ეს გვერდი და მასზე განთავსებული ყველა მასალა გაკეთდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის პიარ სკოლის (GAU Tbilisi PR School) სტუდენტებისთვის. ეს გახლავთ დამხმარე "ინტერნეტ-სახელმძღვანელო", რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, თვალსაჩინო მასალების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელეთა განხილვა სალექციო კურსის გავლისას, დროის სიმცირისა და მასალის მოცულობის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. 
        ამგვარი გადაწყვეტილება ერთი მხრივ, სანიმუშო ახალგაზრდების (სტუდენტების) ცხოველმა ინტერესმა და მეორე მხრივ, თავად GAU Tbilisi PR School-ში სწავლებისადმი თანამედროვე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულმა გარემომ მიგვაღებინა. გვერდი ეძღვნება სამ ძირითად მიმართულებას: 
1. სხეულის ენას (არავერბალურ კომუნიკაციას); 
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორიას და კომუნიკაციის თეორიებს;
3. PR-ის და პროპაგანდის ფსიქოლოგიას (ფსიქოლოგიური ზემოქმედების კონკრეტულ ხერხებს). 

Author of blog: Chakhnashvili Paata linkedin

Social psychologist and Pollster with 30 year experience. Author of the first Exit poll in Georgia and Post Soviet Countries. 
One of the first, who started the publication political ratings of the media in Georgia. Specializes in public relations and the influence of psychological factors on the communication processes, nonverbal communications (body language training) and image making. 
        Since 1990, is engaged in consulting for business, media and public organizations, political parties and political leaders. 
        2003 -2008, CEO of Badi Patarkatsishvili charity foundation. Was head of charity project supporting the children with leukemia. 
Co-author of blog: Eka Menagarishvili. Advertising, marketing and PR specialist with 20 years of experience. linkedin


 Paata Chakhnashvili about Exit poll in Georgia (TV Rustavi 2, 1999 )
პაატა ჩახნაშვილი 1999 წელის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებული 
ეგზიტ პოლიოს შესახებ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში

Paata Chakhnashvili about Body Language TV GDS
პაატა ჩახნაშვილი საუბრობს სხეულის ენაზე GDS-ის შუადღის გადაცემაში


პაატა ჩახნაშვილი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ - ქართული პოლიტიკა და ბრძოლა წესების გარეშე. დაპირისპირებები პარლამენტში და პარლამენტს გარეთ. 14 დეკემბერი 2018 წ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი.
 
აქ ნახავთ ამერიკელი ფსიქოლოგის, სოციალურ-კოგნიტივისტური თეორიის ავტორის ალბერტ ბანდურას ცნობილ ექსპერიმენტს, როგორ სწავლობენ ბავშვები აგრესიას (ვიდეოს მეორე ნახევარი). ვიდეოს პირველი ნახევარი ეძღვნება ზოოფსიქოლოგიაში ბიჰევიორისტულ ექსპერიმენტს, როგორ სწავლობს წაბაძვის გზით თევზი, რომელიც მხოლოდ მცენარეულით იკვებება - ჭიაყელების ჭამას.

1 комментарий: