაროს შემქმნელი (დემიურგი),  ყველივე  სულიერის პირველწყარო და მზის ღვთაება იყო ატუმი, რომელიც იშვა ქაოსისგან. ამის შემდეგ ატუმმა შექმნა პირველი ღვთაებრივი წყვილი:  შუ (ჰაერის ღმერთი) და ტეფნუტი (სინოტივის ღვთაება).  
         შუმ და ტეფნუტმა შვეს გები (დედამიწის ღვთაება) და ნუტი (ცის ღვთაება). თავის მხრივ გებმა და ნუტმა შვეს კიდევ ორი წყვილი: 1) ოსირისი (საიქიოს ღვთაება) და ისიდა (სიცოცხლის ღვთაება);  2) სეტი (ომის, ნგრევის, ქაოსის, მძვინვარების და სიკვდილის ღვთაება) და ნეფტიდა (სავანის მბრძანებელი ქალღმერთი).
             იერარქიის ბოლოს იდგა ჰორუსი, რომელიც ითვლებოდა მმართველი ფარაონის იდენტურ ღვთაებად და ამდენად ის ღვთაებრივ და მიწიერ სამყაროებს შორის შუამავლის როლს განასახიერებდა. 
          ამენჰოტეპ IV-ს არ აკმაყოფილებდა არსებული იერექია, რომლის მიხედვთაც მას და მის ოჯახს გენეოლოგიური ხის ყველაზე ქვედა საფეხური ეკავა. აქედან გამომდინარე ამენჰოტეპ IV გადაწყვიტა საკუთარი თავი იერერქიაში შემომქმედის შემდგომ ყველაზე მაღალ საფეხურზე მოეთავსებინა და თავად შეესრულებინა შუს როლი. მაგრამ, რამდენადაც შემომქმედს მისთვის მეწყვილე უნდა მიეცა, მას ტეფნუტის ჩასანაცვლებლად ვიღაც ესაჭირდებოდა. ამ ადგილს შესანიშნავად მოერგო დედოფალი ნეფერტიტი.

ტრადიციული გენიოლოგიური ხე
 
კრისტიან ლიობენი

         


ამენჰოტეპ IV-ის მიერ
კორექტირებული 
გენიოლოგიური ხე 
 
     
კესტნერის მუზემის ეგვიპტური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტიან ლიობენის (Dr. Christian E. Loeben) განმარტებით, ამენჰოტეპ IV-ის ძირითად მიზანს ღმერთების იერარქიაში შემომქმედის შემდგომ საფეხურზე სდაკუთარი თავის და მისი მეუღლის დამკვიდრება წარმოადგენდა (Akhenaten and Nefertiti: The Royal Gods of Egypt. BBC, 2002,  By Tilman Remme).



ამენჰოტეპ IV-ის  PR გეგმა


        ამენჰოტეპ IV-ის მიერ საკუთარი თავის ღვთაებად გამოცხადების მომენტიდან მის მიერ განხორციელებული ქმედებების "უკუმიმართულებით ათვლას" თუ გავაკეთებთ მივიღებთ მეტად საინტერესო, მიზანზე ორიენტირებულ, კარგად გათვლილ სქემას, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე PR ტექნოლოგიებში გამოყენებული სტრატეგიული გეგმების შორეულ ანალოგს.

      
       სქემა იმდენად მრავალმხრივია, რომ მისი განხორციელება სათანადო ფინანსური და ადამიანური რესურსების გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე ამ გეგმის რეალიზაციაში მონაწილეობა უნდა მიეღო ფარაონის უახლოეს გარემოცვას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩინოვნიკებს. მათ შორის: კარის დიდებულებს, გადამწერებს, არქიტექტორებს, სკულპტორებს, ატონის ქურუმებს,  პოლიციას, არმიას და ა.შ. 


1. ატონის ტაძრების მშენებლობა


         ეგვიპტის ტახტზე ასვლის შემდეგ ამენჰოტეპ IV აგრძელებს ტრადიციას და კარნაკის კომპლექსში საფუძველს უყრის ამონის ტაძარს,  მაგრამ  მოულოდნელად მშენებლობა  წყდება.  სანაცვლოდ იქვე, კარნაკში იწყება ოთხი ახალი ტაძრის მშენებლობა. ფარაონი ახალ ტაძრებს მის სათაყვანებელ ატონის კულტს უძღვნის.  

             ტალატატი                
       მშენებლობის  დაჩქარების მიზნით ტრადიციული უზარმაზარი ქვის ლოდების ნაცვლად მუშებმა  დაიწყეს ტალატატების, მომცრო ზომის (ნახევარ მეტრზე ოდნავ დიდი) ბლოკების გამოყენება, რომლის აწევა ერთ ადამიანს თავისუფლად შეეძლო. ტალატატბისაგან შენდებოდა კედლები, რომლებზეც იკვეთებოდა რელიეფი. ამის შემდეგ კი კედლები წარწერებით და გამოსახულებებით იფარებოდა.

  კარნაკისა და ლუქსორის ტაძრებისგან განსხვავებით, სადაც დომინანტი ამონის ღვთაება იყო, ახალი ტაძრების კედლებზე ფარაონის ატონისადმი თაყვანისცემაა გამხატული. რიტუალური სცენების გამოსახულებებზე აღარ ფიგურირებენ აღარც ამონი, აღარც პტახი, თოტი, ოსირისი და არც-ერთი სხვა ღვთაება. ტაძრების კედლებზე გამოსახული პერსონაჟები მუხლს იდრეკდნენ მხოლოდ ფარაონის, როგორც ღვთაების წინაშე - რაც არნახული მოვლენა იყო მანამდელ ეგვიპტურ იკონოგრაფიაში.
          ახალი ტაძრების კიდევ ერთი ნოვაცია იყო ის, რომ არც-ერთ მათგანს არ გააჩნდა ჭერი (სახურავი). ფაქტობრივად ეს იყო მაღალი კედლებით შემოღობილი მოედნები ღია ცის ქვეშ.  ჭერის არქონის გამო მზის სხივები უხვად იღვრებოდა ახალ ტაძრებში.

    ამონის ტაძრის მშენებლობაზე უარის თქმა და ატონის სადიდებლად ტაძრების მშენებლობის დაწყებას  კატასტოფული  მნიშვნელობა  ჰქონდა ამონის კულტისთვის. ამონი  ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი  ღვთაება იყო.  იმ დროისათვის ამონის ქურუმები  აკონტროლებდნენ  მთელი ეგვიპტის მოსახლეობის 1/10-ს და სახნავ-სათესი მიწების 20%-ზე მეტს, ნედლეულის და წიაღისეულის მნიშვნელოვან ნაწილს, ამონის ტაძრების საიდუმლო საცავებში ინახებოდა დიდძალი ოქრო და ძვირფასეულობა. ახალი ფარაონის ძალისხმევა კი ამონის კულტის მთელი სიმდიდრის ატონის კულტის ხელში გადასვლას მოასწავებდა.
         ეჭვგარეშეა, რომ ამენჰოტეპ IV ცდილობს შეარყიოს ამონის ქურუმების ძლევამოსილება და მნიმუმამდე დაიყვანოს მათთვის გამოყოფილი სახსრები. ამის პარალერურად ის იწყებს უმაღლესი ქურუმების ერთი მხრივ დისკრედიტაციას და მეორე მხრივ მათ საკუთარ მხარეს გადაბირებას. მმართველობის მე-4 წელს, ფარაონი დავალებას აძლევს ამონის უმაღლეს ქურუმ მაის, რომ ის სათავეში ჩაუდგეს ექსპედიციას, გაემგზვროს ვადი ჰამატში და იქაური ქვის სამტეხლოდან ბლოკი ჩამოიტანოს. ჩამოტანილი მასალა ფარაონს ატონის თეოლოგიის პოპულარიზაციისათვის განკუთვნილი, საკუთარი ქანდაკების დასამზადებლად სჭირდება (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия, Москва, 2006. გვ.37).  ცხადია, რომ ქურუმს ფარაონის დავალების შესრულებაზე უარის თქმა არ შუძლია და იძულებულია, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ატონის კულტის სამსახურში ჩადგეს. სავარაუდოდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და როგორც ჩანს ეხნატონი ამგვარ მეთოდებს სისტემატურად მიმართავდა.  
           აშკარაა, რომ საწყის ეტაპზე ამენჰოტეპ IV ფრთხილად და მოზომილად მოქმედებს და ღია დაპირისპირებაში არ შედის ამონის ქურუმებთან. მათ მიმართ უფრო რადიკალურ ზომებს ფარაონი ცოტა მოგვიანებით,  მისი დედის ტიას გარდაცვალების შემდეგ დაიწყებს (Артур Вейгалл - «Эхнатон. Фараон – вероотступник»: Центрполиграф; 2004. გვ.30).



2. მისტიური გარეგნობა


            ძველი ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ბუნდოვანი და იდუმელებით მოცული საკითხია ამენჰოტეპ IV-ის უცნაური გარეგნობის წარმომავლობა, რომლის შესახებაც დღემდე არ წყდება დისკუსიები.
            სამწუხაროდ ამენჰოტეპ IV-ის მუმია იდენტიფიცირებული არ არის. 1907 წელს მეფეთა ველზე აღმოჩენილი KV55 მუმიის დნმ-ის ტესტმა  2010 წელს მხოლოდ ის დაადგინა, რომ ტესტირებულ მამაკაცს ცალსახად აქვს გენეტიკური კავშირში ფარაონ ტუტანჰამონთან. კითხვაზე, ეკუთვნის თუ არა KV55 მუმია ამენჰოტეპ IV-ს (ეხნატონს) - პასუხი არ არსებობს. ასე, რომ ამენჰოტეპ IV-ის ირგვლი არსებული ბუნდოვანება დნმ-ის ტესტმაც ვერ გაფანტა. დარჩა მხოლოდ ვერსიები, რომელთაგან ძირითადი ორია:
1) ფარაონი გენეტიკური სნეულებით იყო დაავადებული;
2) ფარაონი რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე საკუთარ თავს არამიწიერი, ღვთაებრივი გარეგნობის მქონედ წარმოაჩენდა.
        პირველ ვერსიას მრავალი ხარვეზი აქვს.ის რომ ამენჰოტეპ IV დაავადებული იყო ფრელიხის სინდრომით დიდ ეჭვებს ბადებს. ამ სინდომით დაავადებული ადამიანები გონებრივად განუვითარებელნი არიან. ამას გარდა, ენდოკრინული პრობლემების გამო მათ არ შეუძლიათ შვილების ყოლა. ფრელიხის სინდრომი ეხნატონს ვერ ექნებოდა, რადგან მას არც გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და არც იმპტენცია. ფარაონს მინიმუმ ექვსი ქალიშვილი ჰყავდა დედოფალი ნეფერტიტისგან და ტახტის მემკვიდრე (ტუტანჰამონი) მეორე ცოლისგან - კიასგან (Simson Najovits, Roger Henry - Egypt, the Trunk of the Tree: A Modern Survey of an Ancient Land. Algora Publishing, 2004. გვ. 165).
      მეორე დაავადება, რომელსაც ამენჰოტეპ IV-ს მიაწერენ მარფანის სინდრომია. ამ დაავადებას ფრელიხის სინდრომისაგან განსხვავებით არც  გონებრივი განუვითარებლობა და არც იმპოტენცია ახასიათებს.  ამ ვერსიის მომხრეებს თავის სასარგებლოდ მოჰყავთ ის, რომ ამ დაავადებას ორი ისეთი სიმპტომი აქვს, ცუდი მხედველობა და სიცივის აუტანლობა, რომლითაც შეიძლება აიხსნას ამენჰოტეპ IV-ის აკვიატებული მისწრაფება სინათლისა და მზის დისკისადმი. 
         ვერსია საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო, რადგან  სიმტომების მთელი წყება, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს ამენჰოტეპ IV-ის გამოსახულებებზე საერთოდ არ ფიქსირდება (თხელი ყურის ნიჟარები; მკვეთრად გამოხატული ხერხემლის გამრუდება; შვეულად მიმართული, წვრილი გრძელი ნეკნები; ძაბრის ფორმის გულმკერდი და ა.შ.). 
         ფარაონს კიდევ სხვა მრავალ გენეტიკურ დაავადებას მიაწერენ, მაგრამ ამ ვერსიების მთავარი ნაკლი ის არის, რომ არსად არ ფიქსირდება მონაცემები იმის შესახებ, რომ ამენჰოტეპ IV-ის მშობლები ან წინაპრები მსგავსი სნეულებით იყვნენ დაავადებულნი. ფარაონის ცნობილი წინაპრები, თუთმოს II-ის გამოკლებით, გამოირჩეოდნენ მებრძოლი სულისკვეთებით, კარგი აღნაგობით და ფიზიკური სიძლიერით. 
         სისხლის აღრევის გზით მიღებული გენეტიკური დაავადებაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამენჰოტეპ IV-ის დედას (ტიას) ნათესაური კავშარში არ ჰქონია სამეფო ოჯახთან (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия; Москва; 2006. გვ. 25).
      ბერლინის ეგვიპტის მუზეუმში დაცულია გასაოცარი სტელა, რომელზეც ნაჩვენებია ამენხოტეპ IV-ის პირველი მთავარი სკულპტორის, ბეკის გამოსახულება. ამ სტელაზე ბეკს გაცილებით უფრო დიდი და გროტესკულად ჩამოკიდებული მუცლი და ძუძუები აქვს ვიდრე ეხნატონს (Simson Najovits,Roger Henry - Egypt, the Trunk of the Tree: A Modern Survey of an Ancient Land. Algora Publishing, 2004. გვ. 166). ბუნებრივია, რომ ბეკი არც დაავადებული ყოფილა და არც ამენხოტეპ IV-ის სისხლით ნათესავი. უბრალოდ მან თვითნებურად მიიწერა ფარაონის გარეგნული იმიჯის ის თავისებურებები, რომელსაც სამეფო ოჯახს მიაწერდა.

ეხნატონის დასაკრძალი ნიღაბი
(Death Mask)
       არსებობს რამოდენიმე არქეოლოგიური ნიმუში, რომელიც იმის პირდაპირ დასტურს წარმოადგენს, რომ ამენხოტეპ IV-ს სრულიად ნორმალური გარეგნობა ჰქონდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ინგლისელი ეგვიპტოლოგის სერ ფლინდერს პეტრის მიერ ამარნაში აღმოჩენილი ამენჰოტეპ IV-ის დასაკრძალი ნიღაბი (Death Mask)რომელიც ფარაონის სახიდან მისი გარდაცვალებისთანავე აღებულ თაბაშირის სხმულს წარმოადგენს. ეს არის ამენხოტეპ IV-ის სახის ტვიფრის ორიგინალი, რომელიც ხელით არ დამუშავებულა და დამზადდა როგორც მოდელი, იმდროინდელი სკულპტორებისთვის ფარაონის შაბტის დასამზადებლად (შაბტი - სამარხში ჩასყოლებელი, მიცვალებულების ქანდაკებები, რომლებსაც გარდაცვლილის  მაგივრად უნდა ეშრომათ იმქვეყნიურ სამყაროში). 
      სერ პეტრისი თვლის, რომ  სწორედ ეს ნიღაბი წარმოადგენს ეხნატონის ნამდვილ სახეს და აღნიშნავს, რომ ამენხოტეპ IV ძალიან გავს თავის მშობლებს (Sir W.M.Flinders Petrie - Tell el-Amarna. Published by Aris & Phillips Ltd, Warminster UK, 1974. გვ.40). 

      
       ლუვრში ინახება სკულპტურა, რომელიც ამენხოტეპ IV-ის მმართველობის ბოლო წლებს განეკუთვნება, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ამარნის პრინციპებს. ვარაუდობენ, რომ თუთმოსმა, ფარაონის  მთავარი სკულპტორის ბეკის შემცვლელმა, მეტნაკლებად შეასუსტა ამარნის მხატვრული პრინციპები. ამიტომაც ამ სკულპტურაზე ამენხოტეპ IV უფრო ნატურალისტურად არის გამოსახული (Simson Najovits,Roger Henry - Egypt, the Trunk of the Tree: A Modern Survey of an Ancient Land. Algora Publishing, 2004. გვ. 166).  
ლუვრი
მანჩესტერი        
ქაირო

           და ბოლოს, არსებობს ეხნატონის რამოდენიმე „სტანდარტულ-ეგვიპტური“ გამოსახულება, რომლებიც  მისი მმართველობის ადრეულ პერიოდს, მე-3 ან მე-4 წელს განეკუთვნება.  ქაიროსა და მანჩესტერის მუზეუმებში დაცულ ბიუსტებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამარნის  პერიოდს არ მიეეკუთვნება, ფარაონი ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანდ არის ნაჩვენები, რაიმე სიმახინჯისა და დეფორმაციის გარეშე.            
            ყოველივე ზემოთთქნულიდან გამომდინარე, ამენხოტეპ IV-ის უცნაური გარეგნობის გამოსახულებები, ისევე როგორც სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებისა, ამარნის პერიოდის სტილისტურ თავისებურებებს წარმოადგენს და მეტაფორებისა და სიმბოლოების სფეროს განეკუთვნება. რაც შეეხება ფარაონის გარეგნობას, როგორც ჩანს ის სრულიად შეესაბამება იმდროინდელი საშუალო სტატისტიკური ეგვიპტელისას.
            ამენჰოტეპ IV-ის კარგად გათვლილ პროპაგანდისტულ კამპანიაში გარეგნულ იმიჯს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. თუ მანამდე ფარაონები საკუთარ თავს იდეალიზირებულად (სრულყოფილი სხეულით, ახალგაზრდული სახით, დახვეწილი ნაკვთებით) გამოსახავდნენ, ამენჰოტეპ IV-მ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეხნატონმა ისეთი იმიჯი შეირჩია, რომელიც არა მხოლოდ ძველი ეგვიპტელებისთვის იყო არაბუნებრივი, არამიწიერი და მისტიური, არამედ თანამედროვე ეპოქაშიც მრავალ კითხვას ბადებს და ათასგვარ, მათ შორის სრულიად ეგზოტიკური ვერსიების საფუძველს წარმოადგენს. არიან ადამიანები, განსაკუთრებით უფოლოგები, რომლებიც ეხნატონს დღესაც არამიწიერ არსებად - უცხო პლანეტელად მიიჩნევენ. ადვილად წარმოსადგენია რა განცდა უნდა დაუფლებოდა ჩვეულებრივ მოკვდავ ეგვიპტელს, როდესაც ის, ამგვარი იმიჯის მქონე, ხელმწიფის ქანდაკებას ნახავდა. ძველ ეგვიპტელებს ისედაც სწამდათ, რომ ფარაონი ღვთაებრივი წარმომავლობის იყო. ამ რწმენას ამენჰოტეპ IV-მ  მანამდე გაუგონარი და არნახული გარეგნობაც დაამატა და არამიწიერი, კოსმიური იერსახით მოევლინა მათ.


                                                                 
წაგრძელებული სხეული 
ფართე მენჯები 
მომრგვალებული მუცელი 
მომრგვალებული ბარძაყები 
დიდი მკერდი 
გრძელი სახე 
დაბერილი ტუჩები 
გრძელი წვრილი ცხვირი 
წვრილი, წაგრძელებული თვალები 

  ასეთია ამენჰოტეპ IV-ის გარეგნული იმიჯი. ბუნებრივია, რომ საჭირო იყო ამ იმიჯის ეგვიპტის მოსახლეობაში გავრცელება და თითეულ მათგანთან მიტანა იმ ფორმით და შინაარსით, როგორიც ფარაონს ჰქონდა ჩაფიქრებული.


      ყველა სკულპტურა (დიდი თუ მცირე), სტელა, ბიუსტი, ბარელიეფი, ფრესკა ყველაფერი, რაზეც კი ამენჰოტეპ IV გამოისახებოდა, ცენტრალიზებული წესით მზადდებოდა. ფარაონის მთავარი სკულპტორის, ბეკის (მოგვიანებით ის თუთმოსმა შეცვალა) ზედამხედველობით მუშავდებოდა და იქმნებოდა დიზაინი, მზადდებოდა დეტალები, რომლებიც შემდგომ იგზავნებოდა ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში, სადაც შესაბამისი ინსტრუქციებით ხდებოდა მათი აწყობა და კოპირება. მთავარი სკულპტორისა და მისი სახელოსნოს ცენზურის გარეშე არავის არ შეეძლო ხელმწიფის გამოსახულების გაკეთება. ბუნებრივია სისტემის ამგვარი სიმკაცრე აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარეობდა. ყველაფერი ფარაონის ახალი იმიჯის შექმნაზე იყო ორიენტირებული. სკულპტურები, სტელები, ბარელიეფები და ა.შ. პროპაგანდისტული ინფორმაციის მატარებლებს წარმოადგენდნენ. მიწოდებული ინფორმაცია კი ყველგან და ყველასთვის ერთნაირი უნდა ყოფილიყო, რათა ფარაონის მიმართ, ეგვიპტის მოსახლეობის ყოველ სეგმენტში, იდენტური შთაბეჭდილება და სასურველი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო. როგორც ჩანს ამ სტრატეგიის ავტორებს გათვლილი ჰქონდათ ისიც, რომ ყველა მიმართულებით ერთი და იგივე მასალების და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება მინიმუმამდე დაიყვანდა სამიზნე აუდიტორიის მხრიდან არასასურველი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას.

3. სახელის შეცვლა


            ამენჰოტეპ IV-ის გეგმაში, ფარაონის მიერ მისტიური გარეგნობის მორგებაზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მისი სახელის შეცვლას. თუ ხელმწიფის მიერ გარეგნული იმიჯის შეცვლის უმთავრეს მიზანს თავად ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობის დამტკიცება იყო, სახელის შეცვლა იმდროინდელი ეგვიპტის მთავარი ღვთაების, ამონის საწინააღმდეგოდ მიმართულ მოქმედებას წარმოადგენდა.  
              საქმე იმაშია, რომ როგორც ამენჰოტეპ IV-ის, ისე  მისი მამის და ბაბუის სახელები,  ამონის კულტის თაყვანისემას აღნიშნავდა - ამენ-ჰოტეპი ნიშნავს ამონი კმაყოფილია. მმართველობის მე-5 წელს ამენჰოტეპ IV უარს ამბობს ამონზე, საკუთარი სახელიდან აგდებს მას და სხვა ღვთაებით, ატონით ანაცვლებს. მისი ახალი სახელია ეხნატონი, რაც ატონისთვის საწადელს ნიშნავს. ცვლილებას განიცდის ნეფერტიტის სახელიც იცვლება და ხდება ნეფერნეფერუატენი ("სილამაზე ატონის სილამაზეა") - ნეფერტიტი (http://www.britannica.com/EBchecked/topic/11544/Akhenaton/186/Move-to-Akhetaton).
           ამრიგად, მმართველობის მე-5 წელს ამენჰოტეპ IV ეგვიპტეს ახალი გარეგნობით და ახალი სახელით მოევლინა, რითაც ფარაონმა ამონის კულტს და მის ქურუმებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. 
      ფარაონის ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის მოსახლეობისთვისაც მოულოდნელი და მტკივნეული უნდა ყოფილიყო. ძველი ეგვიპტელები ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ. მათ სწამდათ, რომ მიწიერ და ღვთაებრივ სამყაროებს შორის დამაკავშირებელი ფარაონია. ამიტომ ისინი ათწლეულობით, თუ მეტი არა, თაყვანს სცემდნენ ამონის კულტს, როგორც სამეფო დინასტიის მფარველ ღვთაებას. ახლა კი მოულოდნელად ამონი ატონმა შეცვალა, რითაც მთელი რელიგიური დოქტრინა შეიცვალა. 



4. ნეფერტიტი


               ეხნატონის მეუღლე ნეფერტიტი განსაკუთრებული როლი ჰქონდა ფარაონის რელიგიურ კონცეფციაში. ნეფერტიტი ღვთაებრივი შემომქმედების ქალურ, მისი მეუღლე კი ყოფიერების მამაკაცურ ელემენტს წარმოადგენდა. სწორედ მას ხვდა წილად ტეფნუტის ადგილი ღვთაებრივ იერარქიაში, რადგან დედოფალი ბოლომდე აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭირო იყო შუს (ეხნატონის) მეწყვილისათვის.
        პირველ რიგში ნეფერტიტის ბრწყინვალე გენეოლოგია ჰქონდა - სხვადასხვა წყარების მიხედვით ის ეხნატონის მამის, ამეჰოტეპ მესამის კარზე ყველაზე გავლენიანი დიდებულის და ფარაონის მეგობრის, ეიეს ქალიშვილი იყო. ამას გარდა, ღვთაებრივი სილამაზით დაჯილდოვებული ნეფერტიტი ეგვიპტელებისათვის სილამაზის ეტალონს წარმოადგენდა (სახელი ნეფერტიტი ნიშნავს „მოვიდა ულამაზესი ქალბატონი“). მისი ხმის მოსმენაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ დანახვაზე,  უკვე ბედნიერებად ითვლებოდა. ამავე დროს დედოფალი უაღრესად გონიერი და განათლებული ადამიანი იყო.  ის ბოლომდე იზიარებდა მეუღლის რევოლუციურ იდეებს და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო.
    ეხნატონის რელიგიურ, პოლიტიკურ და პროპაგანდისტურ სქემებში ნეფერტიტის პოზიციონირება ხდებოდა არა მხოლოდ, როგორც ფარაონის მეუღლის, არამედ როგორც მისი განუყოფელი ნაწილის. დედოფლის ამგვარი პოზიციონირების ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ სამეფო წყვილი მაქსიმალურად იდენტიფიცირებულიყო ღვთაებრივ წყვილთან - შუსთან და ტეფნუტთან. პრაქტიკულად ყველა კედლის ნახატზე, რომელიც იმ პერიოდში ატონის ტაძრებში კეთდებოდა ნეფერტიტი ეხნატონის გვერდით არის გამოსახული. ეხნატონი და ნეფერტიტი ორი ხვთაების შუს და ტეფნუტის ერთგვარ სიმბიოზს განასახიერებდა.



5. დედაქალაქის შეცვლა


         მმართველობის მე-5 წელს ეგვიპტის უდაბნოში მოგზაურობისას, თებედან ჩრდილოეთით დაახლოებით 320 კილომეტრის მოშორებით, ჰორიზონზე მზის ამოსვლას შეესწრო. მზემ თითქოს შეისვენა უახლოეს მთის უღელტეხილზე. ეს ხილვა  ნიშანი იყო ეხნატონისთვის, რომელსაც ფარაონმა სასურველი ინტერპრეტაცია გაუკეთა - მას  ატონი მოევლინა და უდაბნოში ქალაქის აშენება უბრძანა.
ფარაონმა ამ ადგილს ახეტატონი დაარქვა, რაც ატონის ჰორიზონტს ნიშნავს. ჰორიზონტი ეგვიპტელებისათვის დასაწყისის და დასასრულს განსახიერებას წარმოადგენდა. ჰორიზონტის ეგვიპტური იეროგლიფი კი მზეს მთის უღელტეხილზე.


                                            
         ძნელად წარმოსადგენია, რომ ხელმწიფეს, რომელიც კარგად იცნობდა ქვეყანას, შესწავლილი ჰქონდა მიწის კადასტრები და ადრეც მოგზაურობდა ეგვიპტეში, მოულოდნელად აღაფრთოვანდა და სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება ამ ადგილას ქალაქის მშენებლობის თაობაზე. როგორც ჩანს ხელმწიფე გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგულდაგულოდ ფიქრობდა და კარგად აწონ-დაწონა შერჩეული ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობა. აღნიშნული ადგილი თანაბარი მანძილით იყო დაშორებული როგორც თებესგან ასევე მემფისისაგან. ამდენად ატონის წმინდა ქალაქი ერთგვარი „წონასწორობის პოლუსი“ გახდებოდა სამხრეთ დედაქალაქსა, რომელიც ახალი სამეფოს ბრწყინვალებას განასახიერებდა და ჩრდილოეთ დედაქალაქს შორის, რომელიც ძველი სამეფოს სიდიადის სიმბოლოს წარმოადგენდა. ახალი დედაქალაქით ეხნატონი ხსნიდა ახალ ხანას, მესამე ეპოქას ეგვიპტის ისტორიაში (Кристиан Жак - «Нефертити и Эхнатон: солнечная чета»: Молодая гвардия; Москва; 2006. გვ. 53).
          რაც შეეხება ატონის გამოცხადებას და ღვთაებრივ ნებას ამ ადგილას მისთვის ქალაქის აგების თაობაზე  ფარაონს ერთი მხრივ ატონთან მისი უშუალო კავშირის დასტურად და მეორე მხრივ ახალი დედაქალაქის ღვთაებრივი სტატუსისათვის სჭირდებოდა.
        ეხნატონის მიერ ახეტატონის (ტელ ელ-ამარნა) საზღვრების მარკირებისთვის გაკეთებული ერთ-ერთ სტელა მოგვითხრობს ფარაონის მისტიურ ხილვაზე - „ჰორიზონტზე  გამოცხადდა მისი უდიდებულესობა (იგულისხმება ეხნატონი), როგორც ატონი ოქრო-ვერცხლით მოჭედილ, ელექტრუმის უზარმაზარ ეტლზე... ატონმა, მამამ ჩემმა, მისი სახელის სამარადჟამოდ განსადიდებლად  უკვდავი ქალაქის აშენება მიბრძანა. სხვას არავის არ მოუცია ჩემთვის რჩევა ამ უკაცრიელ ადგილას რაიმეს აშენებისა... “ (The Great Egyptians II: Akhenaten - The Rebel Pharaoh, by Peter Spry-Leverton, Cafe Productions Ltd. for Discovery Communications Inc. 1997).
                დაახლოებით იგივეს იმეორებს ეხნატონი ატონისადმი მიძღვნილ ჰიმნში: „...და ავაგებ ატონის სახლს ატონისათვის და აღვმართავ აქ ფარაონის სასახლეს... შენ ხარ ერთადერთი ღმერთი და არ არს სხვა შენს გვერდით. შენ ხარ ჩემს გულში და ვერავინ შეგიცნო შენ ისე, როგორც შვილმა შენმა ეხნატონმა“ (Akhetaton, 1350 avant JC. by Patric Jean, Palette Production and Arte France  2005).
           ახალი სატახტო ქალაქის მშენებლობს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეხნატონისთვის. ახეტატონი ხელმწიფის გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია, სადაც საბოლოოდ უნდა აკუმულირდეს ფარაონის რელიგიური, კულტურული და პოლიტიკური ნოვაცია.  ახეტატონი უნდა გამხდარიყო ეხნატონის პირადი სამოთხე საიდანაც ის მართავდა ეგვიპტეს, როგორც ფარაონი და მთელ კაცობრიობას - როგორც ღმერთი. 
                 იმავე წელს, თებდან ჩრდილოეთით 320 კილომეტრში, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, მთებით გარშემორტყმულ ზეგანზე ატონის ქალაქის მშენებლობა იწყება. ქალაქის საზღვრები ქვის სტელებით მოინიშნა. საცხოვრებელი კვარტალი ნილოსის გასწვრივ ჩრდილოეთიდან სამხრეთით 6 კილომეტრზე გადაიჭიმა. ნილოსის მარცხენა სანაპირო მიწათმოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.
ახეტატონის ცენტრი
"გამოცხადების ფანჯარა"
        ქალაქი არნახული ტემპით შენდება, რისთვისაც მთელი სახელმწიფო რესურსებია გამოყენებული. ათასობით მუშა, ხელოსანი, დურგალი, მოქანდაკე, მთეგავი, მინამბერი აშენებს ქალაქს. მათთვის სპეციალური კვარტალი კეთდება საცხოვრებელი სახლებით, რომელთა ასაგებად მზეზე გამომშრალ ალიზის ბლოკებს იყენებენ. ტაძრებს, სასახლეებს და დიდებულთათვის განკუთვნილ სახლებს კი ტალატატებით აგებენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ატონის დიდი და მცირე ტაძრები აღიმართა, რომლებიც მზის ამოსვლაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მათ გვერდით ხელმწიფის სასახლე და რეზიდენცია განლაგდა. ისინი ერთმანეთს გზაზე გადაკიდებული დახურული ხიდით უკავშირდებოდნენ. გაკეთდა ქალაქისათვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა: გზები, ბაღები, პარკები, აუზები, არხები...
        მშენებლობა სავარუდოდ ეხნატონის მმართველობის მე-9 წელს დასრულდა, თუმცა სამეფო კარი, მღვდელთმთავრები და სახლმწიფო ჩინოვნიკები გაცილებით ადრე ტოვებენ თებეს და ფარაონთან ერთად გადადიან ახეტატონში, რომელსაც მმართველობის მე-5 ან მე-6 წელს ეხნატონი ახალ დედაქალაქად ასახელებს (Egypt - The Cult of the Sun God and Akhenaten's Monotheism (Federal Research Division of the Library of Congress).
         დიდებულების გარდა ფარაონმა ახალ დედაქალაქში არმიის მნიშვნელოვანი კონტიგენტი და ზედამხედველები (პოლიცია) გადაიყვანა. მათი ოჯახებისთვის აშენდა ერთ და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე აშენდა ყაზარმა, რომელიც იმ პერიოდისთვის ეგვიპტის უდიდეს ყაზარმას წარმოადგენდა. საერთო ჯამში პირველ ეტაპზე 10 000-ზე მეტი ეგვიპტელი დასახლდა ახეტატონში. 




ძველი რომი



თანამედროვე PR-ის, რეკლამისა და პროპაგანდის ისტორიული წანამძღვრები ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ იკითხება ძველი რომის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ  ურთიერთობებში (განსაკუთრებით გვიანდელი პერიოდის რომის რესპუბლიკაში).
ამ პერიოდის რომაელი პოლიტიკოსები იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ თავისუფალ მოქალაქეთა ფენისთვის, რომელთა კეთილგანწყობაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მათი პოლიტიკური კარიერა.
აქედან  გამომდინარე,  ისინი  დიდ  ყურადღებას აქცევდნენ კომუნიკაციურ პროცესს და ამ პროცესში მოქალაქეების დარწმუნებას, მათი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებას.



რომაელთა  პოლიტიკურ  ლექსიკაში  ვხვდებით იმგვარ  იდეებს და დასკვნებს, რომელებიც აშკარად მიანიშნებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხს იმ ეპოქაში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე დღევანდელ დღეს.
მართალია, ტერმინს “საზოგადოებრივი აზრი” რომაელები არ იყენებდნენ, მაგრამ ცნობილი ლათინური გამონათქვამის “vox populi - vox dei” (“ხმა ღვთისა და ხმა ერისა”) პირველ ნაწილში (vox populi), აშკარად საზოგადოებრივი აზრი იგულისხმება.
ღმერთსა და ერს შორის ტოლობის ნიშნის დასმა იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი   ღირებულებითი ორიენტაცია ერთგვარ სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმს წარმოადგენდა, რომლის  საშუალებითაც შესაძლებელი იყო ღვთაებრივი ქარიზმატულობა მინიჭებოდა ერის, ხალხის ან საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიერ არჩეულ ტრიბუნს, სენატორს, კონსულს და ა.შ.
რომაელები ფლობდნენ ინფორმაციის გავრცელების  მრავალფეროვან  არსენალს. მათ შორის როგორც ზეპირსიტყვიერს ასევე წერილობითს. არსებობდა ინფორმაციის გავრცელების კარგად ორგანიზებული და განშტოებული სისტემა.
სახალხო კრების გადაწყვეტილებები, სენატზე გატანილი კანონები,  კონსულებისა და ტრიბუნების გადაწყვეტილებები და სხვა  ოფიციალური  ინფორმაცია  საყოველთაო  წაკითხვისათვის, რომის  ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში სპეციუალურად დადგმულ, გიფსით დაფარულ დაფებზე თავსდებოდა.
 
მაცნე
 (ბრუნო ჰელერის გახმაურებული
სერიალიდან "რომი")
ასევე გამიყენებოდა ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად გავრცელების ხერხიც. არსებობდა ე.წ. მაცნის პროფესია, რომელიც სხვა და სხვა ცნობებს ხალხმრავალ ადგილებში  ხმამაღლა გაჰყვიეოდა. მაცნეების საშუალებით  ვრცელდებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური,  ასევე სარეკლამო  შინაარსის ცნობები და განცხადებები.  აღსანიშნავია, რომ მაცნეები ხშირად აქტიურად იყვნენ ჩართულნი არმიაში მოხალისეების რეკრუტირების პროცესში.
პაპირუსის გრაგნილი
ინფორმაციის პროვინციებში გასავრცელებლად გამოიყენებოდა პაპირუსის გრაგნილები, რომლებსაც სპეციალურ ლუქს უკეთებდნენ და დანიშნულებისამებრ აგზავნიდნენ. ასე, რომ დედაქალაქში მიღებული ყველა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილება პროვინციელ ჩინოვნიკებსა და დიდებულებს შეუფერხებლად მიეწოდებოდა. 

რომაული ალბუმსები
გლადიატორთა
ორთაბრძოლის
"სარეკლამო" გრაფიტი
სახელმწიფო მოხელეების ინფორმირების პარალელურად, ძველ რომში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თავად მოქალაქეების ინფორმირებასაც, რისთვისაც შენდებოდა სპეციალური კედლები, რომლებსაც კირით ათეთრებდნენ და თანაბარი ზომის მართკუთხედებად, ალბუმსებად (ალბომი) ყოფდნენ. ამ “ალბომებში” კი ნახშირით იწერებოდა სხადასხვა სახის განცხადებები. 
ფართოდ იყო გავრცელებული
კერძო "სარეკლამო" განცხადებებიც, მათ გრაფიტების სახით აკეთებდნენ (ანთავსებდნენ) სახლის კედლებზე. თუმცა ამისათვის აუცილებელი იყო მონიციპალიტეტის ნებართვა და შესაბამისი თანხის გადახდა. ცნობები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: პოლიტიკური ლიდერების თვისებებით დაწყებული და გლადიატორთა ბროძელებით დამთავრებული (Этапы развития рекламы. http://www.fincareer.ru/advertis/?Etapy_razvitiya_reklamy).
ასობით  კედლის  წარწერა,  ე.წ.  გრაფიტი  იქნა აღმოჩენილი  ქ. პომპეიში,  რომლებიც ბუნებრივად დააფიქსირა და დაკონსერვა ჩვ.წ. 76 წელის 24 აგვისტოს ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა. 
ვეზუვის  ამოფრქვევამდე  რამდენიმე  თვით ადრე (მარტში)  პომპეიში არჩევნები ჩატარდა. ამიტომ იმ წელს წარიმართა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია.  მოქალაქეებს უნდა  აერჩიათ მუნიციპალური ადმინისტრაციის  ორი ხელმძღვანელი  (Duumviri) და ორი ედილი, (ევალებოდათ საზოგადოებრივი  შენობების,  ტაძრების,  გზების მშენებლობაზე  ზედამხედველობა  და მათი მოვლა-პატრონობა, აგრეთვე რელიგიური დღესასწაულების  და  თამაშობების ჩატარება).   დუუმვირის  ადგილზე  კენჭს იყრიდა ოთხი, ხოლო ედილის თანამდებობაზე  ექვსი  კანდიდატი.  აქედან გამომდინარე, ვულკანის ამოფრქვევის დღეს ქალაქში მრავლად იყო შემორჩენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო შინაარსის გრაფიტიები.
არცთუ  ისე  დიდი  ხნის წინ  პომპეიში  აღმოაჩინეს  მეტად  საინტერესო  წარწერა, რომლის  ავტორი  მოუწოდებს  თანაქალაქელებს ხმა მისცენ წესიერ, პატიოსან და პატივსაცემ ადამიანს, სენატორ მარკუს პუბლიუს ფურიუსს. წინასაარჩევნო აგიტაციის ტექსტი ასე გამოიუურება: “მე გარწმუნებთ, რომ ის კარგი ადამიანია და ღირს მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემა...” 
ძველ რომში გამოიცემოდა თანამედროვე გაზეთის ორი პროტოტიპი: Acta Senatus  (სენატის აქტები) და Acta Diurna  (ყოველდღიური აქტები). 


Acta Senatus წარმოადგენდა სენატის “ბიულეტენს”, რომელშიც იწერებოდა სენატის დადგენილებები, კანონები, მონიციპალური და სამხედრო სიახლეები. გამოცემის თავდაპირველი ვარიანტი ფართო მასების მოხმარებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი. თუმცა, ჩვ.წ. 59 წელს, იულიუს კეისარმა მოახდინა მისი განსაჯაროება და ხელმისაწვდომი გახადა რომის ყველა მოქალაქისთვის. მოგვიანებით, იმპერატორმა ავგუსტუსმა მართალია შეინარჩუნა გამოცემა, მაგრამ Acta Senatus  საჯარო გამოქვეყნება აკრძალა. ავგუსტუსის მემკვიდრემ ტიბერიუსმა პრაქტიკულად გააუქმა Acta Senatus, რომელიც სენატის “ბიულეტენების” სახით მხოლოდ იმპერიის არქივებსა და  საჯარო ბიბლიოთეკებში გახდა ხელმისაწვდომი, ისიც სპეციალური საშვებით. 
Acta Diurna (Acta diurna populi Romani) - “რომაელი  ხალხის ყოველდღიური საქმეები” იულის  კეისარის  ინიციატივით შეიქმნა, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციის გარდა განთავსებული იყო რომის ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები. იგი თეთრი თაბაშირით დამუშავებულ ხის ფირფიტებზე შავი საღებავით დაწერილი ტექსტების სახით "გამოიცემოდა". აბრების მსგავსი ეს ხის ფირფიტები ხალხმრავალ ადგილებში იფინებოდა (ჯ. უფლისაშვილი, მ. ყიფშიძე - ბეჭდვითი რეკლამა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი, 2009).  Acta Diurna აქვეყნებდა ვაჭრობასთან, მოსავალთან, მშენებლობებთან, ამინდთან, კატასტროფებთან,  სანახაობებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.
მოგვიანებით,  იმპერიული  ცენზურის  ზეგავლენით  ამ  გამოცემამაც  განიცადა სახეცვლილება - ამოღებულ  იქნა სახელმწიფო  მნიშვნელობის  ინფორმაციები  და დარჩა მხოლოდ  რომის  ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები. ამ სახით გამოცემამ დედაქალაქის კონსტანტინეპოლში გადატანამდე გასტანა.
ორივე ეს გამოცემა  რომის  ხალხმრავალ  ადგილებში:  ფორუმთან,  სენატთან, ტაძრებთან,  ბაზრებთან  არსებულ სპეციალურ დაფებზე გამოიფინებოდა. 

შავი PR-ი ძველ რომში


რომაელი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დიდოსტატები იყვნენ და წარმატებით იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალებას. 
საკუთარი  მიზნების მისაღწევად,  ისინი  ხშირად  მიმართავდნენ ე.წ.  შავი PR – ის ელემენტებსაც,  მათ არსენალში ჰქონდათ კარგად აპრობილებული,  ინფორმაციის გავრცელების  არალეგალური  მეთოდები.  მათ შორის ყველაზე ეფექტუეი იყო მოსყიდული მოქალაქეების (ვაჭრები, “ქუჩის ავტორიტეტები”, ტავერნების მფლობელები და პერსონალი, მეძავები და ა.შ.) მიერ ჭორების გავრცელება. 
შავი PR – ის  კლასიკური  ნიმუშია  ჩვ.წ. 133 წელს  ტიბერიუს  სემპრონიუს  გრაკხუსის წინააღმდეგ  სენატისა და რომაელი დიდებულების მიერ აგორებული კამპანია.
მცირეოდენი  ექსკურსი იმდროინდელი  რომის ისტორიაში უფრო ნათლად წარმოაჩენს ზემოთხსენებული კამპანიის მიზნებს, ამოცანებს, გამოყენებულ ხერხებს (ტექნოლოგიას) და შედეგებს.
ტიბერიუს გრაკხუსმა რომის კონსულთან და არმიის მთავარსარდალთან კორნელიუს სციპიონ ემილიანუს უმცროსთან (Scipio Africanus the Younger) ერთად მესამე პონიკური ომის დროს საბოლოოდ დალაშქრა კართაგენი. ჩვ.წ. 146 წელს რომის ლეგიონები შტურმით  შეიჭრნენ კართაგენიში. ექვსდღიანი ქუჩის ბრძოლების  შემდეგ ქალაქი დაეცა. რომაელებმა მიწასთან  გაასწორეს  უძველესი ცივილიზაციის  ქალაქი.   კართაგენის  ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეობიდან ცოცხალი მხოლოდ 50 000 ადამიანი გადარჩა, რომლებიც მონებად გაყიდეს (Theodor Mommsen - The History of Rome (Volumes 1-5), BOOK IV: The Revolution. March 16, 2005. eBook #10706)


ტიბერიუს  სემპრონიუს
გრაკხუსი
კორნელიუს სციპიონ
ემილიანუსი
კართაგენის შტურმი



კართაგენის  შემდეგ  გრაკხუსი,  ესპანეთში,  ნუმანციაში აჯანყებულ  კელტ-იბერულ ტომთა დასალაშქრად გამგზავრებულ  კონსულ გაიუს  მანციუსის  არმიას შეუერთდა და კონსულის კვესტორის (თანაშემწის) პოსტი დაიკავა. ესპანეთის სამხედრო  კამპანიის დროს რომის პროვინციებში მოგზაურობისას გრაკხუსმა უზარმაზარი გაუკაცრიელებული და დაუმუშავებელი მიწები, გაღატაკებული, უმიწოდ დარჩენილი, გადაშენების პირას მყოფი მიწათმოქმედთა ფენა ნახა რომელთა ადგილს მიწათმფლობელთა მიერ ნაყიდი კართაგენელი მონები იკავებდნენ. ამ პერიოდიდან იწყება გრკხუსის დაინტერესება მიწის რეფორმის საკითხით, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 
ესპანეთიდან დაბრუნებულმა გრაკხუსმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და მიზნად მიწის რეფორმის განხორციელება დაისახა. ის ყოფილ თანამებრძოლებს და რომის ყველა მოქალაქეს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა. 
ამ ტალღაზე გრაკხუსმა არნახულ პოპულარობას მიაღწია. ჩვ.წ. 134 წლს რომაელებმა გრაკხუსი ტრიბუნად აირჩიეს. არჩევისთანავაე მან სენატში შეიტანა მიწის გადანაწილების კანონპროექტი "Lex Agraria", რომელიც ითვალისწინებდა დიდი ლატიფუნდიებისთვის მიწის ზომებზე შეზღუდვების დაწესებას, ჭარბი მიწების ნაკვეთების ჩამოჭრას და მათ თავისუფალ მოქალაქეებზე ხელახალ გადანაწილებას. 
კანოპროექტმა  დიდი  ვნებათაღელვა  და  უკმაყოფილება გამოიწვია რომის არისტოკრატიულ წრეებში, მსხვილ მიწათმფლობელებში და სენატში. კანონის წინააღმდეგ გაილაშქრა რომის მთელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა (მხარს უჭერდა მხოლოდ ყოფილი კონსული, იმჟამინდელი ცენზორი და სენატის პრიცეპსი, აპიუს კლავდიუს პულხერი). გრაკხუსმა, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა კანონს მხარი არ დაუჭირა,  როგორც  ტრიბუნმა კანონი კომიციაზე (სახალხო კრება) გაიტანა.  კრებაში მონაწილე ტრიბუნთაგან ერთ-ერთმა, ანტონიუსმა კანონს  ვეტო დაადო და კენჭისყრის პროცესი ჩაშალა. ვეტოს დადების შემდეგ, გრაკხუსმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ კომიციას უამრავი მოქალაქე ესწრებოდა, რომლებიც მისი გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ  და კენჭისყრაზე ტრიბუნ ანტონიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა. კომიციამ დააკმაყოფილა გრაკხუსის წინადადება და ტრიბუნი გადააყენა რის შემდეგაც კენჭი ეყარა თავად კანონს, რომელიც უპრებლემოდ გავიდა. 
კომიციაზე  კანონის  დამტკიცების  შემდეგ  გრაკხუსმა  აგრარული  კომისია  შექმნა, რომელსაც  ახალი იდეების რეალიზაცია უნდა მოეხდინა. 
სენატმა და მსხვილმა მიწათმფლობელებმა უმძიმესი დარტყმა მიიღეს. რეფორმის შესაჩერებლად არსებული ყველა ლეგალური გზა ამოიწურა.  დარჩა ერთადერთი - გრაკხუსის ფიზიკური ლიკვიდაცია, მაგრამ ტრიბუნს ხალხში და არმიაში ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ  მის  მკვლელობას  დიდი მღელვარება და შესაძლოა სამოქალაქო ომიც კი გამოეწვია.
საჭირო იყო მისი პოპულარობის ნეიტრალიზაცია და "Vox populi"-ის, თანამედროვე ტერმინოლოგიით  საზოგადოებრივი აზრირი ტრიბუნის საწინააღმდეგოდ შეტრიალება. 
გრაკხუსის მოწინააღმდეგეებმა ბინძური PR კამპანია ააგორეს. კამპანიის სულისჩამდგმელმა ექს-კონსულმა და ექს-ტრიბუნმა, უმაღლესმა  პონტიფიკმა და სენატორმა, პუბლიუს კორნელიუს ნაზიკამ (Publius Cornelius Scipio Nasica Serapio) შექმნა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც  გრაკხუსი რომის ხალხზე  კი არ ზრუნავდა,  არამედ  ყველაფერს იმისათვის აკეთებდა, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა, მართვის რესპუბლიკური ფორმა მონარქიით შეეცვალა და თავი ხელმწიფედ გამოეცხადებინა (Ancient Rome: The Rise and Fall of an Empire - Revolution. BBC 2006. By Christopher Spencer).
რომაელი ყასბები
რომაელი ხელოსნები


რელიგიურ მოღვაწეთა კოლეგია        
    
 
ნაზიკამ და მისმა  მხარდამჭერმა  ლეგენდის გავრცელების  სამიზნედ  პირველ  ეტაპზე რომის პოლიტიკური წრეები, რომაელი დიდებულები და არისტოკრატიული ოჯახები შეარჩიეს. მომდევნო ეტაპზე, მაგისტრების საშუალებით, დაიწყო ჭორების გავრცელება კოლეგიებში (საზოგადოებრივი ორგანიზაციები). განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდ რელიგიურ მოღვაწეთა, ხელოსანთა და ვაჭართა კოლეგიებზე. ბოლოს კი ინფორმაციული იერიში ყველა თავისუფალ მოქალაქეზე მიიტანეს.

შედეგმა არ დააყოვნა - გრაკხუსის პოპულარობამ სწრაფად დაიწყო ვარდნა.  ამას დაემატა ისიც,  რომ სენატორების მიერ გავრცელებული  ინფორმაციის  თანახმად, გრაკხუსს ტრიბუნის ვადის ამოწურვისა და იმუნიტეტის  დაკარგვისთანავე, სენატი მოღალატედ გამოაცხადებდა და სიკვდილო განაჩენს გამოუტანდა.

კარგად დაგეგმილ  და  ორგანიზებულ  PR კამპანიას  არაერთი  რომის  მოქალაქე წამოეგო. მართვის რესპუბლიკური ფორმა მათთვის წმიდათა წმინდა რამ იყო.  ამიტომ გრაკხუსის წინააღმდეგ აგორებულმა ჭორებმა ხალხის დიდი ნაწილი  მის  წინააღმდეგ განაწყო. რომი პრაქტიკულად ორად გაიყო. გრაკხუსის მოწინააღმდეგეებმა მისი ფიტულების დაწვა დაიწყეს.
ვნებათაღელვამ კულმინაციას სახალხო ტრიბუნის ვადის ამოწურვის დღეს მიაღწია. გრაკხუსმა უპრეცედენტო  გადაწყვეტილება  მიიღო და მეორე  ვადით  დააყენა კანდიდატურა სახალხო ტრიბუნის პოსტზე.
არჩევნების დღეს გრაკხუსი მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად კაპიტოლიუმის ბორცვზე, მარსის ტაძართან მივიდა, სადაც კომიცია უნდა ჩატარებულიყო.  იქვე მახლობლად ერდგულების ქალღმერთის (ფიდეს) ტაძარში სენტორები შეიკრიბნენ (Аппиан. Гражданские войны. Книга I. Пер. под ред. С. А. Жебелева. ОГИЗ, Государственное социально-экономическое издательство, Ленинградское отделение, 1935).
იუპიტერის  ტაძართან  გრაკხუსს  ოვაციებით  შეეგებნენ. კომიციის  დაწყების წინ გრაკხუსს აცნობეს,  რომ სენატორების შეიარაღებული მხარდაჭერები მასძე თავდასხმას აპირებდნენ. გრაკხუსმა  თავის  მომხრეებს  სიმშვიდისაკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ მხოლოდ მას შემდეგ ემოქმედათ, როცა ის მათ ნიშნს მისცემდა.
ნიშანი  ხელის  თავთან მიტანა უნდა ყოფილიყო.  ამ ნიშნის დემონსტრირების მიზნით გრაკხუსმა ხელი  რამდენჯერმე თავთან მიიტანა. სენატში ეს  ჟესტი სხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული: 
“კომიციიდან  გვაცნობეს,  რომ  გრაკხუსი  მეფის  გვირგვინის მოტანას და თავზე დადგმას მოითხოვს... ვისაც გსურთ რესპუბლიკის გადარჩენა  მომყევით!” - მიმართა ფიდეს ტაძარში შეკრებილ სენატორებს სციპიონ ნაზიკამ (Оскар Йегер - Всемирная историяТом 1. Древний мир. Книга VII - Век Римских междоусобных войн. Глава 1. Начало гражданских смут в Риме, вызванных попытками реформ Тиберия Семпрония и Гая Семпрония Гракхов. Гибель Гракха. Москва, АСТ, Полигон, 2001).
გააფრთებული სენატორები ფიდეს ტაძრიდან გამოცვივდნენ და სახალხო კრებისკენ გაემართნენ. გრაკხუსის მომხრეები შედრკნენ. მათ პირისპირ აღმჩნდნენ მომქმედი და ყოფილი სენატორები, ედილები, ტრიბუნები, პრეტორები, კონსულები და ცენზორები. უძველეს პატრიაცათა ოჯახების ვალერიუსების, ჰორაციუსების, სციპიონების, ფაბიუსების წარმომადგენლები, რომლებშიც განსახიერებული იყო რომის დიდება და ძლევამოსილება. არისტოკრატიის შარავანდედით დათრგუნული რევოლუციონერების დიდი ნაწილი წინააღმდეგობის გარეშე გაიქცა. მცირეოდენ მომხრეებთან ერთად უმნიშვნელო შხლა შემოხლის შემდეგ გრაკხუსმა გაგცევა სცადა, მაგრამ სენატორებმა ტიბერიუსი და მისი მომხრეები ალყაში მოაქციეს. ტოგაშემოხეულ (მამაკაცის ტრადიციული რომაული სამოსი) და ძირს დაცემულ  გრაკხუსს, რომელიც წამოდგომას ცდილობდა, მისმა კოლეგამ, ტრიბუნმა პუბლიუს სატურეიუსმა (Publius Satureius)  თავში სკამის ფეხი ჩაარტყა. ამას ლუციუს რუფუსის მეორე დარტყმა მოჰყვა. გონებადაკატგული გრაკხუსი უმოწყალოდ ჩაქოლეს (Плутарх. Сравнительные жизнеописания в двух томах, М.: Издательство «Наука», 1994).
მთავარი მოწინააღმდეგის  განადგურების მიუხედავად სენატმა ვერ გაბედა გრაკხუსის მიერ შექმნილი აგრარული  კომისიის გაუქმება. გრაკხუსის მომხრეების დასაშოშმინებლად კი  კომისიას სათავეში, მოკლული ტრიბუნის ძმა, გაიუს გრაკხუსი ჩაუყენეს.  ჩვ.წ. 123 წელს გაიუს გრაკხუსის სახალხო ტრიბუნად აირჩიეს.  მან რამდენიმე რეფორმის გატარება შეძლო, მაგრამ კონსულ ლუციუს ოპიმიუსის  მიერ მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ  გრაკხუსი რომიდან გაიქცა. გაქცევის დროს მან ფეხი მოიტეხა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინა და თავი მოიკლა (Anthony M. Esolen - The Politically Incorrect Guide to Western Civilization. Publisher: Regnery Publishing, Inc. Washington, DC. 2008). 


კონსტანტინეს ნაბოძვარი


ძალაუფლების განმტკიცებისა და თეოკრატული პრეტენზიების დასაბუთების მიზნით ვატიკანი ყალბი ლეგენდების და დოკუმენტების შექმნასაც კი არ თაკილობდა. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს ე.წ. “კონსტანტინეს ნაბოძები” (Constitutum domini Constantini imperatoris) წარმოადგენს. სავარაუდოდ დოკუმენტი რომის პაპის სტეფანე II-ის მიერ (ან მისი დავალებით) არის შექმნილი, ვატიკანის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით. 
751 წელს ლანგობარდების (გერმანული ტომები) ხელმწიფე აისტულფი შტურმით იღებს აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ბიზანტიის იმპერიის პროვინციას, და მის ფორპოსტს იტალიაში, რავენის საეგზარქოსოს (Exarchate of Ravenna), ლანგობარდებს უქვემდებარებს (Mark Whittow - The Making of Byzantium, 600-1025. University of California Press, 1996. Page 304).
რავენას დაცემის შემდეგ მთელი იტალია პრაქტიკულად ლანგობარდების ხელში გადავიდა. ისინი აკონტროლებენ უმნიშვნელოვანეს პროვინციებს (ტოსკანა, სპოლეტო, ფრიული, ბენევენტო) და უმთავრეს ქალაქებს (მილანი, პავია, ჯენოვა, რავენა, პერუჯა, ტარანტო). პონტიფიკოსის იურისდიქციამხოლოდ რომის ოლქზე, რამოდენიმე პროვინციასა და ქალაქზე ვრცელდება (კალაბრია, სიცილია, სარდინია, ვენეცია, ნეაპოლი).  
ვატიკანი სრული კრახის წინაშე აღმოჩნდა. ლანგობარდები რომის დასალაშქრად ემზადებიან. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე V აღმოსავლეთში არაბებისა და ბულგარელების წინააღმდეგ ბრძოლებშია ჩაბმული და რომის დასაცავად ან დასახმარებლად არც დრო აქვს და არც სათანადო ძალები გააჩნია. პაპი არმიის გარეშეა დარჩენილი. 
პიპინ III 
პონტიფიკოსის უკანასკნელი იმედი ფრანკთა მეფეა პიპინ III მეტსახელად პიპინ მოკლეა. პიპინ III-ს 741-751 წლებში ფრანკთა სამეფო დინასტიის, მეროვინგების, მაჟორდომის (კარის უფროსი მრჩეველი) პოსტი ეკავა. ათი წლის განმავლობაში მან უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, როგორც კარის დიდებულებში ისე არმიაში. ამ პერიოდისთვის მისი გავლენა უკვე ბევრად აღემატებოდა მეფისას. 
750 წელს პიპინ მოკლემ რომის პაპთან ზაქარიასთან ორი ელჩი გააგზავნა, რომლებმაც პონტიფიკს მაჟორდომის შემდეგი შინაარსის წერილი მიართვეს: "რამდენად ბრძნულია გყავდეთ მეფე, რომელიც არ ფლობს ძალაუფლებას?" პონტიფიკმა უპასუხა: "უმჯობესია იყოს ისეთი მეფე, რომელსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. სამოციქულო უფლებამოსილებით მე მსურს, რომ თქვენ კურთხეულ იყოთ ფრანკთა ხელმწიფედ" (Encyclopædia Britannica, Pippin III, Backgroundand kingship).
751 წელს სუასონში (ქალაქი პარიზის მახლობლად) პიპინ მოკლე ფრანკთა საერთო კრებას იწვევს, რომელზეც მაინცის არქიეპისკოპოსი ბონიფაცი მას მეფედ აკურთხებს. ყოფილ მონარქს, ხილდერიკ III-ს მონასტერში განკვეთენ. 
752 წელს პაპი ზაქარია გარდაიცვალა. იმავე წელს 26 მარტს ვატიკანის ტახტზე
მიუხედაქვად იმისა, პიპინ მოკლეს ფრანკთა სამეფოში კონკურენტი აღარ ჰყავს და მთელი ძალაუფლება ხელთ უბყრია, მას საკუთარი დინასტიის, კაროლინგების მემკვიდრეობითი უფლებების განმტკიცება ესაჭიროება.  
რომის პაპმა შესანიშნავად იცის პიპინ მოკლეს დინასტიური ინტერესების შესახებ და ამ მოტივის საკუთარი ინტერესების გამოსაყენებლად სათანადო გეგმას ამუშავებს. გეგმის მიხედვით პაპი ფრანკთა მეფეს უნდა ეახლოს და დახმარება  სთხოვოს ლანგობარდების მიერ დაბყრობილი ტერიტორიების დაბრუნებაში, სანაცვლოდ კი თავად, განმეორებით აკურთხებს და ღვთის წყალობით ფრანკთა მეფის ტიტული მიანიჭოებს პიპინ III-ს. გარდა ამისა მირონს სცებს მის შვილებს, როგორც სამეფო დინასტიის გამგრძელებლებს  “

753 წილის მიწურულს რომის პაპი სტეფანე II, ოცი პრელატის თანხლებით, ჩრდილოეთით, ფრანკთა მეფესთან, პიპინ მოკლესთან მოსალაპარაკებლად მიემგზავრება. 

754 წლის 6 იანვარს პიპინ მოკლე კაროლინგების ბასტიონიდან, პონთიონის სასახლიდან სამი მილის მოშორებით თავად ხვდება სტეფანე მეორეს, ცხენიდან ჩამოქვეითდება, პაპის წინაშე მუხლს მოიდრეკს. შემდგომ წამოდგება, პონტიფიკის ცხენის სადავეს ხელთ აიღებს და ცოტა ხნით როგორც მეჯინიბე ისე ატარებს მას.





ჯვაროსნული ომები 

წინაპირობები 


     XI საუკუნეში ვატიკანს გავლენის და ძალაუფლების კრიზისი შეექმნა. ევროპელ დიდებულებს შორის დაპირისპირებებში მღვდელთმთავრებიც აქტიურად ჩაერთნენ. თავადაზნაურობამ, მათი მხარდამჭერი ეპისკოპოსების გამოყენებით, ამა თუ იმ მღვდელთმთავრის პონტიფიკად აღიარების და კურთხევის პრეცენდეტები პოლიტიკური ინტრიგების იარაღად აქცია. 
           საღვთო რომის იმპერიის სასულიერო და საერო “ისტებლიშმენტი” ორად გაიყო: ტუსკულუმელთა და რეფორმატორთა ფრთად.

   პირველი  მათგანი  იმდროინდელ იტალიაში ყველაზე ძლიერ დიდდგვაროვანთა  კლანს  წარმოადგენდა. ისინი ყოფილი კონსულის, თეოფილაქტეს შთამომავალები იყვნენ და ტუსკულუმელ გრაფებად იწოდებოდნენ (Counts of Tusculum. (http://en.wikipedia.org/wiki/Counts_of_Tusculum).  სწორედ მათ შექმნეს ე.წ. “კეთილშობილ პაპთა ფორმულა” (formula of noble-papacy)  რომელიც წმინდა ქალაქში სასულიერო და საერო ძალაუფლების დუალიზმს  უშვებდა.  ოჯახის ერთი წევრი უმაღლესი სასულიერო პირი ხდებოდა, ხოლო მეორე საერო ლიდერი.  ამას გარდა ისინი პონტიფიკების რომის კეთილშობილი ოჯახებიდან არჩევის ტრადიციის მიმდევრები იყვნენ.

ჰილდებრანდ სოვანელი
     რეფორმატორებს ვატიკანის არქიდიაკვანი, ჰილდებრანდ სოვანელი (Hildebrand of Sovana) ლიდერობდა. ის კლიუნიური იდეოლოგიის აპოლოგეტი იყო, რომელიც სათავეს ბურგუნდიაში (საფრანგეთი) მდებარე კლიუნის სააბატოდან (Cluny Abbeyიღებდა (The Catholic encyclopedia.Congregation of Cluny. http://www.newadvent.org/cathen/04073a.htm).
კლიუნის სააბატო
      რეფორმატორთა მთავარ ამოცანას, საერო ხელისუფლებისა და არისტოკრატიის ვატიკანის საქმეებში ჩაურევლობა წარმოადგენდა. მათი დოქტრინის მიხედვით პაპის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კარდინალებს უნდა ჰქონოდათ. ყველა სხვა, მათ შორის თავადაზნაურობა და თვით იმპერატორიც კი, მხოლოდ სტატისტის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. მათ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდათ: გმობდნენ საეკლესიო თანამდებობების ყიდვა გაყიდვის (სიმონია) პრაქტიკას. ითხოვდნენ დაუქორწინებლობის წესისადმი დამორჩილებას (ცელიბატი, Celibacy),                    ასკეტიზმს და ა.შ.
 პაპი ბენედიქტე X
         1058 წელს პაპი სტეფანე IX-ის გარდაცვალების შემდეგ რომის არისტოკრატიის ყველაზე ძლიერმა და გავლენიანმა ფრთამ, ტუსკულუნებმა, მათი ოჯახის წევრი, ველეტრის კარდინალ-ეპისკოპოსი იოანე მინციუსი (John Mincius, Bishop of Velletri) პაპად გაიყვანეს, რომელმაც ბენედიქტე X-ის სახელი მიიღო. 
ვატიკანის რეფორმატორთა ფრთისთვის ბენედიქტე X-ის პაპად კურთხევა ვატიკანსა და მთელ ევროპაზე გავლენის და ავტორიტეტის დაკარგვას მოასწავებდა. საჭირო იყო ახალი არჩევნების ჩატარება და არისტოკრატიის მიერ გაყვანილი პაპის ანტიპაპად გამოცხადება. ამ გეგმის განსახორციელებლად რეფორმატორებისთვის საჭირო იყო ტუსკულუნთა საგრაფოსთან დაპირისპირებული იმ დიდებულების მხარდაჭერა, რომელთა უკან სამხედრო ძალა იდგა.
                                    
                              ჰერცოგი გოტფრიდი                             პაპი ნიკოლოზ II
აგნესა დე პუატუ
         ჰილდებრანდმა დახმარებისთვის ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგ გოტფრიდს (Duke Godfrey of Lorraine) და საღვთო რომის იმპერიის რეგენტს, აგნესა დე პუატუს (Holy Roman Empress Agnes of Poitou) მიმართა. და მას შემდეგ, რაც ორივე მათგანისაგან მხარდაჭერა მიიღო, იმავე წლის დეკემერს, ტოსკანის ქალაქ სიენაში, საკუთარ მომხრეებს მოუყარა თავი. კარდინალთა შეკრებამ ფლორენციის ეპისკოპოსი გერჰარდ ბურგუნდიელი (Bishop of Florence Gerhard of Burgundy) პაპად აირჩია, რომელმაც ნიკოლოზ II-ის (Pope Nicholas II) სახელი მიიღო. 1959 წელს პაპმა ნიკოლოზ II-მ სუტრიში (Sutri)  სინოდის კრებაზე ბენედიქტე X გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა.            ნიკოლოზ II  და  მისი მომხრეები იმავე წლის იანვარში რომს იკავებენ.  ანტიპაპი რომს ტოვებს და ტივოლის (რომიდან 24კმ. ჩრდილო აღმოსავლეთით) მახლობლად მდებარე პასერანოს ციხესიმაგრეს (Castello di Passerano) აფარებს თავს. მოგვიანებით კი კორსიკაზე გარბის და გალერიის გრაფი ჟერარდის (Count Gerard of Galéria)  მხარდაჭერით რევანშისათვის ემზადება.
პრინცი რიჩარდ I
რობერტ გვისკარი
         თავის  მხრივ,  საომარი მოქმედების წარმატებით დასრულების მიზნით, ჰილდებრანდი აპულიის ჰერცოგ რობერტ გვისკარს (Duke of Apulia Robert Guiscard)  ანტიპაპის წინააღმდეგ სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ აპულიის, კალაბრიის და სიცილიის სუვერენიტეტს ჰპირდება. ანალოგიური გარიგება იდება კაპუის პრინც რიჩარდთან (Richard  I Prince of Capua)
    თავდაპირველად  საომარი  მოქმედებები  გარდამავალი უპირატესობით  მიმდინარეობდა,  მაგრამ  რობერტ  გვისკარისა და კაპუის პრინცის რიჩარდ I-ის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ სასწორი ნიკოლოზ II-ის მომხრეებისკენ გადაიხარა. 1059 წლის აპრილში მათ ზედიზედ აიღეს პალესტრინა ((Palestrina), ფრასკატი (Frascati) და მეტანა (Mentana)  შემდეგ კი იერიში გალერიაზე (Galéria) მიიტანეს და ქალაქი ალყაში მოაქციეს. ანტიპაპამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ტყვედ ჩაბარდა.  მას გირაოს სანაცვლოდ უფლება მისცეს შინაპატიმრობაში ყოფილიყო საგვარეულო სასახლეში. 
       1060 წელს ჰილდებრანდის ინიციატივით, რომელიც ბენედიქტე X-ის მიმართ სრული უნდობლობით გამოირჩეოდა, ანტიპაპი საჯაროდ გაასამართლეს და წმინდა აგნესას ტაძარის გალავნის გარეთ“ (Basilica of Sant'Agnese fuori le mura) კუთვნილ ჰოსპისში დაატყვევეს, სადაც მოგვიანებით ის გარდაიცვალა (The Cardinals of the Holy Roman Church). 
        ტუსკულუმელთა და მათ  მხარდამჭერებთან  დრამატულ  დაპირისპირებაში წარმატების მიღწევის შემდეგ, რეფორმატორთა ჯგუფმა გულუხვად დაასაჩუქრა მათი მხარდამჭერი ნორმანები. 1059 წელს პაპმა ნიკოლოზ II-მ, ჰილდებრანდ სოვანელმა და კარდინალმა უმბერტომ რობერტ გვისკარს საზეიმოდ უბოძეს აპულიის, კალაბრიისა და სიცილიის ჰერცოგების ტიტული. ამას გარდა, გვისკარი სამხრეთ იტალიაში პაპის ვასალად დაინიშნა. ავერსას გრაფს რიჩარდ I-ს კაპუის სამთავრო ერგო წილად. რეფორმატორებმა ვატიკანს დაუქვემდებარეს მილანის კათედრალი. იმავე წელს პონტიფიკმა გამოსცა ახალი კანონი (პაპის ბულლა) - In nomine Domini  რომლის მიხედვითაც პაპს მხოლოდ კარდინალები აირჩევდნენ. 
ჰენრიხ IV
          1061  წელს  პაპი  ნიკოლოზ II  გარდაიცვალა. რეფორმატორთა ფრთამ  პონტიფიკოსის არჩევნები ახალი წესით ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ კარდინალები მონაწილეობდნენ. მათ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ჰენრიხ IV, რომელსაც პაპის ტახტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა.  კარდინალთა კრებამ ახალ პაპად ლუკას ეპარქიის ეპისკოპოსი ანსელმო I აირჩია, რომელმაც პაპის რანგში ალექსანდრე II-ის სახელი მიიღო. ახალი პაპი ჰილდებრანდ სოვანელის მიმდევარი და მისი რეფორმატორული იდეების აქტიური მხარდამჭერი იყო. 
            რეფორმატორთა საპასუხოდ ჰენრიხ IV-მ ბაზელში მისი მომხრე გერმანელი ეპისკოპოსები შეკრიბა. ეპისკოპოსთა კრებამ, იმპერატორის მოთხოვნით, პონტიფიკოსად ანტიპაპა ჰონორიუს II (გერმანული წარმოშობის პარმელი ეპისკოპოსი) აკურთხა.
სანტა მარია მაჯორე
    დაძაბულობამ  ორ  დაპირისპირებულ  ბანაკს  შორის კულმინაციას ჰილდებრანდ სოვანელის პონტიფიკოსად გახდომის შემდეგ მიაღწია. 1075 წლის 25 დეკემბერს ჰილდებრანდ სოვანელი, პაპის, გრიგოლ VII-ის რანგში, სააღდგომო მესის ჩატარების დროს, სანტა მარია მაჯორეს ტაძრიდან (Basilica di Santa Maria Maggiore) გაიტაცეს. პაპი მრევლმა და რომის მოსახლეობამ ტყვეობიდან გამოიხსნა. 
         იმავე წელს იმპერატორმა საქსონიაში აჯანყება ჩაახშო. წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ ჰენრიხ IV-მ გადამწყვეტი იერიში მიიტანა რეფორმატორებზე. 1076 წლის 24 იანვარს ვორმსში გამართულ სინოდის კრებაზე, რომელსაც 24 გერმანელი ეპისკოპოსი და თავადაზნაურობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჰენრიხ IV-მ პაპი გრიგოლ VII გადაყენებულად გამოაცხადა. 
    ერთი თვის თავზე, 22 თებერვალს,  ჰილდებრანდმა წმინდა იოანეს ბაზელიკაში (Papal Archbasilica of St. John Lateran) შეკრებილ სინოდის სხდომაზეAჰენრიხ IV იმპერატორის ტახტიდან გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა. სინოდმა აგრეთვე განკვეთა ყველა ის ეპისკოპოსი, რომლებმაც ვორმსის კრებაზე ჰენრიხ IV-ს მხარი დაუჭირეს.
        ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სულ უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებდა. დაპირისპირებამ გრიგოლ VII-სა და ჰენრიხ IV-ს შორის პერმანენტული ხასიათი მიიღო, რასაც თან გაუთავებელი სამოქალაქო ომები დაერთო. 
      ქრისტიანულ სამყაროში შექმნილმა ძალაუფლების ვაკუუმმა ევროპაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. სისხლიანი კონფლიქტები ქალაქებს შორის, რაინდების გაუთავებელი თარეში, მოსახლეობის ძარცვა და ყაჩაღობა, ურთიერთქიშპი და კერძო ანგარიშწორება დიდებულთა შორის ევროპულ ცივილიზაციას კრახისკენ მიაქანებდა. 



ჯვაროსნული ომის პროპაგანდა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

        1088 წელს რომის პონტიფიკოსის ტახტზე პაპი ურბან II ავიდა. წარმოშობით ფრანგმა, ოდო დე შატიიონ დე ლაჟერმა, რომელიც გრიგოლ VII პოლიტიკის გამგრძელებელი იყო, პირველი რაც ტახტზე ასვლის შემდეგ თქვა: “ყველაფერი რასაც გრიგოლ VII აკეთებდა მიყვარს და გავაგრძელებ, ყველაფერი რაც სძულდა მას - მძულს მეც” ( Час истины. Выпуск № 487 "Генрих IV Германский король и император. Передача третья". 04.10.2011). 
          ურბან II ბრწყინვალე და გაცილებით უფრო მოქნილი პოლიტიკოსი აღმოჩნდა ვიდრე გრიგოლ VII.  ურბან II კარგად აცნობიერებდა, რომ ევროპაში შექმნილი არასტაბილური ვითარება ვატიკანს უკიდურესად არასახარბიელო სიტუაციაში აგდებდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და ამ ნიადაგზე წარმოქმნილ გაუთავებელ კონფლიქტებში რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა მეორე მხარის კეთილგანწყობის დაკარგვას ნიშნავდა, რაც დროთა განმავლობაში რომის ისედაც შესუსტებული გავლენის საბოლოოდ დაკარგვას გამოიწვევდა. საჭირო იყო ახალი, გამაერთიანებელი იდეის გენერირება, ამ იდეის ირგვლივ ევროპელების დარაზმვა და მოჭარბებული აგრესიულობის ვექტორის ევროპიდან გატანა, რაც ურბან II-მ შესანიშნავად მოახერხა.
საეკლესიო საბჭო
კლერმონში
         1095 წელს 18-28 ნოემბერს ურბან II-მ საფრანგეთში, ამჟამინდელი ოვერნის რეგიონის ქალაქ კლერმონ-ფერანში საეკლესიო კრება (საბჭო) მოიწვია. კრებაში მონაწილეობის მისაღებად კლერმონში ჩავიდა 14 არქიეპისკოპოსი, 250 ეპისკოპოსი და 400 აბატი. სამღვდელოების გარდა კლერმონში თავი მოიყარა ასობით რაინდმა, აგრეთვე სხვადასხვა ტიტულის მქონე დიდებულმა, რომლებმაც კლერმონის აღმოსავლეთით მდებარე შანტუას (Chantoin) ვაკეზე დასცეს ბანაკი.
ამ კრების მონაწილემ, ფრანგმა მემატიანემ და მღვდელმა ფუშე შარტრელმა (Foucher de Chartres) შემოინახა ურბან II -ის მგზნებარე სიტყვა, რომელმაც მაცხოვრის სახელით ევროპასა და აზიას  შორის საუკუნოვან, დაუნდობელ და ყველაზე სისხლიან შეჯახებას დაუდო საფუძველი. 
პაპი შამპეს მოედანზე
    ასამბლეის მიწურულს, 27 ნოემბერს, კლერმონის საკათედრო ტაძრის მახლობლად, ღია ცის ქვეშ, სავარაუდოდ შამპეს მოედანზე (Place Champet)  პონტიფიკოსმა, სპეციალურად მისთვის და პრელატებისთვის აგებული ტრიბუნიდან ათასობით დამსწრეს მიმართა (Режин Перну - Крестоносцы. Перевод с французского: Карачинский А. Ю. и Малинин Ю. П. СПб.: «Евразия», 2001):
         "სულიერო ძმანნო! ჩვენი დროების აუცილებლობით შეგულიანებული, მე, ურბანი, უფლის ნებით და ხელდასმით, მოციქულის სწორი და მისი ნიშნის მატარებელი, დედამიწის ზედამხედველი, მოვედი თქვენთან, ღმრთისმსახურებთან, როგორც უფლისგან წარმოგზავნილი, რათა გამცნოთ ღვთაებრივი ნება...” 
       ნება უფლისა, რომელიც ურბან მეორემ საეკლესიო კრების მონაწილეებს ამცნო, აღმოსავლეთით მცხოვრები ქრისტიანი ძმების განსაცდელისგან გამოსახსნელად ლაშქრობის დაწყებას წარმოადგენდა. 
პროპაგანდისტული მასალა - როგორ
უსწორდებიან ურჯულოები
მორწმუნეებს
    “თქვენ უკვე არაერთხელ გთხოვეს ამის თაობაზე, რადგანაც რომანიის (ბიზანტია) საზაღვრებში შეიჭრა და თავს დიდი უბედურება დაატეხა სპარსთა თურქულმა ტომმა (თურქ-სელჩუკები), რომლებმაც ხმელთაშუა ზღვას მიაღწიეს, ზუსტად იმ ადგილამდე, რომელიც წმინდა გიორგის სახელად იწოდება (ბოსფორის სრუტე დარდანელამდე). მათ შვიდგზის დაამარცხეს ქრისტიანები ბრძოლაში. იტაცებენ სულ უფრო და უფრო მეტ ქრისტიანულ მიწებს. მრავალნი დახოცეს, ბევრი ტყვედ წაასხეს, ანგრევენ ეკლესიებს და ძარცვავენ ღვთის სამეფოს (იგულისხმება ბიზანტია). და თუ კიდევ დიდხანს იქნებით უმოქმედოთ, მორწმუნეებს უფრო დიდი განსაცდელი ელით. ამას გთხოვთ და გემუდარებით, თქვენ, ქრისტეს მახარობლებს,  და არა მე, არამედ უფალი, რამეთუ თქვენ, დაჟინებით და ყველა შესაძლო გზით დაარწმუნოთ და დაიყოლიოთ ყოველი წოდების ადამიანი, როგორც ცხენოსანი ისე ფეხოსანი, როგორც მდიდარი ისე ღარიბი, რათა აღმოვუჩინოთ დახმარება ჩვენს ქრისტიან ძმებს და განვდევნოთ ეს ბოროტი ხალხი ჩვენი მიწებიდან. მე გეუბნებით ამას აქ დამსწრეთ და გავალებთ აცნობოთ აქ არმყოფთ – ამას ბრძანებს უფალი იესო.”


ინდულგენციის
დოკუმენტი
      პაპმა  წმინდა  ომში  მონაწილეობისაკენ  მოუწოდა ყველას.  მათ შორის ცოდვილებსაც. მათ, ვისაც ბოროტი განზრახვითა და სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით, ერთმანეთს შორის ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. 
სწორედ კლერმონის კრებაზე, ურბან მეორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვაში, პირველად ევროპაში ოფიციალურად გაჟღერდა ცოდვების მიტევების პირობა (ინდულგენცია), რომელსაც თავად პონტიფიკოსი იძლეოდა (The Oxford Dictionary of the Christian Church. New York: Oxford University Press. Third Edition edited by E.A. Livingstone 1997, article plenary indulgence, page 1301)
       “...და თუ რომელიმე თქვენთაგანი ან ვინმე იქ გამგზავრებუთაგანი,  დაასრულებს სიცოცხლეს განგმირული სიკვდილისაგან ხმელეთსა თუ ზღვაზე, ანდა წარმართულთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიერიდან მათ მიეტევებათ ცოდვები. ამას ვპირდები მათ, ვინც წავა ლაშქრობაში, რამეთუ ამის უფლება თვით უფლისაგან მაქვს ნაბოძები. დაე, გახდნენ ამიერიდან ქრისტეს მეომრები ისინი, ვინც ადრე იყვნენ მძარცველნი. დაე, იბრძოდნენ სამართლიან ბრძოლაში ბარბაროსების წინააღმდეგ ისინი, ვინც წარსულში საკუთარ ძმათა და ნათესავთა (თანამემამულეთა) წინააღმდეგ მიმართავდნენ მახვილს. დაე, ამიერიდან, მიეცეთ სამარადისო ჯილდო მათ, ვინც ადრე იყვნენ მცირედ საზღაურზე დაქირავებულნი. დაე, ორმაგი პატივის გვირგვინით შეიმკონ ისინი, რომელნიც არ დაიშურებენ საკუთარ სულსა და ხორცს. ისინი ვინც აქ მწუხრსა და სიღარიბეში არიან, იქ სიხარულსა და სიმდიდრეში იქნებიან. აქ უფლის მტრები იქ მის მეგობრებად შეიქმნებიან.”
       პონტიფიკოსის სიტყვებმა არნახული ზემოქმედება მოახდინა მსმენელებზე. ეს იყო წმინდა პროპაგანდისტული გამოსვლა. ყოველი სიტყვა, ფრაზა და წინადადება ღრმად გააზრებული და კარგად მოფიქრებული იყო. მათი ძირითადი ვექტორი მსმენელთა ემოციურ-აფექტურ სფეროზე იყი მიმართული. ოსტატურად იყო გამოყენებული რაციონალური, ფაქტობრივი მომენტები, რომლებსაც კიდევ უფრო უნდა გაემძაფრებინა და უკიდურესად დაეძაბა დამსწრეთა რელიგიურ-ემოციური განცდები. 
         აი, როგორ გადმოსცემს პაპის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს (მიწოდებულ ინფორმაციას) კლერმონის კრების კიდევ ერთი მონაწილე რეიმსელი ბერი რობერტი: “ამ ადამიანებმა დაანგრიეს ჩვენი ეკლესიები, შეურაწყვეს ისინი თავიანთი ველური რიტუალებით, წინდაცვითეს ქრისტიანები, რომელთა სისხლი საკურთხეველსა და წმინდა ფიალებზე იღვრებოდა, ისინი ფატრავენ ტყვეებს, ტკბებიან მათი ტანჯვით, წამებაში კლავენ და სიკვდილის შემდეგ მათ გვამებს უყრიან საჯიჯგნად გარეულ ცხოველებს” (Carol  Sweetenham.  Robert the Monk's History of the First Crusade: The Historia Iherosolimitana. Crusade Texts in Translation. Published by Ashgate Publishing, Limited, Aldershot, UK, 2005).
     პონტიფიკოსის  მიერ  მიწოდებული  ინფორმაცია  თურქ-სელჩუკთა ქმედებების  შესახებ  უკიდურესად  გადაჭარბებული და ჰიპერტროფირებული იყო. მის მიერ აღწერილი აპოკალიპტური ვითარება შორს იყო რეალობისგან. დაბყრობილ ტერიტორიებზე ურჯულოთა მიერ ჩადენილი არაადამიანური საქციელი კარგად გათვლილ პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა, რადგან თურქული ტომები ქრისტიანებს გაცილებით უფრო რბილად და შემწყნარებლურად ექცეოდნენ, ვიდრე არაბებს. თურქ-სელჩუკები არაბების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
ბუნებრივია, რომ XI საუკუნეში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სოციალური ფსიქოლოგიის კანონზომიერებებზე, სოციალურ განწყობებზე, მითი მოქმედების, შეცვალის ან განმტკიცების კანონზომიერებებზე. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის პროცესი ინტუიტურად, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად წარიმართებოდა – ყველა ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის სოციალური განწყობის ასიმილაციის ზონაში ხვდებოდა და მის კიდევ უფრო განმტკიცებას განაპირობებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პონტიფიკოსის გამოსვლა მსმენელთა მოტივაციური სისტემის და მათი წამყვანი მოტივების დაკმაყოფილებებზე იყო ორიენტირებული.
           ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაპის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამიზნული იყო არა მხოლოდ საეკლესიო კრების მონაწილეებისადმი, არამედ მთელი ევროპისათვის. განსაკუთრებით   საინტერესოა გამოსვლის ის ნაწილია, სადაც პონტიფიკოსი საეკლესიო კრების მონაწილეებს დავალებას აძლევს: “მე გეუბნებით ამას აქ დამსწრეთ და გავალებთ აცნობოთ აქ არმყოფთ – ამას ბრძანებს უფალი იესო.” 
         სქემა, რომლის საშუალებითაც ურბან II ავრცელებს ინფორმაციას ძალიან წააგავს ლაზარსფელდის “კომუნიკაციის ორსაფეხურიან მოდელს”, რადგან კლერმონის საეკლესიო კრების მონაწილეები: მღვდელთმთავრები, საეკლესიო პირები, დიდებულები, რაინდები და პილიგრიმები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან აზრის ლიდერების როლში გამოდიოდნენ, რომლებსაც პაპისგან მიღებული ინფორმაცია შესაბამის სამიზნე ჯგუფებში უნდა გაევრცელებინათ.
       და ბოლოს, პაპის, და შესაბამისად, ვატიკანის ძირითად მიზანს ევროპული კრიზისისგან ყურადღების გადატანა წარმოადგენდა. 
    ურბან II–ის მოწოდება, ჯვარითა და ხმლით აღმოსავლეთის დალაშქვრისაკენ, დასავლეთის ქრისტიანებმა სახელმძღვანელოდ მიიღეს და 1096 წლის ზაფხულიდან მოყოლებული 60 ათასიდან 100 ათასამდე ქრისტიანმა, რომელთა შორის გარდა მამაკაცებისა, იყვნენ ქალები და ბავშვები, დაფარეს 4000 კილომეტრზე მეტი მანძილი, ერთადერთი მიზნით – მიეღწიათ იერუსალიმამდე. ასე ჩაეყარა საფუძველი “ჯვაროსნულ ომებს”, რომლებიც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა.





ასწლიანი ომი



 ეს იყო საერთო ევროპული ომი, რომელმაც 116 წელი გასტანა და ისტორიოგრაფიაში ასწლიანი ომის სახელით შევიდა. იგი დაიწყო, როგორც დინასტიური ომი ინგლისისა და საფრანგეთის სამეფო სახლებს შორის და თანდათან, ამა თუ იმ ფორმით, ჩაითრია მთელი დასავლეთ ევროპა.
  კასტილიის სამეფო
  შოტლანდიის  სამეფო
  გენუის რესპუბლიკა
  ბრეტანის საჰერცოგო 
  ბოჰემიის სამეფო
  არაგონის სამეფო
  შამპანის საგრაფო

  ბურგუნდიის საჰერცოგო
  ბრეტანის საჰერცოგო 
  პორტუგალიის სამეფო
  ნავარის სამეფო
  აკვიტანიის საჰერცოგო
  ფლანდრიის საგრაფო
  ენოს საგრაფო
 ლუქსემბურგის საგრაფო

ასწლიანი ომის მიზეზები

         ასწლიანი ომის თავდაპირველ სათავედ XI საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. 1066 წელს ფრანგმა ფეოდალმა, ნორმანდიის ჰერცოგმა, უილიამ I-მა, მეტსახელად დამპყრობელმა (მისი მეორე მეტსხელი იყო - უილიამ ნაბიჭვარი)  ლა მანში გადაცურა და ინგლისი დალაშქრა.  ნორმანდიელმა ჰერცოგმა, ჰასტინგსთან გამართული ათ საათიანი ბრძოლის შემდეგ, მიწასთან გაასწორა ბრიტანელთა არმია, რომელსაც ინგლისის უკანასკნელი ანგლო-საქსონი ხელმწიფე ჰაროლდ გოდვინსონი (იგივე ჰაროლდ II) მეთაურობდა. რამოდენიმე ათას ბრიტანელ მეომართან ერთად  ბრძოლის ველზე დაეცა ინგლისის მეფე და მისი ორი ძმა (გირტი და ლეოფვინი).
ჰაროლდ გოდვინსონი
უილიამ I დამპყრობელი
ჰასტინგსის ბრძოლა


          ანგლო-საქსონებზე გამარჯვების შემდეგ ნორმანდიის ჰერცოგი ბრიტანეთის ხელმწიფე ხდება და ნორმანთა დინასტიას აარსებს. პირველი ფრანგულ-ნორმანდიული წარმოშობის სამეფო დინასტია და მისი მეთაური, რომელსაც მჭიდრო ნათესაური კავშრები გააჩნდა საფრანგეთის ტახტთან, ერთი მხრივ ინგლისის უზენაესი მმართველი იყო, ხოლო მეორე მხრივ საფრანგეთის მეფის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, როგორც ფრანგი ფეოდალი, საფრანგეთის ერთ-ერთი მიწის, ნორმანდიის ჰერცოგი.
                XII საუკუნეში ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორისდინასტიური კავშირები კიდევ უფრო მეტად გადაიხლართა. 


ინგლისის მეფის კუთვნილი მიწა საფრანგეთში (1166 წ.)

1108 წელს საფრანგეთის სამეფო ტახტს ლუი VI (მეტსახელად სქელი) იკავებს. ისევე, როგორც კაპეტინგების დინასტიის სხვა წარმომადგენლები არც ლუი VI გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმდიდრით. ხელმწიფის საკუთრებაში მყოფი მიწები ე.წ. სამეფო დომენი, არ იძლეოდა მნიშვნელოვან შემოსავლებს, მაშინ როდესაც მისი ვასალები,  საფრანგეთის უმდიდრესი პროვინციების ბურგუნდიის, შამპანის, ნორმანდიის ჰერცოგები და გრაფები, მონარქზე გაცილებით უფრო მდიდრები იყვნენ. ამგვარი ფინანსური და ქონებრივი დისპროპორციის გამოსწორების მიზნით, ლუი VI იწყებს სამეფო დომენის გაფართოვების პოლიტიკას, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა ლუი VI -ის ბავშვობის მეგობარს და ხელმწიფის მთავარ მრჩევლს,  სენ-დენელ აბატ სიუჟერის.  
აბატი სიუჟერი
ლუი VI სქელი
       სწორედ აბატმა სიუჟერიმ ურჩია მეფეს, მისი ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე, პრინცი ლუი აკვიტანიის ჰერცოგის ქალიშვილზე ალიენორაზე დაექორწინებინა. 
        ალიენორა აკვიტანიელი უმდიდრესი ფრანგი ფეოდალის, აკვიტანიის ჰერცოგის გიომ X-ის (იმავდროულად გასკონიის ჰერცოგი და პუატუს გრაფი) ერთადერთი მემკვიდრე იყო. ამ ქორწინების შედეგად სამხრეთ დასავლეთი საფრანგეთის უმდიდრესი პროვინცია და  მისი ადმინისტრაციული ცენტრი ბორდო სამეფო დომენს  უერთდებოდა. იმდროინდელი აკვიტანია კი განთქმული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ღვინის წარმოებით, თევზჭერით, საიუველირო ნაკეთობებით. აკვიტანიის გარდა, ამ დინასტიური ქორწინების შედეგად, სამეფო სახლის კონტროლის ქვეშ ხვდებოდა გასკონიის საჰერცოგო და პუატუს საგრაფო.  აბატ სიუჟერის წინადადება სრულად ჯდებოდა ლუი VI -ის მიერ წარმოებული სამეფო დომენის გაფართოვების კონცეფციაში და მეფემ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.  
ალიენორა
აკვიტანიელი
ლუი VII
      1137 წელს პრინცმა ლუიმ და ჰერცოგინია ალიენორამ ბორდოში, წმინდა ანდრიას ტაძარში იქორწინეს. პრინც ლუის ბორდოში ხუთასკაციანი ამალა ახლდა თან, რომელთა შორის იყვნენ სახელგანთქმული რაინდები, სამეფო კარის დიდებულები, სენიორები და სამღვდელოების წარმომადგენლები. პარიზიდან წარგზავნილ დელეგაციას სამეფო კარის ყველაზე გავლენიანი ადამიანი, აბატი სიუჟერი მეთაურობდა  (თავად ლუი VII ავადმყოფობის გამო ბორდოში ვერ გაემგზავრა). 
      საზეიმო ნადიმი ჰერცოგინია აკვიტანიელის საგვარეულო - ომბრიერის სასახლეში გაიმართა.   სადღესასწაულო ცერემონიალამა რამოდენიმე დღის შემდეგ ბორდოდან პუატიეში გადაინაცვლა. სწორედ პუატიეში, დღესასწაულის დროს აცნობებენ აბატ სიუჟერის, რომ პარიზიდან გამოგზავნილმა შიკრიკმა მეფის გარდაცვალების ამბავი მოიტანა. ინფორმაციის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ აბატი მოკრძალებით მივივა პრინცთან, მუხლს მოიდრეკს მის წინაშე და აცნობებს, რომ ის საფრანგეთის ხელმწიფე გახდა (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.26).
             ლუი VI-ის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე პრინცი ლუის კორონაცია გაიმართა. ხელმწიფის კურთხევა და მირონცხება ტრადიციულად რეიმსის ტაძარში ჩატარდა. საფრანგეთის ახალმა მეფემ ლუი VII-ის სახელი მიიღო. მის მეუღლეს, ალიენორა აკვიტანიელს კი ავტომატურად საფრანგეთის დედოფალის გვირგვინი დაადგეს.
        1146 წლს, აღგომის დღესასწაულზე, წმინდა მარია მაგდალინელის ბაზელიკაში (ვეზლეს სააბატო), შეკრებილ სენიორებს კლერვოელმა აბატმა ბერნარდმა ქადაგებაში  ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა, ხოლო იქ მყოფ საფრანგეთის მეფესლუი VII-ს წმინდა ომში ფრანგი ჯვაროსნების წინამძროლად აკურთხა და ჯვარი გადასცა. 
   ჯვაროსნულ ომში მეფეს დედოფალიც ახლდა, რომელიც თითქმის იერუსალიმის კედლებამდე, აკრამდე ჩავიდა(Christopher Tyerman - God's War: A New History of the Crusades. Cambridge. MA and London: The Belknap Press of Harvard University Press, 2006). 
დედოფლის აღმოსავლურ ვოიაჟს მრავალი ლეგენდა და ჭორი ახლდა თან. ზოგის მიხედვით  ევროპის პირველი ლამაზმანი, დროდადრო,  ამორძალის (ამაზონის) ტანსაცმელში გამოწყობილი ჯვაროსნების არმიის წინ მიაჭენებდა ცხენს, რასაც თავად ალიენორა იმით ხსნიდა, რომ მას სურდა მეომართა შთაგონების წყარო გამხდარიყო, რითაც მათ საბრძოლო სულისკვეთებას აამაღლებდა.
ამბობდნენ იმასაც, რომ თავნება დედოფალი ვერ მალავდა არაგულგრილ დამოკიდებულებას  ახალგაზრდა, დიდგვაროვანი რაინდების მიმართ და მათთან ფლირტიც კი ჰქონდა, რაც ბუნებრივია მეუღლის გულისწყრომას იწვევდა.
განსაკუთრებით მძიმე  კი ლუი  VII-სათვის იყო ხმები, რომლის თანახმადაც ალიენორა შეყვარებული იყო საკუთარ ბიძაზე ანტიოქიის პრინცზე, გრაფ რაიმონდ დე პუატიეზე, რაც საფრანგეთის სამეფო კარზე დიდ მითქმა-მოთქმასა და ხელმწიფის მისამართით ქილიკის საბაბს წარმოადგენდა  (Жан Фавье - Столетняя война. М.: Евразия, 2009, გვ. 9).  
ალიენორა აკვიტანიელის და მისი ბიძის გრაფ რაიმონდ დე პუატიეს სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს ჯვაროსნული ლაშქრობების მემეტიანე და იერუსალიმის ხელმწიფის ბოდუენ IV კეთროვანის მასწავლებელი,  გიომ ტვიროსელი (რეჟინ პერნუს მიხედვით: Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.75).                                                                                                           
არავინ იცის რამდენად შეესაბამება ეს ხმები სინამდვილეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელმწიფესა და დედოფალს შორის ურთიერთობები სწორედ ჯვაროსნული ომის პერიოდში გაცივდა. 1148 წლის გაზაფხულის დასაწყისში ლუი  VII და მისი მეუღლე ანტიოქიის სამთავროში ჩავიდნენ. იმ დროისთვის ანტიოქიას  ალიენორა აკვიტანიელის ბიძა რაომუნდ დე პუატიე მართავდა. საფრანგეთის მეფემ და დედოფალმა ანტიოქიაში სულ ათი დღე დაჰყვეს.  

რაიმონდ პუატიე და ლუი VII ანტიოქიაში (XV ს. მანუსკრიპტი)

          ფრანგთა მეფის ანტიოქიაში ჩასვლისადმი მიძღვნილი რამოდენიმე დღიანი ზეიმის შემდეგ ჯვაროსანთა სარდლობა სამხედრო კამპანიის განსახილველად შეიკრიბა. რაიმონდ დე პუატიეს ნათელად ჩამოყალიბებული გეგმა ჰქონდა, რომლის მთავარ მიზანს ედესის სამთავროს დაბრუნება წარმოადგენდა, რომელიც  ჯვაროსნებმა 1144  წელს დაკარგეს.  
ედესი, როგორც  თურქ-სელჩუკთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა ანტიოქიისათვის. რაიმონდ დე პუატიეს გეგმით ლუი VII-ის, წმინდა რომის იმპერიის იმპერატორ კონრად III-ის და რაიმონდ დე პუატიეს გაერთიანებულ ძალებს იერიში უნდა მიეტანა ედესზე, რომლის აღების შემდეგ ჯვაროსნები თურქ-სელჩუკთა კიდევ ორ ციხესიმაგრეს ალეპოს და ჰამას დალაშქრავდნენ.
     ეს ციხესიმაგრეები სელჩუკთა სახელოვანი მხედართმთავარის, ჰალბის (იგივე ალეპო) ათაბაგის, ზანგიდების დინასტიის წარმომადგენელის, ნურ-ად-დინ მაჰმუდის ციტადელებს წარმოადგენდა. ერთ მშვენიერ დღეს ნურ-ად-დინს  დამასკოს სუსტი მმართველი დინასტია რომ ჩამოეგდო, და მისი კონტროლიც საკუთარ ხელში აეღო (რაც საბოლოოდ კიდეც მოხდა - ნურ-ად-ინი 1154 წელს დამასკოს ამირა გახდა),  ჯვაროსანთა სამხედრო კამპანია უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
რაიმონდ დე პუატიეს სტრატეგიული გეგმა იმდენად ლოგიკური იყო, რომ წესით მას მოწინააღმდეგე არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ლუი VII-მ უარი თქვა ედესის შტურმზე (არადა მეორე ჯვაროსნული ომი სწორედ ედესის დასაბრუნებლად დაიწყო). ფრანგთა მეფემ განაცხადა, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული, რის გამოც პირველ რიგში ის ვალდებული იყო მთელი თავისი ამალითა და მხედრობით იერუსალიმში მოსალოცად გამგზავრებულიყო (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.73)



        ყოველგვარი  რჩევა,  არგუმენტი, თხოვნა, ფრანგთა მეფის დასარწმუნებლად, ფუჭი და უსარგებლო გამოდგა. სწორედ ამ დროს ავანსცენაზე საფრანგეთის დედოფალი გამოვიდა. ალიენორა აკვიტანიელი კარგად აცნობიერებდა მისი ბიძის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობას. მას  შესანიშნავად ესმოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში და არსებულ ძალთა განაწილების პირობებში ყველაზე კარგად, სწორედ რაიმონდ დე პუატიემ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ ჯვაროსანებს. 
მეფის დასარწმუნებლად რაიმონდი კიდევ ერთხელ შეხვდა ლუი VII-ს ოღონდ ამჯერად ალიენორა აკვიტანიელთად ერთად. დედოფალმა მგზნებარე მხარდაჭერა გამოხატა ბიძის გეგმის მიმართ. ცოტა ხანში მეფე-დედოფლის საუბარი ხმამაღალ ტონში გადაიზარდა, რის შემდეგაც დედოფალმა  ლუი VII-ს პირდაპირ განუცხადა, რომ თუ ჯვაროსნები მხარდაჭერას არ აღმოუჩენენ ბიძამისს და მის გეგმას მაშინ ის თავის ვასალებთან ერთად ანტიოქიაში დარჩებოდა.
მეფესა და დედოფალს შორის კამათმა კიდევ უფრო გამძაფრდა, საქმიან ფარგლებს გასცდა და პიროვნული ელფერი შეიძინა. სწორედ ამ დროს ლუი VII ალიენორას დაემუქრა, რომ ისარგებლებს მეუღლის სტატუსით და იძულებით დაატოვებინებს მას ანტიოქიას. საპასუხოდ დედოფალმა მეფეს განსაცვიფრებელი რამ უთხრა: რომ კარგი იქნება კიდევ ერთხელ გადამოწმდეს მეფის, როგირც მეუღლის უფლებები მის მიმართ. რადგან ეკლესიის თვალში მათი ქორწინება უკანონოა იმდენად, რამდენადაც კანონიკური სამართლით მათ ზედმეტად ახლო ნათესაური კავშირი აქვთ.
ამ ინციდენტმა საბოლოო განხეთქილება შეიტანა მეფესა და დედოფალს შორის, რომლებიც თავიდანვე არ იყვნენ ერთმანეთის შესაფერისნი. 
ლუი VII ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, რომელსაც თითქმის სამონასტრო განათლება ჰქომდა მიღებული. მართალია მას ნასწავლი ჰქონდა როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა, - აგრეთვე სულიერი მეცნიერებები: გრამატიკა, რიტორიკა და დიალექტიკა, მაგრამ ყველაფერი ეს უკიდურესად გაზავებული იყო თეოლოგიით.
ალიენორა აკვიტანიელს კი უფრო მეტად საერო განათლება ჰქონდა მიღებული. კარგად იცოდა ლათინური. წაკითხული ჰქონდა ძველი რომაელი პოეტის ნაზონის პოემა მსოფლიოს დასაბამიდან მომხდარი მეტამორფოზების შესახებ, რომელიც შუა საუკუნეების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე. რაც შეეხება რელიგიურ ცოდნას ის ორიგინალური წყაროებიდან იღებდა (ბიბლია, წმინდა წერილები და ა.შ.). და რაც ყველაზე მთავარია - ალიენორა გაზრდილი იყო ტუბადურთა მხარეში. მას ბავშვობიდან ესმოდა მათი სიმღერები და ლექსები (Regine Pernoud - Alienor d'Aquitaine. Éditions Aibin Michel, 1965, Paris. გვ.28). გარემომ, რომელშიც ალიენორა გაიზარდა განსაკუთრებული როლი ითამაშა მისი, როგორც უფრო თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებეზე.
        ლუი VII-ზე ქორწინების შემდეგ პარიზის სამეფო სასახლეში გადასულ ალიენორასთვის სამეფო კარზე მიღებული ცხოვრების წესი მეტად მოსაწყენი და ერთფეროვანი აღმოჩნდა.  ახალგაზრდა დედოფალმა, რომელიც ევროპის ულამაზეს ქალბატონად ითვლებოდა, სამეფო კარზე  აკვიტანიელი ტრუბადურების, მელექსეების, მხატვრების მოწვევა და სხვადასხვა სახის დისპუტებისა და ტურნირების გამართვა დაიწყო. მეფე, რომელსაც ლამის ბერის ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ამგვარ დისპუტებში მონაწილებისთვის საკუთარ ადგილს ვერ პოულობდა. 
         ასეა თუ ისე სამეფო წყვილსცოლქმრული დისჰარმონიამ კულმონაციას ანტიოქიაში მიაღწია. ამას ისიც ემატებოდა, რომ 13 წლიანი ქორწინების მიუხედავად ლუი VII-ს ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე არაფრით არ შეეძინა და მან უკვე განქორწინებაზე დაიწყო ფიქრი.
            1149  წელს   ჯვაროსნული ომიდან იტალიის გავლით საფრანგეთში მიმავალი ლუი VII ტუსკულუმში რომის პაპს, ევგენი III-ს  ესტუმრა და დედოფალთან განქორწინების თაობაზე კურთხევის მიცემა სთხოვა. პონტიფიკოსმა, რამოდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ, გაყრაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უფრო მეტიც, ის შეეცადა მეფე-დედოფლის ურთიერთობები დაეთბო და დაერეგულირებინა. პაპმა ლუი VII-ს ვალდებულებაც კი ააღებინა, რომ მონარქი ყოველ ღამეს ალიენორა აკვიტანიელის საძინებელში გაატარებდა. ამ პერიოდში წყვილს მესამე ქალიშვილი შეეძინა.
            1152 წელს საქმეში კლერვოელი აბატი ბერნარდი ჩაერია.  აბატი უდიდესი გავლენით სარგებლობდა კათოლიკურ სამყაროში. ის პონტიფიკოსის მასწავლებელი, ცისტერციანთა ლიდერი, ტამპლიერების ორდენის წესდების ავტორი და ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. პაპმა, რომელიც ასევე ცისტერსიანთა ორდენის წარმომადგენელი იყო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიაკლერვოელი აბატის დაჟინებულ თხოვნას და ლუი VII-ის გაყრას დათანხმდა. განქორწინების ფორმალურ მიზეზად პონტიფიკოსის მიერ მეფესა და დედოფალს შორის ნათესაური კავშირის აღმოჩენა გამოცხადდა. თავად ლუი VII კი გაყრის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ 13 წლის განმავლობაში მეუღლემ მას მემკვიდრე (ვაჟიშვილი) ვერ გაუჩინა. 
        განქორწინებიდან რამოდენიმე კვირაში ალიეონორა აკვიტანიელმა ანჟუს გრაფზე, ჰენრიზე იქორწინა, რომელსაც ინგლისის ტახტზე ჰქონდა პრეტენზიები - მისი ბაბუა დედის მხრიდან ინგლისის მეფე, ნორმანთა დინასტიის წარმომადგენელი ჰენრი I იყო.               1154  წელს  ანჟუს გრაფი,  რომელსაც  საფრანგეთის  კიდევ ორი - ტურის და მენის საგრაფოები ეკუთვნოდა, ჰენრი II პლანტაგენეტის სახელით ინგლისის ხელმწიფის ტახტზე ავიდა.
        ინგლისში უკვე მეორედ შეიქმნა ფრანგული წარმოშობის დინასტია - პლანტაგენეტების სამეფო სახლი. საფრანგეთის ყოფილი დედოფალი ალეონორა აკვიტანიელი კი მეორედ გახდა დედოფალი, ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისის.
            1154 წლისათვის შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: XII საუკუნიდან მოყოლებული დინასტიური ქორწინებების შედეგად, ყოველგვარი ომების გარეშე, ინგლისის სამეფო სახლის განკარგულებაში აღმოჩნდა საფრანგეთის უმნიშვნელოვანესი პროვინციები. ჩრდილოეთ საფრანგეთში ნორმანდია, რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნიდან ინგლისის მმართველი სამეფო დინასტიის საკუთრებას, დომენის ნაწილს  წარმოადგენდა. სამხრეთ დასავლეთში - აკვიტანია, რომელიც ალიენორა აკვიტანიელის საკუთრება იყო.  ცენტრალურ საფრანგეთში - ანჟუ, ტური და მენი, როგორც  ჰენრი II -ის (ანჟუს გრაფი) საგვარეულო მიწები. და ბოლოს ჩრდილო დასავლეთით მდებარე ბრეტანი, რომელიც ინგლისელთა ხელში ჰენრი II-ის ვაჟიშვილის, ჯოფრის, ბრეტანის ჰერცოგინია კონსტანციაზე დაქორწინების შედეგად აღმოჩნდა.


       ბუნებრივია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საფრანგეთის სამეფო ტახტი უმძიმესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.  ქვეყნის საუკეთესო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ნახევარი, ინგლისელთა ხელში იყო გადასული. ფრანგ სენიორთა დიდმა ნაწილმა  ვასალური ხელშეკრულება (ომაჟი) გააფორმა და სუზერენად ინგლისის მეფე აღიარა. 
ტერიტორიული და პოლიტიკური პრობლემების გარდა საფრანგეთს სერიოზული ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა.   
           მდიდარი ფრანგული პროვინციებიდან თანხები ინგლისში გაედინებოდა. მარტო აკვიტანიიდან, რომელიც მთელ ევროპას საუკეთესო ღვინოებით ამარაგებდა,  ინგლისის ტახტი მთელი თავისი შემოსავლების ლამის ნახევარს ღებულობდა. აკვიტანიიდან ღვინის გატანისას ინგლისელები ფრანგებს ორმაგად ბეგრავდნენ. საფრანგეთიდან ღვინის გატანისათვის ფრანგი მეღვინეები პირველ საბაჟო მოსაკრებელს ბორდოში, დაქსში და ბოიონში იხდიდნენ,  ხოლო მეორეს  დუვრის პორტში (კენტის საგრაფო) ოღონდ ამჯერად უკვე ინგლისში შეტანისათვის. მთელი ეს შემოსავლები კი ინგლისის ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა. ანალოგიურად იბეგრებოდა ფრანგების მიერ წარმოებული ყველა ის პროდუქცია, რომელიც  ინგლისის კარის საკუთრებაში მყოფ ფრანგულ მიწებზე იწარმოებოდა.
        მხოლოდ ჩამოთვლილი პრობლემები იქნებოდა საკმარისი ორ სახელმწიფოს შორის  კონფლიქტის გასაღვივებლად. თუმცა არსებობდნენ  დამატებითი, ადამიანური ფაქტორები, რომლებიც  კიდევ უფრო აძლიერებდნენ და პრაქტიკულად გარდაუვალს ხდიდნენ ინგლისთან საომარი მოქმედებების დაწყებას.





XV საუკუნის დასაწყისში ინგლისელებმა, მეფე ჰენრი V-ის მეთაურობით საფრანგეთის დიდი ნაწილი დაიკავეს. 1415წელს აზენკურის ბრძოლაში ფრანგების სასტიკი მარცხის შემდეგ ჩრდილოეთ საფრანგეთი და პარიზი ინგლისელთა ხელში გადავიდა.




ინგლისელთა არმია 
დაახლოებით 9 000 -10 000 
მათ შორის:
ა) 1000-მდე მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი (რაინდი);
ბ) 5000 გრძელი მშვილდით  (longbow) შეიარაღებული მშვილდოსანი;
გ) 3000 - 4000 დამხმარე პერსონალი.

სარდლობა
ა) ცენტრი  (მთავარი ძალები)  - მეფე  ჰენრი  V და 
მისი ძმა ჰემფრი ლანკასტერი (ჰერცოგი გლოსტერი);
ბ) მარჯვენა ფლანგი -  ჰერცოგი იორკი;
გ) მარცხენა ფლანგი - ლორდი კომოისი;
დ) მშვილდოსნები - რაინდი თომას ერპინგჰემი (Thomas Erpingham)
დ) არიერგარდი - რიჩარდ დე  ვერე (გრაფი ოქსფორდი).


პარიზის დაკარგვის შემდეგ ფრანგებს უმძიმეს საზავო ხელშეკრულებაზე მოუწიათ ხელის მოწერა, რომელიც ტრუას ხელშეკრულებისსახელით არის ცნობილი (The Treaty of Troyes 1420 წლის 21 მაისი).


ამ ხელშეკრულების თანახმად ინგლისის მეფე ჰენრი V საფრანგეთის რეგენტად გამოცხადდა. ამას გარდა ტრუას ხელშეკრულების მე-6 მუხლში ჩაიწერა, რომ საფრანგეთის მეფის შარლ VI გარდაცვალების შემდეგ  საფრანგეთის ხელმწიფის გვირგვინი სამარადჟამოდ ჰენრი V-ის შვილს და მის შთამომავლებს გადაეცემოდა (http://www.fordham.edu/halsall/source/1420troyes.asp)


შარლ VI შლეგი
ჰენრი V
 
ტრუას ხელშეკრულება


ჰენრი VI
ლანკასტერი
ჯონ ბოდფორტი
1422  წლის 31 აგვისტოს  ჰენრი V გარდაიცვალა.  ინგლისის ტახტი მის ერთადერთ შვილზე,  რვა თვის ჰენრი VI-ზე გადავიდა. ლორდებმა ფიცით დაადასტურეს ტახტის მემკვიდრისადმი ერთგულება.  პარლამენტმა კი რეგენტთა საბჭო შექმნა, რომელიც ხელმწიფის სრულწლოვანებამდე შეასრულებდა მის უფლებამოსილებებს. მთავარ რეგენტად მცირეწლოვანი მეფის ბიძა ბოდფორტის ჰერცოგი ჯონ ლანკასტერი (John of Lancaster, 1st Duke of Bedford) დაინიშნა.
იმავე წელს გარდაიცვალა მცირეწლოვანი მონარქის ბაბუა (დედის, ეკატერინე ვალუას მხრიდან), საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგი და ტრუას ხელშეკრულების თანახმად ჰენრი VI-ს რვა თვის ასაკში უკვე მეორე სახელმწიფოს, საფრანგეთის ტახტიც ერგო.
1429 წელს უესტმისტერის სააბატოში შვიდი წლის  ჰენრი VI ინგლისის, ხოლო 1431 წელს კი, პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში ათი წლის ასაკში საფრანგეთის ხელმწიფედაც აკურთხეს (http://www.britroyals.com/plantagenet.asp?id=henry6).


ასწლიანი ომის დროინდელი პროპაგანდა

სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ ბრიტანელები აქტიურ პროპაგანდას, რომლის მიზანს წარმოადგენდა  ფრანგების დარწმუნება იმაში, რომ მცირეწლოვანი ინგლისელი მონარქი სულაც არ იყო მათთვის ინგლისელების მიერ თავსმოხვეული და რომ მათ საკუთარ ხელმწიფედაც უნდა ეღიარებინათ ჰენრი VI.


ინგლისის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება გაემრავლებინათ და გაევრცელებინათ ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო, საუკუნე ნახევრის წინ გარდაცვლილი, ფრანგთა მეფე ლუი IX (წმინდა), რომელიც  ზეციდან ლოცავდა ყმაწვილი ხელმწიფის  ზეობას (André Marie Gerard - Jeanne la mal Jugee. Published by Bloud et Gay, Paris, 1964. გვ.18). 

Комментариев нет:

Отправить комментарий